გადადგა უკრაინის რამდენიმე მინისტრი, ზელენკმიმ განაცხადა, რომ მეტი ცვლილებია მოსალოდნელი

3 სექტემბერს უკრაინის ორი ვიცე-პრემიერი გადადგა მას შემდეგ, რაც კიდევ სამმა მინისტრმა დატოვა თანამდებობა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის მთავრობაში მეტი ცვლილებები მოხდება. პრემიერ-მინისტრის ორი მოადგილე, რომლებიც გადადგნენ, არიან ვიცე-პრემიერი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ოლჰა სტეფანიშინა და ვიცე-პრემიერი დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში ირინა ვერეშჩუკი. პარლამენტის სპიკერმა რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა, რომ […]
,, ჩვენი ბიჭების სიკვდილის ხარჯზე, ჩვენი ბიჭების მკვლელებთან და ეკლესიების გამთეთრებლებთან მშვიდობა არ და ვერ იქნება” – გიორგი უშიკიშვილი

მომღერალი გიორგი უშიკიშვილი ,,რეაქციაში” აცხადებს: ,,მინდა ყველას მივმართო, ჩვენი ბიჭების სიკვდილის ხარჯზე, ჩვენი ბიჭების მკვლელებთან და ეკლესიების გამთეთრებლებთან მშვიდობა არ და ვერ იქნება. ჩვენ ერთადერთი გვინდა ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც იქნება მეტი დემოკრატია, ევროპა და ერთმანეთის პატივისცემა. ასეთი დაპირისპირება, როგორიც ახლაა საზოგადოებაში, არ მახსოვს. ყოველდღიურად შუღლის ჩამოგდება ხალხს უმძიმეს შედეგებამდე მიგვიყვანს. ამისთვის საჭიროა ეს ყველაფერი […]
დილით ვერტმფრენებს ველოდებით – ბორჯომის მერი ხანძარზე

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის, ოთარ არბოლაშვილის თქმით, ბორჯომის ტყეში ხანძარი ნეძვის აღკვეთილის ტერიტორიაზე და მის ჩასაქრობად დილით ვერტმფრენებს ელოდებიან. მისივე თქმით, ღია ცეცხლია, თუმცა კერები დასახლებულ პუნქტთან ახლოს არ არის და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. “ხანძრის კერა დაახლოებით შუადღისთვის იქნა აღმოჩენილი. ადგილზე გასულია რეინჯერთა ჯგუფი, რადგან ეს ტერიტორია ნეძვის აღკვეთილში შემავალი არეალია. მობილიზებულია რეგიონის სახანძრო-სამაშველო სამსახური, […]
მეთიუ მილერი – ჩვენ გვაშფოთებს ამ კანონმდებლობის აღსრულება იმ ორგანიზაციების მიმართ, ვინც ნებაყოფლობით არ დარეგისტრირდა

საქართველოს მთავრობა განაგრძობს ძალიან ღრმად შემაშფოთებელი მიმართულებით მოძრაობას. იმ მიმართულებით, რაც ქვეყანას აშორებს იმ ევროატლანტიკურ ტრაექტორიას, რომელიც ვიცით, რომ ქართველ ხალხს ასე ძალიან სურს , – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა პრესკონფერენციაზე “ამერიკის ხმის” დასმულ კითხვაზე პასუხად განაცხადა. მილერმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ამერიკის მთავრობაში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონით გამოწვეულ შეშფოთებას. “ჩვენ […]
ნინო თიბილაშვილმა პარიზის პარალიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ქართველმა პარასპორტსმენმა ფინალურ ბლოკში ფრანგი მოწინააღმდეგე, ბრიანა ვიდი დაამარცხა. როგორც ცნობილია, ნინო თიბილაშვილი ტოკიოს პარალიმპიური თამაშების პრიზიორია. პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს ნაკრებს ამ დრომდე, ორი მედალი ჰქონდა. ოქროს მედალი ბირთვის კვრაში გიგა ოჩხიკიძემ მოიპოვა, ბრინჯაოს მედალი მიიღო პარატაეკვონდოისტმა ანა ჯაფარიძემ.
მილერი: საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვა გრძელდება, არ გამოვრიცხავ დამატებით ქმედებებს

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი აცხადებს, რომ აშშ შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის კურსით და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გადახედვის ფარგლებში, დამატებით ნაბიჯებს არ გამორიცხავს. “საქართველოს მთავრობა აგრძელებს ღრმად შემაშფოთებელი მიმართლებით სვლას, რაც აშორებს ქვეყანას ევროატლანტიკურ ტრაექტორიას”, – თქვა მილერმა 3 სექტემბერს, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე. იგი გამოეხმაურა ე.წ. აგენტების კანონის ძალაში შესვლას და თქვა, რომ აშშ […]
მილერი: ურთიერთობების გადახედვის პროცესი გრძელდება, დამატებით ნაბიჯებს არ გამოვრიცხავ

საქართველოს მთავრობა განაგრძობს ძალიან ღრმად შემაშფოთებელი მიმართულებით მოძრაობას. იმ მიმართულებით, რაც ქვეყანას აშორებს იმ ევროატლანტიკურ ტრაექტორიას, რომელიც, ვიცით, რომ ქართველ ხალხს ასე ძალიან სურს. ჩვენ გვაშფოთებს ამ კანონმდებლობის აღსრულება იმ ორგანიზაციების მიმართ, ვინც ნებაყოფლობით არ დარეგისტრირდა, მათ შორის – კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიისადმი. ორმხრივი ურთიერთობების მრავალმხრივი გადახედვის ფარგლებში, როგორც იცით, ჩვენ […]
მსოფლიოს მასშტაბური კლიმატური მიგრაცია ემუქრება – პროგნოზი

ამჟამად, კაცობრიობის ისტორიის ნებისმიერ პერიოდთან შედარებით, იძულებით გადაადგილებულ ადამიანთა რაოდენობა ყველაზე მეტია, რასაც გარემოზე ზემოქმედება და კლიმატის ცვლილებები კიდევ უფრო ზრდის. ამის შესახებ მსოფლიო მიგრაციის შესახებ გაეროს წლევანდელ ანგარიშში წერია. კერძოდ, კლიმატის ცვლილების გამო 2050 წლისთვის ექვს კონტინენტზე 216 მილიონზე მეტი ადამიანი თავიანთ ქვეყნებში იძულებით გადაადგილდება. გაერო კლიმატის ცვლილებას სასურსათო დაუცველობის ან მიგრაციის ერთადერთ მამოძრავებელ […]
ევროპული უმსხვილესი ბანკები წელს 50 მილიარდ ევროს დაუბრუნებენ აქციონერებს, რაც რეკორდული ანაზღაურებაა

ევროპული უმსხვილესი ბანკები წელს 50 მილიარდ ევროს ($56 მილიარდი დოლარი) დაუბრუნებენ აქციონერებს, რაც რეკორდულ ანაზღაურებას წარმოადგენს, – ინფორმაციას TBC Capital ავრცელებს. მიმოხილვის მიხედვით, ანაზღაურების ზრდა ხაზს უსვამს იმ მხარდაჭერას, რაც ბანკებმა ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ ბოლო ორი წლის განმავლობაში საპროცენტო განაკვეთების ზრდისგან მიიღეს, რის შედეგადაც ანაზღაურებები, სავარაუდოდ, პანდემიამდელ დონეზე მეტად გაიზრდება. მაგალითად, UniCredit SpA მზადაა, […]
საქართველოს შეუძლია დაბრუნდეს დემოკრატიისა და ევროპის გზაზე — USAID-ის წარმომადგენელი

„საქართველოს ჯერ კიდევ შეუძლია დაბრუნდეს კონსოლიდირებული დემოკრატიისა და ევროპისკენ მიმავალ გზაზე“, — მიიჩნევს USAID-ის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ადმინისტრატორის თანაშემწის მოადგილე ალექსანდერ სოკოლოვსკი. მიუხედავად გამოწვევებისა, რომელიც ქართულ დემოკრატიას აქვს, სოკოლოვსკის აზრით, სამართლიანი არჩევნების შემდეგ შესაძლებელია დიალოგი ახალ პარლამენტსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის, რასაც აშშ მხარს დაუჭერს. „ცხადია, რომ ძალიან რთული პერიოდია ქართული დემოკრატიისთვის, რაც განპირობებულია […]