გია ვოლსკი ბუნდესტაგის დელეგაციაზე – ჩვენ არ ვართ ის ქვეყანა, ვისაც ხელს ან თითს დაუქნევენ და უნდა მივიდეთ უცებ შეხვედრაზე, მითუმეტეს, ვიცით იმ ადამიანების კონკრეტული განწყობა, ვინც ჩამოვიდნენ

კონკრეტულად მოუცლელობა, რასაკვირველია, მნიშვნელოვანი არგუმენტია, ვინაიდან წინასაარჩევნო პერიოდია და ჩვენ არ ვართ ის ქვეყანა, ვისაც ხელს ან თითს დაუქნევენ და უნდა მივიდეთ უცებ შეხვედრაზე. მითუმეტეს, ვიცით იმ ადამიანების კონკრეტული განწყობა, ვინც ჩამოვიდნენ – მათ გეგმაშია თავიანთი პოზიციის გატანა, რომელიც რადიკალური ოპოზიციის გეგმების ერთგვაროვანია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ბუნდესტაგის […]
ირაკლი კობახიძე – ადრონული თერაპიის ცენტრი უნიკალურია თავისი დატვირთვითა და მნიშვნელობით, მშენებლობა 2026 წელს დასრულდება და ეს რეზონანსული პროექტი ჩვენს ქვეყანას სახელს გაუთქვამს

ცალკე აღნიშვნის ღირსია ადრონული ცენტრი, რომელიც უნიკალურია თავისი დატვირთვითა და მნიშვნელობით, მშენებლობა 2026 წელს დასრულდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ადრონული თერაპიის ცენტრზე საუბრისას, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე შენდება, პრემიერმა აღნიშნა, რომ პროექტი ქვეყანას სახელს გაუთქვამს, როგორც კი მშენებლობა დასრულდება და […]
შემოსავლების სამსახურს მოლდოვას რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო სამსახურის დელეგაცია ესტუმრა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ზურაბ სიჭინავამ მოლდოვას რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო სამსახურის გენერალურ დირექტორს, ვიორელ დოაგას და დელეგაციის წევრებს უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, ვიზიტის მიზანია საქართველოსა და ევროკავშირს შორის, გაფორმებული ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ,,ტრანზიტის საერთო პროცედურების“ (CTC) კონვენციის დებულებებისა და ,,ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის“ (NCTS) საქართველოში […]
საერთაშორისო შემოქმედებით ფესტივალ AD BLACK SEA-ის მთავარ სცენაზე Young Creative 2024 კვლავ გამოვლინდება

„თიბისის“ მხარდაჭერით, 12-14 სექტემბერს, ბათუმში საერთაშორისო შემოქმედებითი ფესტივალი AD BLACK SEA 2024 ტარდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ბანკი ავრცელებს. მათი ცნობით, ფესტივალზე „თიბისი“, როგორც ახალი თაობის მხარდამჭერი, წარადგენს ნომინაციას Young Creative და წლის ყველაზე შემოქმედებითი ახალგაზრდა გამოვლინდება. „გამარჯვებულს სპეციალურად შერჩეული ადგილობრივი ჟიური შეაფასებს. „თიბისი“, როგორც ნომინაციის წარმდგენი, გამარჯვებულისთვის 10 000 ლარს გამოყოფს, რომლის ფარგლებშიც, ახალგაზრდა […]
გერმანიის ბუნდესტაგის წევრი – გერმანიის პარლამენტი მხარს არ დაუჭერს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას იქამდე, სანამ ეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი არ გაუქმდება

გერმანიის პარლამენტი მხარს არ დაუჭერს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას იქამდე, სანამ ეს კანონი [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“], ისევე როგორც კანონები, რომლებიც ეხება ინდივიდუალურ თავისუფლებას და ადამიანის უფლებებს, არ გაუქმდება, – ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის წევრმა, მწვანეთა პარტიის წარმომადგენელმა დებორა დიურინგიმ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც თბილისში ვიზიტის შედეგები შეაჯამა. ბუნდესტაგის წევრმა მწუხარება გამოთქვა იმ ფაქტთან […]
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს უკვე ჰყავს პირველი კურსდამთავრებულები – პრემიერი

რამდენიმე წლის წინ, საფუძველი ჩაეყარა ამ უდიდეს საქმეს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს და დღეს უნივერსიტეტს ჰყავს უკვე პირველი კურსდამთავრებულები, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა და ეს არის მხოლოდ დასაწყისი იმ ძალიან დიდი გზის, რომელმაც ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო დიდი წინსვლა და წარმატებები უნდა მოუტანოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) პირველ […]
NGO-ების ფინანსურ მონაცემთა 70-80% სახელმწიფოსთვის ისედაც ხელმისაწვდომია – აუდიტორი

“კრესტონ ჯორჯიას” მმართველი პარტნიორის განცხადებით, “უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარი ორგანიზაციების” რეესტრში რეგისტრაციისთვის მოთხოვნილი მონაცემების დიდი ნაწილი სახელმწიფოსთვის ისედაც ხელმისაწვდომია. აუდიტორმა დავით პაპიაშვილმა BMGTV-ის გადაცემა “ანალიტიკას” ეთერში “რუსული კანონის” საფუძველზე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ სახელმწიფოსთვის ფინანსური ინფორმაციის წარდგენაზე ისაუბრა. “ამ ინფორმაციის, დაახლოებით, 50% – სხვადასხვა განაცემები, ხელფასები, ანაზღაურებები, ყველაფერი, რაც კავდება საშემოსავლო გადასახადით, შემოსავლები და ხარჯები, გამოწერილი […]
ჯიქია დიდ გასამრჯელოს ითხოვს და შესაძლოა, ტაბიძის თანაგუნდელი გახდეს

Sport24-ის ინფორმაციით, ამა წლის ივნისის შემდეგ უკლუბოდ დარჩენილი გიორგი ჯიქია ახალი ნავსაყუდელის პოვნას ვერ ახერხებს და ამის მიზეზი მის მიერ მოთხოვნილი მაღალი ხელფასია. 30 წლის ფეხბურთელს გასამრჯელოდ 800 000 ევროს მიღება სურს, რაზეც თურქულმა გუნდებმა უარი თქვეს და ჯერჯერობით შეთანხმება ვერც გაერთიანებული საემიროების წარმომადგენლებთან ხერხდება. სიტუაციას ყურადღებით აკვირდება მახაჩყალის “დინამო”, სადაც ახლახან საქართველოს ნაკრების მცველი […]
თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – სენტიმენტები და სავალუტო ბუფერები

თიბისის არხებით განხორციელებული ტრანსაქციების ანალიტიკა აგვისტოშიც სავალუტო შემოდინებებისა და ზოგადად ეკონომიკური აქტივობის მაღალ დონეზე მიუთითებს. თიბისი კაპიტალის პროგნოზით, 2024 წლის რეალური ეკონომიკური ზრდა დაახლოებით 9%-ით განისაზღვრება. ამასთან, ძლიერი სავალუტო შემოდინებები ასევე იწვევს ე.წ. ბუფერების დაგროვებას. საკუთრივ, წინასწარი მონაცემებით, სახეზეა სებ-ის სავალუტო რეზერვების დამატებით შევსება. ამავდროულად, როგორც ყოველთვის, სენტიმენტების ფაქტორიც მნიშვნელოვანია, რაც, როგორც ჩანს, ბოლო პერიოდის […]
შალვა პაპუაშვილი – ძვირფასო კურსდამთავრებულებო, გილოცავთ უნივერსიტეტის დამთავრებას! განათლებას განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი აქვს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი და წარმატებული მომავლის შენებაში

ძვირფასო კურსდამთავრებულებო, გილოცავთ უნივერსიტეტის დამთავრებას! დღეს ჩვენ აღვნიშნავთ არა მხოლოდ თქვენს აკადემიურ მიღწევებს, არამედ, აგრეთვე, ვაღიარებთ თქვენს დიდ შრომასა და ძალისხმევას, რომლებმაც ამ მნიშვნელოვან მომენტამდე მოგიყვანათ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ქუთაისში საერთაშორისო უნივერსიტეტის 2024 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, განათლებას განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი აქვს ქვეყნის მშვიდობიანი […]