ფინეთი რუსებისთვის ქონების მიყიდვის აკრძალვას განიხილავს

ფინეთის მთავრობამ ცოტა ხნის წინ წამოაყენა წინადადება, რომელიც რუსეთის მოქალაქეების უმეტესობას ფინეთში საკუთრების შეძენას აუკრძალავს. ინიციატივა თავდაცვის მინისტრს, ანტი ჰაკანენს ეკუთვნის და განიხილება, როგორც ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერების მცდელობა. პოტენციურად, ეს აკრძალვა შეეხება ნებისმიერ ფონდს ან მოქალაქეს იმ ქვეყნებიდან, რომლებმაც შეიძლება რისკის ქვეშ დააყენონ ფინეთის ეროვნული უსაფრთხოება. შეზღუდვა, ამოქმედების შემთხვევაში, გავრცელდება იმ სახელმწიფოებზეც, რომლებიც ევროკავშირის […]

ქვეყანაში უნდა არსებობდეს ორი განსაკუთრებული საგანმანათლებლო კერა თსუ-ს და KIU-ს სახით – კობახიძე

ჩვენი ამოცანაა, რომ ქვეყანაში არსებობდეს ორი განსაკუთრებული საგანმანათლებლო კერა – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სახით, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, მთავრობა გეგმავს განვითარების 4-წლიანი გეგმის წარდგენას, რომელშიც მთავარი აქცენტი სწორედ უნივერსიტეტებზე გაკეთდება. „ჩვენ აუცილებლად უნდა გადავუხადოთ მადლობა ბიძინა ივანიშვილს, უნივერსიტეტის დამფუძნებელს, რომლის იდეაც […]

სელფი TEDxTbilisi 2024-ის პარტნიორია

6 სექტემბერი, 2024 – სელფი მობაილი, ქართული მობილური ოპერატორი, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.3 მლნ. მომხმარებელს ემსახურება, მსოფლიოში იდეების გაზიარების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პლატფორმის ღონისძიების, TEDxTbilisi 2024-ის პარტნიორია. TED-ის პირველი კონფერენცია აშშ-ში 30 წლის წინ ჩატარდა. მას მერე TED-ი მსოფლიო მასშტაბის პლატფორმა გახდა და დღეს სხვადასხვა ინიციატივას მოიცავს. სწორედ ერთ-ერთი ასეთი წამოწყებაა TEDx-ი, TED-ის ფორმატით განხორციელებული […]

საქართველოს პროკურატურამ ქოლ-ცენტრების საქმეზე, მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა

საქართველოს პროკურატურამ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავებთან თანამშრომლობით, საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, რომელშიც ასევე ჩართული არიან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა. ამის შესახებ საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. მათივე განცხადებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებულია და ბრალი წარედგინა ქოლ-ცენტრების საქმიანობაში ჩართულ […]

პროკურატურა – თაღლითური ქოლ-ცენტრის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პირმა ევროპელი მოსახლეობისგან მიღებული, ჯამში, მილიონ დოლარზე მეტი თანხა ჩარიცხა დავით კეზერაშვილის, კეზერაშვილის დის და კეზერაშვილის დის შვილის საბანკო ანგარიშებზე

საქართველოს პროკურატურის ცნობით, გამოძიების მიერ საბანკო სექტორიდან ამოღებული ინფორმაციის ანალიზით დგინდება, რომ შპს ,,მორგან ლიმიტედის“ სახელით მოქმედი თაღლითური ქოლ-ცენტრის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პირმა, რომელიც გატარებული ღონისძიების ფარგლებში მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია, ევროპელი მოსახლეობისგან თანხების თაღლითურად დაუფლების პერიოდში ჯამში მილიონ დოლარზე მეტი თანხა ჩარიცხა დავით კეზერაშვილის, კეზერაშვილის დის და კეზერაშვილის დის შვილის საბანკო ანგარიშებზე. როგორც საქართველოს პროკურატურაში […]

გერმანიის ბუნდესტაგის წევრი – საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა ჩვენთან შეხვედრაზე – ჯერ მოთხოვნილი იყო უმაღლესი დონის შეხვედრა, შემდეგ მეორე დონეზე, მესამე დონეზე და არავის ჰქონდა დრო ჩვენთვის

ჩვენ არ გვქონდა ხელისუფლებასთან შეხვედრის შესაძლებლობა, რადგან მათ უარი თქვეს ჩვენს მიღებაზე – ჯერ მოთხოვნილი იყო უმაღლესი დონის შეხვედრა, შემდეგ მეორე დონეზე, მესამე დონეზე და არავის ჰქონდა დრო ჩვენთვის, – ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის წევრმა, თავისუფალი დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა ულრიხ ლეხტემ გერმანიის საელჩოში გამართულ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან იმედი გამოთქვა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, […]

ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში ირაკლი ეძგვერაძის გამოკითხვა დასრულდა

ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს წევრის, ირაკლი ეძგვერაძის გამოკითხვა დასრულდა. როგორც იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს ეძგვერაძის ადვოკატმა, ლაშა ტყეშელაძემ განუცხადა, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა თავად ნახა, თუ რა დაზიანებები აღენიშნება დაკავებულს. „ირაკლის დაზიანებები ეტყობა, ტანის სხვადასხვა მიდამოებში სილურჯეები აქვს, გამომძიებელმა თავის თვალით ნახა, ასევე ამოიღო დადგენილება, რომელიც მას იმ სამედიცინო დოკუმენტაციის ამოღებაში […]

ბუნდესტაგის წევრები: ხელისუფლების ამჟამინდელი კურსი ბლოკავს საქართველოს გზას EU-სკენ

საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით გერმანელი დეპუტატები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ხელისუფლების ამჟამინდელი კურსი ბლოკავს საქართველოს გზას ევროკავშირისკენ. დეპუტატები აღნიშნავენ, რომ თუ ეს კურსი გაგრძელდა, გერმანიის ბუნდესთაგი ვერ დაუჭერს მხარს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას. “საქართველოს მოსახლეობის დიდ უმრავლესობას სურს, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლში ევროკავშირში გაწევრიანება სახელმწიფო მიზნადაც კი არის ჩაწერილი. […]

ვაშაძე: 3500 ლარი იქნება საშუალო ხელფასი, აი რა არჩევანის წინაშე დგახართ 26 ოქტომბერს

ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ქართული ოცნება მოსახლეობას დაყოფას, დაპირისპირებასა და პოლარიზაციას სთავაზობს. ვაშაძის თქმით, ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა მოსახლეობას ევროპული ტიპის დემოკრატიას სთავაზობს. “26 ოქტომბერს ჩვენი, ყველას ერთად გამარჯვების შემდეგ, ეროვნული თანხმობის აქტს გთავაზობთ, რომ ამ ქვეყანაში მტრობა აღარ იყოს. ქართული ოცნება გთავაზობთ დიქტატურის დამყარებას… ამის ნათელი დასტურია სენატორი ჯინ […]

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რესურსების გაფართოება ხელს შეუწყობს თანაბარ რეგიონულ განვითარებას, ახალ სიცოცხლეს შეიძენს დასავლეთ საქართველო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის საერთო განვითარებისთვის

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რესურსების გაფართოება ხელს შეუწყობს თანაბარ რეგიონულ განვითარებას, ახალ სიცოცხლეს შეიძენს დასავლეთ საქართველო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის საერთო განვითარებისთვის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რესურსების გაფართოება ხელს შეუწყობს თანაბარ რეგიონულ განვითარებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ხელს […]