რომში ელვამ, უძველესი კონსტანტინეს თაღი დააზიანა

კონსტანტინეს თაღი, გიგანტური ძველი რომაული თაღი კოლიზეუმის გვერდით, დაზიანდა რომში ძლიერი ქარიშხლის შემდეგ, განაცხადეს სამშაბათს კონსერვაციის ორგანოებმა. Reuters-ისთვის მიცემულ განცხადებაში, რომელმაც პირველად გაავრცელა ინფორმაცია უბედური შემთხვევის შესახებ, კოლიზეუმის არქეოლოგიურმა პარკმა დაადასტურა, რომ ძეგლს ელვამ დაარტყა. ტრიუმფალური თაღი აშენდა ჩვენი წელთაღრიცხვით მე-4 საუკუნეში.

რამდენის დახარჯვას გეგმავს მერია წელს „თბილისობის“ ღონისძიებებზე

თბილისის მერიამ დედაქალაქში 5-6 ოქტომბერს თბილისობის ღონისძიებების განხორციელების გამარტივებული შესყიდვის განხორციელების მიზნით, შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა. შესაბამისი განაცხადი სააგენტოს ვებგვერდზე უკვე აიტვირთა, სადაც ნათქვამია, რომ ღონისძიებების ღირებულება წელს 3.5 მლნ ლარი იქნება. ღონისძიებები 2 დღის განმავლობაში ორბელიანის მოედანზე და მის მიმდებარედ, ასევე რიყის პარკში გაიმართება. აქტივობები კულტურულ, სპორტულ, საბავშვო და სხვადასხვა სანახაობრივ აქტივობას გააერთიანებს, რომელიც […]

ევროკავშირი ჰომოფობიური კანონპროექტის მეორე მოსმენით ნაჩქარევად მიღებას გმობს

ევროკავშირი ჰომოფობიური კანონპროექტის მეორე მოსმენით ნაჩქარევად მიღებას გმობს. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრესსპიკერის განცხადებაშია აღნიშნული. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ეს პაკეტი ძირს უთხრის საქართველოს მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს და მოსახლეობის ნაწილის სტიგმატიზაციისა და დისკრიმინაციის გაძლიერების საფრთხეს ქმნის. “ევროკავშირი წუხილს გამოთქვამს, რომ ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი შედეგების მომტანი კანონმდებლობა სათანადო საჯარო კონსულტაციებისა და ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან […]

EU გმობს საქართველოში კიდევ ერთი კანონის მიღებას, რომელიც ცენზურას აწესებს და უფლებებს ზღუდავს

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის პრესსპიკერ პიტერ სტანოს განცხადებით, ევროკავშირი გმობს „ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” საკანონმდებლო პაკეტის მეორე მოსმენით ნაჩქარევად მიღებას. „ეს პაკეტი ძირს უთხრის საქართველოს მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს და მოსახლეობის ნაწილის სტიგმატიზაციისა და დისკრიმინაციის გაძლიერების საფრთხეს ქმნის. ევროკავშირი წუხილს გამოთქვამს, რომ ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი შედეგების მომტანი კანონმდებლობა სათანადო საჯარო კონსულტაციებისა […]

„გახარია საქართველოსთვის“ – „ოცნებამ“ პროცედურული მანიპულაციებით არ მოგვცა საშუალება, მხარი დაგვეჭირა იმ კანონპროექტებისთვის, რომლებიც დაკავშირებულია ბაღებსა და სკოლებში ბავშვების პროპაგანდისგან დაცვასთან

პარლამენტის თავმჯდომარემ დაგვაბრალა, თითქოს, ჩვენ არ გვსურს ბავშვები დავიცვათ პროპაგანდისგან – დღეს, „ოცნებამ” პროცედურული მანიპულაციებით არ მოგვცა საშუალება, მხარი დაგვეჭირა იმ კონკრეტული კანონპროექტებისათვის, რომლებიც დაკავშირებულია ბაღებსა და სკოლებში ბავშვების პროპაგანდისგან დაცვასთან, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო პოლიტიკურმა ჯგუფმა განაცხადა. მათი განცხადებით, „ქართული ოცნების” რეალური მიზანი არა ოჯახების დაცვა ან ბავშვთა უფლებებია, არამედ წინასაარჩევნოდ […]

პიტერ სტანო – ევროკავშირი გმობს „ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” საკანონმდებლო პაკეტის მეორე მოსმენით ნაჩქარევად მიღებას – მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, პაკეტს სრულად გადახედოს

ევროკავშირი გმობს „ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” საკანონმდებლო პაკეტის მეორე მოსმენით ნაჩქარევად მიღებას,- ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრეს-სპიკერის პიტერ სტანოს განცხადებაშია ნათქვამი. განცხადებაში აღნიშნულია, რომ პაკეტი ძირს უთხრის საქართველოს მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს და მოსახლეობის ნაწილის სტიგმატიზაციისა და დისკრიმინაციის გაძლიერების საფრთხეს ქმნის. „ევროკავშირი წუხილს გამოთქვამს, რომ ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი შედეგების მომტანი კანონმდებლობა სათანადო […]

დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე გუშინ მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის შედეგად, 2 პირის გარდაცვალების გარდა, რამდენიმე ადამიანი დაშავდა

დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე გუშინ მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის შედეგად, 2 პირის გარდაცვალების გარდა, რამდენიმე ადამიანი დაშავდა. დაშავებულების რაოდენობას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში არ აკონკრეტებენ, თუმცა როგორც „ინტერპრესნიუსს“ აღნიშნულ ცენტრში განუცხადეს, ისინი სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. როგორც სააგენტომ გაარკვია, 2 დაშავებული თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული, რაც „ინტერპრესნიუსს“ თავად კლინიკაში დაუდასტურეს, თუმცა იმ მიზეზით, რომ საქმე პერსონალურ ინფორმაციას ეხება, […]

ომბუდსმენი – ის, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წარმომადგენლის ლაშა ბაქრაძისგან მოვისმინე, აბსოლუტურად მიუღებელია – მოვუწოდებ ყველა პოლიტიკოს – არ გამოიყენონ სიძულვილის ენა!

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი პოლიტიკოსებს მოუწოდებს, არ გამოიყენონ სიძულვილის ენა, პატივი სცენ სხვის გამოხატვის თავისუფლებას და არ დაუშვან ქალების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებების ტირაჟირება. ომბუდსმენის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წარმომადგენლის ლაშა ბაქრაძის განცხადება აბსოლუტურად მიუღებელია. „სულ რამდენიმე დღის წინ გამოვაქვეყნე განცხადება და მოვუწოდე ყველა პოლიტიკოსს და პარტიას, თავი შეიკავონ სიძულვილის ენისგან, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა საქმე […]

ანალენა ბერბოკი დმიტრო კულებას – საკუთარ თავზე მაღლა აყენებთ თქვენი ქვეყნის ხალხს – შევხვდებით ისევ, როცა მშვიდობა და თავისუფლება საბოლოოდ დაბრუნდება უკრაინაში

შევხვდებით ისევ, როცა მშვიდობა და თავისუფლება საბოლოოდ დაბრუნდება უკრაინაში. თქვენ საკუთარ თავზე მაღლა აყენებთ თქვენი ქვეყნის ხალხს, – ასე ეხმაურება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი ანალენა ბარბოკი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას. „გრძელი საუბრები ღამის მატარებლებზე, „დიდ შვიდეულზე“, ფრონტზე, ბრიუსელში, დაბომბილი ელექტროსადგურის წინ, ცოტა ადამიანთან მიმუშავია ისე მჭიდროდ, როგორც […]

აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდება

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, 19-22 სექტემბერს, ბათუმში ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში, რეგიონს ქართველი და უცხოელი ექსპერტები, ფრინველებზე დამკვირვებლები სხვადასხვა ქვეყნიდან ეწვევიან. დეპარტამენტის ცნობით, მათი ჩართულობით დაინტერესებული მხარეებისთვის გაიმართება ლექცია-სემინარები, ასევე გასართობ-შემეცნებითი ექსკურსიები ფრინველებზე დაკვირვებისთვის მნიშვნელოვან ტერიტორიებზე – ჭოროხის დელტა, სოფელი ჩაისუბანი, სოფელი სახალვაშო, ბათუმის ზღვისპირა პარკი, ნავსადგური და კოლხეთის ეროვნული […]