ComCom-მა საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგი დაიწყო

კომუნიკაციების კომისიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც კომისია 24 საათიან რეჟიმში, 55-მდე ტელემაუწყებელს დააკვირდება – ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს. „რაოდენობრივთან ერთად, თვისებრივი მედიამონიტორინგი საზოგადოებრივ მაუწყებლებსა და 5 ყველაზე რეიტინგულ არხზე, მათ შორის „ტელეიმედზე“, „რუსთავი 2“-ზე, „პოსტვ“-ზე, „მთავარ არხზე“ და „ტელეკომპანია პირველზე“, საუკეთესო დროს, 19:00-დან 24:00 საათამდე პერიოდში განხორციელდება. მონიტორინგის პროცესში […]
ჩეხეთის ნაკრების კაპიტანი: სამი ქულის მოსაპოვებლად კარგი შანსები გვაქვს

ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრებთან პირველი ტურის მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე კომენტარი ჩეხეთის ეროვნული გუნდის კაპიტანმა ტომაშ სოუჩეკმა გააკეთა: „ჩვენი წინა მატჩი ძალიან საინტერესო იყო. ახლაც დადებითი მოლოდინი მაქვს… თბილისში არაჩვეულებრივი გარემო იქნება. ვიცი, ქართველები აქტიური გულშემატკივრები არიან, ბილეთები მალევე გაიყიდა. გარემო შესანიშნავი იქნება. ევროპის ჩემპიონატზე მივიღეთ ის შედეგი, რაც დადგა. საქართველოს ნაკრების კონტრშეტევებზე თამაშს ვაფასებთ […]
ივან ჰაშეკი: საქართველოსთან მატჩზე დიდი მოლოდინები გვაქვს

ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრებთან პირველი ტურის მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ჩეხეთის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ივან ჰაშეკმა ისაუბრა: “რაც შეეხება მოედანს, იმედს გამოვთქვამ, წვიმა მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას არ მოახდენს. საქართველოსთან მატჩს სერიოზულად ვუდგებით და ამავდროულად, დიდი მოლოდინები გვაქვს. შემადგენლობა ობიექტურად შევარჩიეთ. ვაფასებთ იმ დამოკიდებულელებს, რაც ქართველ ჟურნალისტებსა თუ გულშემატკივრებს ჩვენ მიმართ აქვთ. დიდი მნიშვნელობა ექნება იმას, […]
ირაკლი ნადირაძე – ბიძინა ივანიშვილი აკეთებს ყველაფერს, რომ ოპოზიციამ არ ჩაატაროს სრულფასოვანი საარჩევნო კამპანია

ბიძინა ივანიშვილი აკეთებს ყველაფერს, რომ ოპოზიციამ არ ჩაატაროს სრულფასოვანი საარჩევნო კამპანია, არ ილაპარაკოს ხალხის პრობლემებზე, მას უნდა დაყოფა, დევნა, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრმა თბილისის საკრებულოში, ფრაქცია ენმ-ის თავმჯდომარემ ირაკლი ნადირაძემ. მისი თქმით, როგორც არ უნდა ეცადოს ხელისუფლება ხელის შეშლას, 26 ოქტომბერს, პროდასავლური ოპოზიცია გაიმარჯვებს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმზე. „ჩვენ უკვე ველოდებით ადმინისტრაციულ სასამართლოს, […]
დიანა გელაშვილის ფილმმა “მატარებლის სადგური” New Jersey Film Awards-ზე 4 ნომინაციაში გაიმარჯვა:

ქართულ-ამერიკული კინოაკადემიის ინფორმაციით, GAFA-ს კურსდამთავრებულის დიანა გელაშვილის ფილმმა “მატარებლის სადგური” New Jersey Film Awards-ზე 4 ნომინაციაში გაიმარჯვა: 🏆 საუკეთესო სტუდენტური ფილმი 🏆 საუკეთესო რეჟისორი 🏆 საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი 🏆 საუკეთესო ხმის დიზაინი დიანა გელაშვილის ფილმი “მატარებლის სადგური” შერჩეულია შემდეგ ფესტივალებზე სხვადასხვა ნომინაციაში: Symbiotic Film Festival (უკრაინა), Eastern Europe Film Festival (რუმინეთი) და Svaneti International Film […]
ბრიტანულმა მარეგულირებელმა Google-ის მიერ დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება შეამჩნია

ბრიტანეთის კონკურენციისა და ბაზრის ორგანო (CMA) თვლის, რომ ამერიკული Google (Alphabet Inc.-ის საკუთრება) ბოროტად იყენებს დომინანტურ პოზიციას ონლაინ რეკლამის ბაზარზე საკუთარი სერვისების პოპულარიზაციის მიზნით, კონკურენტების საზიანოდ – ინფორმაციას მედია ავრცელებს. მარეგულირებელი შეშფოთებულია იმით, რომ Google სარგებლობს თავისი დომინანტური პოზიციით სექტორში საკუთარი სერვისების პოპულარიზაციისთვის – თქვა CMA-ს წარმომადგენელმა ჯულიეტ ენსერმა. „ჩვენ ადრე დავადგინეთ, რომ კომპანია იყენებს […]
გიორგი ამილახვარი – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი გახდება განათლების და კვლევების ჰაბი რეგიონის მასშტაბით – KIU გახდება მულტიპროფილური უნივერსიტეტი, რომელიც თანაბრადხელმისაწვდომი იქნება როგორც ქართველი, ისე უცხოელი სტუდენტებისთვის

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი გახდება განათლების და კვლევების ჰაბი რეგიონის მასშტაბით. გაიზრდება უნივერსიტეტის სტუდენტთა რაოდენობა – KIU გახდება მულტიპროფილური უნივერსიტეტი, რომელიც თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება როგორც ქართველი, ისე უცხოელი სტუდენტებისთვის, – განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა. როგორც გიორგი ამილახვარმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაზე აღნიშნა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ყველა პირობაა – […]
ჯორჯიის სკოლაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ეჭვმიტანილის მამაც დააკავეს

5 სექტემბერს, ჯორჯიის შტატის ხელისუფლებამ შტატის ერთ-ერთ სკოლაში მომხდარ სროლაში 14 წლის ეჭვმიტანილის მამა დააკავა. ცეცხლსასროლი იარაღით ერთი დღით ადრე მომხდარი სროლის შედეგად, სკოლაში ოთხი ადამიანი დაიღუპა და ცხრა დაიჭრა. მიმდინარე გამოძიების მიხედვით, არსებობს ეჭვი, რომ მამამ თავის ვაჟს მკვლელობის იარაღზე წვდომის უფლება შეგნებულად მისცა. ჯორჯიის შტატის გამოძიების ბიურომ განაცხადა, რომ 54 წლის კოლინ გრეის […]
ბუნდესტაგის დელეგაცია თბილისში- განცხადებები და შეფასებები

6 სექტემბერს, თბილისში გერმანიის საკანონმდებლო ორგანოს, ბუნდესტაგის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. გერმანული დელეგაცია საქართველოში ევროკავშირის კანდიდატის წევრობის პროცესისა და ე.წ “უცხოეთის აგენტების” კანონის განსახილველად იმყოფება. დელეგაციის წევრები პარლამენტში შეხვდნენ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრს ნიკოლოზ სამხარაძეს. დეპუტატმა მოგვიანებით უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას – რატომ არ შედგა შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე […]
კობახიძე ბუნდესტაგის წევრებზე: არაა მიზანშეწონილი ჩემი შეხვედრა სხვადასხვა ფაქტორის გამო

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ბუნდესტაგის წევრებთან მისი შეხვედრა მიზანშეწონილი არაა. როგორც მან ჟურნალისტებთან თქვა, ეს სხვადასხვა ფაქტორითაა გათვალისწინებული. მან გაიხსენა ბუნდესტაგის დეპუტატი მიხაილ როთი, რომელმაც მაისში თბილისში ვიზიტის დროს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს სცენიდან მიმართა. “მეც მთხოვეს შეხვედრა, მაგრამ მე მგონი, არ არის მიზანშეწონილი ჩემი შეხვედრა სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით ამ დეპუტატებთან, მათ შორის […]