Toyota 10 – სპეციალური შეთავაზება „ტოიოტა ცენტრი თეგეტასგან“

„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ მომხმარებელს განსხვავებულ საგარანტიო პირობას სთავაზობს – Toyota 10, იაპონური ბრენდის ავტომობილებზე გარანტიის 10 წლამდე ვადით ან 160 000 კილომეტრამდე გახანგრძლივებას გულისხმობს. შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელია ქარხნული გარანტიის ამოწურვის შემდეგ. ის საქართველოსა და კავკასიის რეგიონის სხვა ქვეყნებშიც ვრცელდება „ტოიოტას“ ოფიციალური დილერებისგან შესყიდულ ავტომობილებზე, რომლებსაც გეგმური ტექნიკური მომსახურება ასევე ოფიციალურ სადილეროებში აქვთ ჩატარებული. Toyota 10 […]
საქართველოს ბანკის მობილბანკს ახალი ფუნქციონალი – უძრავი ქონების დაზღვევა დაემატა

საქართველოს ბანკი მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული სერვისების შექმნას განაგრძობს. ამჯერად, ყოველდღიური პროცესების კიდევ უფრო მეტად გასამარტივებლად, მობილბანკს უძრავი ქონების დაზღვევის ფუნქციონალი დაემატა.
დღეს საღამოდან ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით, გარემოს ეროვნული სააგენტო, მოსახლეობას აფრთხილებს

დღეს საღამოდან ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით, გარემოს ეროვნული სააგენტო, მოსახლეობას აფრთხილებს: „4 სექტემბერს დღის ბოლოდან 6 სექტემბერის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმი.
პროკურორის ინფორმაციით, 21 წლის ქეთევან ჯავახიშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსის მოადგილე სცემა

21 წლის ქეთევან ჯავახიშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა ოთარ ცინდელიანმა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელი სცემა, კერძოდ კი, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსის მოადგილე. აღნიშნულის შესახებ საქმის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა და შესაბამისი დოკუმენტის საქმეზე ცნობის სახით დართვის შუამდგომლობა დააყენა. როგორც ვეფხვაძემ აღნიშნა, ცინდელიანმა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის მიმართ ფიზიკური ძალადობა 13 აგვისტოს განახორციელა, რაზეც გამოძიება დაწყებულია. მოსამართლე გიორგი […]
გიორგი ვაშაძე „ქართულ ოცნებაზე“ – 20%-ზე მეტს ეს ხალხი ვერ აიღებს არჩევნებში – წამოვიდეს ბატონი კობახიძე ქუჩაში, სადაც უნდა თვითონ შეარჩიოს ადგილი და გავიაროთ, ვის მეტი ჩამოართმევს ხელს

ჩვენ დამარცხებაზე არ ვფიქრობთ. გამარჯვების შემდგომ ძალიან ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი, „ქართული ოცნებისგან“ ძალიან მძიმე მემკვიდრეობა დაგვხვდება – თვითონ რომ წააგებენ არჩევნებს და ახლა, პანიკაში არიან, რა გეგმა აქვთ? – ამის შესახებ „ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, აღსადგენია ევროპასთან ურთიერთობები, გასატარებელია რეფორმები, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს, მოსატანია ინვესტიციები […]
უკრაინის პარლამენტმა ვიცე-პრემიერ ირინა ვერეშჩუკის თანამდებობიდან გათავისუფლებას მხარი არ დაუჭირა, თანამდებობებიდან გაათავისუფლა ვიცე-პრემიერი ოლგა სტეფანიშინა და კიდევ სამი მინისტრი

უკრაინის პარლამენტმა ირინა ვერეშჩუკის განცხადებას ვიცე პრემიერ-მინისტრის, უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ მხარი არ დაუჭირა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ამასთან, უკრაინის უმაღლესმა რადამ მხარი დაუჭირა ოლგა სტეფანიშინას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერის თანამდებობიდან გადაყენებას, ალექსანდრე კამიშინის სტრატეგიული მრეწველობის მინისტრის თანამდებობიდან გადაყენებას და ასევე თანამდებობიდან გაათავისუფლა იუსტიციის მინისტრი, დენის […]
სერგეი ლავროვი – ამერიკელებმა იციან, სად გადის რუსეთის წითელი ხაზები, ამ წითელ ხაზებს ნუ ეხუმრებიან

შეერთებულმა შტატებმა ძალიან კარგად იცის, სად გადის რუსეთის წითელი ხაზები, მათთან არ უნდა იხუმრონ, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რითაც კომენტარი გააკეთა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ შეერთებული შტატები გეგმავს უკრაინას F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებისთვის ფრთოსანი რაკეტები მიაწოდოს. „ამერიკელებმა უკვე გადალახეს ის ზღვარი, რომელიც თავად მოუნიშნეს თავიანთ თავს. მათ აქეზებენ და […]
პაატა მანჯგალაძე – „ქართული ოცნება“ ნიშნავს იზოლაციას, ოპოზიციის გამარჯვება კი ნიშნავს, ყველა ჩვენს პარტნიორთან ურთიერთობის გაღრმავებას

„ქართული ოცნება“ ნიშნავს იზოლაციას, ოპოზიციის გამარჯვება კი ნიშნავს, ყველა ჩვენს პარტნიორთან ურთიერთობის გაღრმავებას – ვიცი, რომ ჩვენი პარტნიორები მაქსიმუმს აკეთებენ, რათა საქართველოს მოქალაქეები იზოლირებულები არ დარჩნენ, – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, „არა მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, არამედ ევროპასთანაც კი გაყინულია მოლაპარაკების პროცესი“. „ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ნაცვლად იმისა, […]
ბორჯომის ტყეში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო

ბორჯომის ხეობაში, დაბა ახალდაბის მიმდებარედ, ტყეში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
„რთულად წარმომიდგენია, მაგალითად, ვაშაძემ და ხაზარაძემ ერთმანეთი სცემონ და ამით სცადონ პოლიტიკური ტემპერატურის აწევა” – იაგო ხვიჩია

“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება: “ზოგადად, ოპოზიციას რომ მღელვარება და “ტემპერატურის აწევა” უნდოდეს წინასაარჩევნოდ, ამაში დაუშვებელი არაფერია და გამორიცხულიც არაფერი არ არის, მაგრამ ის, რომ ისინი დააორგანიზებენ ერთმანეთის ცემა-ტყეპას ისე, რომ ხელისუფლება ვერ გახსნის ამ დანაშაულს, “ტემპერატურა აიწევა” და ეს ყველაფერი ხელისუფლებას დაბრალდება, მაგის არ მჯერა, რა თქმა უნდა. რთულად წარმომიდგენია, […]