რა ტენდენციები გამოვლინდა წინასაარჩევნო გარემოზე დაკვირვებით — ISFED-ის ანგარიში

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების არაოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც პირველი ივნისიდან 26 აგვისტოს პერიოდს მოიცავს. ანგარიშში მიმოხილულია არსებული პოლიტიკური კონტექსტი, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის ზოგიერთი ასპექტი, პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის პროცესი, არაოფიციალური საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობა, მედიაგარემო და წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილი სხვა ძირითადი ტენდენციები. კერძოდ, ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ოფიციალური […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 სექტემბერს, 11:00-დან 18:00 საათამდე, მცხეთის რაიონის სოფლებში – აღაიანი, ქსანი, მუხრანი და მიმდებარე სოფლებში აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ. კომპანიის ცნობით, 11:00-დან 13:00 საათამდე, აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში არაგვისპირი, ბიჩნიგაურები, ჟინვალი, ქვემო არანისი და მიმდებარე სოფლებშიც ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ. ასევე, 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ […]

ანა დოლიძე – კობახიძის განცხადება რომ იყოს სერიოზული, მაშინ უნდა დასახელდნენ ის ოპოზიციონერები, ვისაც საფრთხე ემუქრებათ და მათ სახელმწიფო დაცვა უნდა დაენიშნოთ

კობახიძის განცხადება რომ იყოს სერიოზული, მაშინ უნდა დასახელდნენ ის ოპოზიციონერები ვისაც ემუქრებათ საფრთხე და მათ უნდა დაენიშნოთ სახელმწიფო დაცვა,-ასე ეხმაურება კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე პრემიერი, ირაკლი კობახიძის განცხადებას, სადაც აღნიშნავს, რომ თავდასხმის რისკის ქვეშ არიან ოპოზიციის ლიდერებიც, რაც საარჩევნო პროცესისა და ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის შეიძლება იქნას გამოყენებული. როგორც დოლიძე განმარტავს, სანამ ეს არ […]

ყველანაირი სამართლებრივი ჩარჩოდან გავიდნენ, ე.წ არასამთავრობოები, როდესაც ორ სექტემბერს არ დარეგისტრირდნენ რეესტრში, 26 ოქტომბრის შემდეგ, უნდა იცოდნენ, რომ საქართველოში მათ არც სახელმწიფო და არც საზოგადოება ეთანამშრომლება

ყველანაირი სამართლებრივი ჩარჩოდან გავიდნენ, ე.წ არასამთავრობოები, როდესაც ორ სექტემბერს არ დარეგისტრირდნენ რეესტრში, 26 ოქტომბრის შემდეგ, უნდა იცოდნენ, რომ საქართველოში მათ არც სახელმწიფო და არც საზოგადოება ეთანამშრომლება ყველანაირი სამართლებრივი ჩარჩოდან გავიდნენ, ე.წ არასამთავრობოები, როდესაც ორ სექტემბერს არ ითანამშრომლეს სახელმწიფოსთან და კანონის შესაბამისად, არ დარეგისტრირდნენ რეესტრში,- წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე. მისივე თქმით, სამართლებრივი […]

ცესკოსა და საარჩევნო პროცესების მიმართ საზოგადოების მზაობა დიდია, ნდობა – გამართლებულია და პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად, ამომრჩევლის ნება გარანტირებულად იქნება დაცული

ცესკოსა და საარჩევნო პროცესების მიმართ საზოგადოების მზაობა დიდია, ნდობა – გამართლებულია და პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად, ამომრჩევლის ნება გარანტირებულად იქნება დაცული პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი რადიკალური ოპოზიციის მიერ ცესკოს დისკრედიტაციის მცდელობას სოციალურ ქსელში ეხმიანება. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ანალიტიკოსი წერს, რომ ნაცმოძრაობა და მისი პოლიტიკური შინაარსის ირგვლივ გაერთიანებული სხვა ოპოზიციური პარტიები ცესკოს დისკრედიტაციას ცდილობენ […]

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა კორუფციასთან ბრძოლის მიზნით დეპუტატებს ინტერესთა კონფლიქტის ფაქტების გახმაურებისკენ მოუწოდა, თუმცა თავად საკუთარი ქმრის ლობისტური საქმიანობის შესახებ ინფორმაცია დამალა

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა კორუფციასთან ბრძოლის მიზნით დეპუტატებს ინტერესთა კონფლიქტის ფაქტების გახმაურებისკენ მოუწოდა, თუმცა თავად საკუთარი ქმრის ლობისტური საქმიანობის შესახებ ინფორმაცია დამალა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ კორუფციასთან ბრძოლის მიზნით დეპუტატებს ინტერესთა კონფლიქტის ფაქტების გახმაურებისკენ მოუწოდა, თუმცა თავად საკუთარი ქმრის უკო მეცოლას ლობისტური საქმიანობის შესახებ ინფორმაცია დამალა. ინფორმაციას Politico ავრცელებს. გამოცემის მტკიცებით, მეცოლას მეუღლე ევროკავშირში მთავარი ლობისტია. ის […]

ფრანგი რეჟისორი და სცენარისტი − ნიკოლას კერცენბაუმი საქართველოს მესამედ სტუმრობს

მწერალთა სახლის რეზიდენციას ფრანგი რეჟისორი და სცენარისტი − ნიკოლას კერცენბაუმი სტუმრობს. ნიკოლასი რეზიდენციაში ყოფნის პერიოდს ქართულ-აფხაზური ურთიერთობების რეფლექსიების შესწავლას დაუთმობს. მისი მიზანია, შეაგროვოს ზეპირი ისტორიები და მოისმინოს თვითმხილველების გამოცდილება, რათა პარიზის თეატრის სცენაზე გადაიტანოს ცოცხალი ნარატივებით მოყოლილი ისტორია. „ჩემი აქ ყოფნაც ამას უკავშირდება − მოვისმინო ისტორიები და რადგან ძალიან მიყვარს ფოლკლორი, მოვისმინო გარკვეული თქმულებები, რომლებიც […]

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი იქნება

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ლევან მგალობლიშვილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე იქნება. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ მისი კანდიდატურა უკვე წარადგინა. ინფორმაცია BMG-ის აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში დაუდასტურეს, სადაც პლენარული სხდომა გაიმართა. მას თავად ლევან მგალობლიშვილი ესწრებოდა. საბჭოს წევრის თქმით, ლევან მგალობლიშვილმა ორი კვირის ვადაში სამთავრობო გუნდი და პროგრამა უნდა შეიმუშაოს. ის ირაკლი კობახიძეს უნდა წარედგინოს, პრემიერ-მინისტრის […]

პარლამენტმა ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი მეორე მოსმენით დაამტკიცა

81-ხმით, ერთხმად – პარლამენტმა ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი მეორე მოსმენით დაამტკიცა. მმართველი უმრავლესობა საკანონმდებლო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღებას 17-20 სექტემბრის სასესიო კვირაში გეგმავს. საკანონმდებლო პაკეტი 19 კანონპროექტისგან შედგება. მათგან ძირითადია პროექტი სახელწოდებით – “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“, დანარჩენი 18 კი, მისგან გამომდინარე პროექტია. საკანონმდებლო პაკეტის ავტორი და ინიციატორები არიან პარლამენტის […]

შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა ბიზნესსექტორს ფარმაცევტული პროდუქტის აღნუსხვის ფორმის შევსების ახალი წესი და პირობები გააცნეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს „ფარმაცევტული პროდუქტის მიკვლევადობის უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის №189 დადგენილებაში შეტანილი ცვლილებები გააცნეს. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილება ძალაში შედის მიმდინარე წლის 15 სექტემბრიდან და ფარმაცევტული პროდუქტის აღნუსხვის ფორმის შევსების ახალ, ბევრად გამარტივებულ წესს გულისხმობს. „ცვლილების ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის www.rs.ge -ის ავტორიზებული გვერდიდან აღნუსხვის […]