სერგეი ლავროვი – ამერიკელებმა იციან, სად გადის რუსეთის წითელი ხაზები, ამ წითელ ხაზებს ნუ ეხუმრებიან

შეერთებულმა შტატებმა ძალიან კარგად იცის, სად გადის რუსეთის წითელი ხაზები, მათთან არ უნდა იხუმრონ, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რითაც კომენტარი გააკეთა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ შეერთებული შტატები გეგმავს უკრაინას F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებისთვის ფრთოსანი რაკეტები მიაწოდოს.
„ამერიკელებმა უკვე გადალახეს ის ზღვარი, რომელიც თავად მოუნიშნეს თავიანთ თავს. მათ აქეზებენ და ზელენსკი, რა თქმა უნდა, ხედავს ამას და სარგებლობს. ვინც ჩვენს წითელ ხაზებს ეხუმრება, არ უნდა ეხუმრებოდეს, მათ მშვენივრად იციან, სადაც გადის ის“, – განაცხადა ლავროვმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – 7 ნოემბრის საქმე იწელება, რადგან „ოცნებამ“ თავის მხარდამჭერებს, უთხრას: „შურს ვიძიებთ თქვენი მიტინგის დაშლისთვის“ – საქმე გვაქვს ორმაგ სტანდარტთან და იმასთან, რომ თუ „ოცნების“ მომხრე ხარ, გაქვს უფლება, რომ ვიღაცაზე იძალადო

გიორგი გაბუნია – პრემიერისგან კულტურის მინისტრობაზე შეთავაზება არ მიმიღია, რაც შეეხება თინათინ რუხაძეს, მას უთქვამს, რომ ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები ჰქონდა და ამის მიღმა კითხვები არ არსებობს

მიხეილ სააკაშვილი – ივანიშვილის მიერ გამოგორებული, მისი სრულიად უშინაარსო ადვოკატის, ვინმე ყიფიანის მატარებელში ჩაბმას ცდილობენ ის ოპოზიციონერები, ვინც ადრე გილაურებს ჩაება, აქაოდა აქაც ფულიაო