ირაკლი კობახიძე – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს უკვე ჰყავს პირველი კურსდამთავრებულები, რაც მხოლოდ დასაწყისია იმ ძალიან დიდი გზის, რომელმაც ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო დიდი წინსვლა და წარმატებები უნდა მოუტანოს

რამდენიმე წლის წინ, საფუძველი ჩაეყარა ამ უდიდეს საქმეს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს და დღეს უნივერსიტეტს ჰყავს უკვე პირველი კურსდამთავრებულები, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა და ეს არის მხოლოდ დასაწყისი იმ ძალიან დიდი გზის, რომელმაც ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო დიდი წინსვლა და წარმატებები უნდა მოუტანოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) პირველ […]

ნილს შმიდი – 9 ნაბიჯთან ერთად, რომელიც უნდა შესრულდეს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გასახსნელად, ახლა არის მე-10 ნაბიჯიც, რომელიც გულისხმობს „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონის გაწვევას

ყველამ ვიცით, რომ არსებობს 9 ნაბიჯი, რომელიც უნდა შესრულდეს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ოფიციალურად გასახსნელად. შემიძლია გითხრათ, რომ ახლა არის მე-10 ნაბიჯიც, რომელიც გულისხმობს „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონის გაწვევას, – ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის წევრმა, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა, ნილს შმიდმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც თბილისში ვიზიტის შედეგები შეაჯამა. მისი შეფასებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი […]

ირაკლი ქადაგიშვილი – როცა ჩვენი საპარლამენტო დელეგაცია გერმანიაში ჩადის, გერმანიის კანცლერი არ ხვდება, ამიტომ ცოტა ჩვენი სახელმწიფოს ღირსება დავიცვათ – მეც მაქვს სურვილი აშშ-ს პრეზიდენტს შევხვდე, მაგრამ ასე არ არის!

ერთი რამ გაიგეთ, საქართველო ნეოკოლონიალური სტატუსის მქონე ქვეყანა არ არის და ამ სტატუსს არ მიიწებებს – როცა ჩვენი დელეგაცია გერმანიაში ჩადის, მას გერმანიის კანცლერი არ ხვდება! მეც მაქვს აშშ-ს პრეზიდენტთან შეხვედრის სურვილი, მაგრამ ასე არ არის! – ასე უპასუხა “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს ხელისუფლების მისამართით გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენლების კრიტიკულ განცხადებებთან […]

აზიის განვითარების ბანკი – კასკადურმა შოკებმა აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში წლების განმავლობაში მიღწეული განვითარების პროგრესი შეაფერხა – სტრატეგიულ ფოკუსს ვაძლიერებთ და მთავარ პრიორიტეტებზე დახმარებას ვზრდით

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დაამტკიცა ახალი, ამბიციური გზამკვლევი ორგანიზაციის შემდგომი განვითარებისა და აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნების წინაშე მდგომ გამოწვევებთან გამკლავების გასაძლიერებლად, მათ შორის კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართული მოქმედებებისა და კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის გასაზრდელად, – ამის შესახებ ინფორმაციას აზიის განვითარების ბანკი ავრცელებს. მათი ცნობით, ADB-ის სტრატეგია 2030-ის შუალედური განხილვა – ბანკის კორპორაციული სტრატეგიის განახლებული […]

შალვა პაპუაშვილი – მადლობა მინდა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს, რომელთა ხედვამ რეალობად აქცია ეს პროექტი – დარწმუნებული ვარ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობის საქმეში

საქართველო გამოირჩევა მდიდარი ისტორიით, მრავალსაუკუნოვანი კულტურითა და ტრადიციებით. ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის იცოდნენ, რომ ქვეყნის ძლიერების საფუძველი განათლებული ხალხია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ქუთაისში საერთაშორისო უნივერსიტეტის 2024 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ქართველებს არა მხოლოდ უნდა შეეძლოთ, რომ საკუთარ ქვეყანაში მიიღონ საუკეთესო ევროპული განათლება, არამედ საქართველო […]

ვოლოდიმირ ზელენსკი – კურსკში, დაახლოებით, 6 000 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა და დაიჭრა

ზუსტად ერთი თვე გავიდა რუსეთის კურსკის ოლქში ჩვენი ოპერაციის დაწყებიდან, უკრაინის შეიარაღებული ძალები ამჟამად 1 300 კვადრატულ კილომეტრ ტერიტორიას აკონტროლებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიაში, უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის, ე.წ. „რამშტაინის“ შეხვედრაზე განაცხადა. „დღეს ზუსტად ერთი თვე გავიდა რუსეთის კურსკის ოლქში ჩვენი ოპერაციის დაწყებიდან. ეს ის საზღვარია, საიდანაც პუტინი უკრაინის ტერიტორიაზე […]

რატომ არ შეხვდა პაპუაშვილი ბუნდესტაგის წარმომადგენლებს? – სამხარაძემ მიზეზი დაასახელა

საქართველოში ვიზიტით იმყოფებიან გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში შემავალი ფრაქციების სპიკერები. დელეგაციის წევრები პარლამენტში შეხვდნენ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრს ნიკოლოზ სამხარაძეს. დეპუტატმა უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას – რატომ არ შედგა შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან? სამხარაძის თქმით, პაპუაშვილი იმერეთში იმყოფება და ამიტომ ვერ შეძლო შეხვედრაში მონაწილეობის მიღება. „შალვა […]

ბუნდესტაგის წევრი: 9 ნაბიჯს უნდა დავუმატოთ მე-10 – უცხოელი აგენტების შესახებ კანონის გაწვევა

ბუნდესტაგის წევრი ნილს შმიდის განცხადებით, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად 9-პუნქტია გეგმას მე-10 ე.წ. რუსული კანონის გაწვევა უნდა დაემატოს. ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც საქართველოში ვიზიტით მყოფმა გერმანიის ბუნდესტაგის დელეგაციამ გამართა. შმიდის თქმით, მთავრობის მიმდინარე პოლიტიკის პირობებში არ არსებობს ვარიანტი, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს. “ეს არის ჩვენთვის კარგი შესაძლებლობა გავაჟღეროთ ორი ძალიან მკაფიო გზავნილი. […]

ზელენსკი რამშტაინში: “დასავლეთმა რუსეთის წითელი ხაზები” უნდა უგულებელყოს

უკრაინის პრეზიდენტმა, რომელიც 6 სექტემბერს გერმანიაში, აშშ-ის სამხედრო ბაზაზე უკრაინის დახმარების საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრაზე გამოვიდა, შორი მოქმედების რაკეტები მოითხოვა დასავლელი კოლეგებისგან, რათა შეძლოს თავდასხმა რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მოკავშირეებმა პუტინის “წითელი ხაზები” უნდა უგულებელყონ და კიევს ამგვარი იერიშების ნებართვა მისცემ. ზელენსკის აზრით, მხოლოდ ასე შეძლებს უკრაინა მშვიდობაზე მოსკოვის დაყოლიებას. ამასთან, ზელენსკის თქმით, უკრაინას […]

მოემზადე სკოლისთვის მხოლოდ 3 საათში – რას შეიძენ 40% ფასდაკლებით ახალი სასწავლო წლისთვის ველიზე

ზაფხულის დასრულებასთან ერთად ყველა თავის ჩვეულ ცხოვრებას უბრუნდება: სახლს, სამსახურს, სწავლას, ვარჯიშსა თუ თავის მოვლის რუტინას. თუმცა, თითოული ადამიანისთვის საკმაოდ რთულია დროის განაწილება ყველა არსებული საკითხისთვის, როდესაც ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე ერთ კვირაზე ნაკლები დრო რჩება. ველი ასეთ დროსაც შეუცვლელი დამხმარეა, რომელსაც შეუძლია ფორს მაჟორული სიტუაციებიდან მარტივად გაპოვნინოს გამოსავალი. შეგიქმნას კომფორტი და იყოს სასარგებლო ნებისმიერ […]