დავით კოდუა – შეხვედრებზე მოქალაქეები ამ არჩევნების გადამწყვეტ მნიშვნელობაზე თავადვე საუბრობენ და უზარმაზარ მხარდაჭერას გვიცხადებენ

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ზუგდიდის დელეგატობის კანდიდატი დავით კოდუა ორულუს ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს. როგორც დავით კოდუამ აღნიშნა, ორულუში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას გაზიფიცირება წარმოადგენდა, თუმცა პროცესი დასრულდა და ამჯერად ბუნებრივი აირის ქსელზე მოსახლეობის ინდივიდუალური დაერთებები დაიწყება. სოფელში საგზაო ინფრასტრუქტურის, გარე განათების, ჭაბურღილების მოწყობის სამუშაოები განხორციელდა. არის საჭიროებები საბავშვო ბაღის, […]
არქიმ ევროპული სტანდარტის ფიტნეს დარბაზი გახსნა

6 სექტემბერს ლიდერმა დეველოპერულმა კომპანია არქიმ ელიტარულ პროექტ „არქი ცენტრალურ პარკში“ ფიტნეს დარბაზის გახსნის ღონისძიება გამართა. ღონისძიებას არქის დიდი ოჯახისა და გუნდის წევრები, ასევე არქელი ჩემპიონები ლაშა ტალახაძე, გენო პეტრიაშვილი და ლევან საღინაშვილი ესწრებოდნენ. „არქი ფიტნესი“ – ასე ჰქვია სპორტულ დარბაზს, რომელიც სპეციალურად არქელებისთვის გაიხსნა. „არქი ფიტნესი“ აღჭურვილია მრავალფეროვანი, ევროპული სტანდარტის „ტექნოჯიმის“ ტრენაჟორებით, არქელებს ასევე […]
ჩინეთმა საქართველოს სახმელეთო გადაზიდვების კვოტა გაუზარდა – რა მოცულობის ნებართვებს აიღებენ ქართველი გადამზიდავები?

საქართველოდან ჩინეთის მიმართულებით, საერთაშორისო სახმელეთო სატვირთო გადაზიდვების კვოტები იზრდება. შეთანხმება საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში საქართველო – ჩინეთის პირველ შერეული კომისიის სხდომაზე შედგა, რომელსაც ქართული დელეგაციიდან სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან გამყრელიძე ესწრებოდა. როგორც სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოდან გვაცნობეს, თუ 2024 წელს ორმხრივი ტრანზიტული ნებართვებისთვის 3000 ერთეული კვოტა იყო გამოყოფილი, მომავალი წლიდან ეს კვოტა 66%-ით გაიზრდება, 150%-ით […]
ოფიციალურად – ნიკა კვეკვესკირი “ნიდერჰაზაში” გადავიდა

საქართველოს ნაკრების 32 წლის ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი უნგრეთის “ნიდერჰაზას” ფეხბურთელი გახდა. “ნიდერჰაზამ” კვეკვესკირს 1+1 სისტემის კონტრაქტი გაუფორმა. ის ახალ გუნდში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. “ვფიქრობ, გაგვიმრთლა, რომ ასეთი კარიერის მქონე ფეხბურთელი დავიმატეთ. პირველივე მოლაპარაკებისას ვიგრძენი, რომ ძალიან მოტივირებულია. ისეთი ლიგების კლუბები იწვევდნენ, სადაც ფინანსურად უფრო უზრუნველყოფილი იქნებოდა, მაგრამ თავისი კარიერის გამო მეტად პროფესიულ ასპექტებზე ფიქრობდა, […]
ევროზონის მშპ-ს ზრდის შეფასებები მეორე კვარტალში მოულოდნელად შემცირდა

ევროზონის მშპ 2024 წლის მეორე კვარტალში წინა სამ თვესთან შედარებით 0,2%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის სტატისტიკური სამსახურის (ევროსტატის) ანგარიშში, რომელმაც საბოლოო მონაცემები წარმოადგინა. წლიურ გამოხატულებაში, ევროზონის ეკონომიკა 0,6%-ით გაიზარდა. ვრცლად interfax – ზე
უნგრეთი კვლავ იმუქრება, რომ უკანონო მიგრანტებს ევროკავშირის შტაბ-ბინაში გაგზავნის

უნგრეთი კვლავ გამოვიდა მუქარით, რომ თავშესაფრის მაძიებელ პირებს ბრიუსელში გაგზავნის – საიმისოდ, რათა ევროკავშირზე ზეწოლა გააძლიეროს და ის აიძულოს გააუქმოს ბუდაპეშტისთვის მკაცრი ანტი-მიგრანტული პოლიტიკის გამო დაწესებული მაღალი ჯარიმები. სამგზავრო ავტობუსების კოლონის წინ მდგომმა ადამიანური რესურსების პარლამენტის სახელმწიფო მდივანმა, ბენც რიტვარიმ 6 სექტემბერს განაცხადა, რომ უნგრეთი “ამ უკანონო მიგრანტებს მოხალისეობრივად, უფასოდ შესთავაზებს ერთი გზის მოგზაურობას ბრიუსელში… […]
გიგი წერეთელი – სენატორ შაჰინის განცხადება მისი აქ ვიზიტის შემდეგ ნათლად მეტყველებს, რა პროცესებია ჩვენთან – დასავლეთისგან ვიღებთ კრიტიკას, შენიშვნებს და ეს ყველაფერი იმ ნაბიჯების შედეგია, რასაც ხელისუფლება ახორციელებს

სენატორ შაჰინის განცხადება მისი აქ ვიზიტის შემდეგ ნათლად მეტყველებს იმაზე, თუ რა პროცესებია ჩვენთან საქართველოში, დასავლეთისგან ვიღებთ კრიტიკას, ვიღებთ შენიშვნებს, ვიღებთ მოწოდებებს და ეს ყველაფერი არის იმ ნაბიჯების შედეგი, რასაც ხელისუფლება ახორციელებს, – ამის შესახებ „ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობა – ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგი წერეთელმა განაცხადა. მისივე თქმით, ყველა ის შენიშვნა, რასაც ვიღებთ სტრატეგიული პარტნიორებისგან, ხელისუფლების […]
ნატო ჩინეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს რუსეთის მხარდაჭერა უკრაინის წინააღმდეგ ომში

6 სექტემბერს, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ჩინეთს მოუწოდა, შეწყვიტოს უკრაინაში მიმდინარე რუსეთის აგრესიის ომის მხარდაჭერა. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ლიდერის თქმით, პეკინის დახმარება მნიშვნელოვან როლს თამაშობს ომის გაგრძელებაში. „ჩინეთი გახდა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის გადამწყვეტი ძალა“, – განუცხადა სტოლტენბერგმა ოსლოში პარასკევს, 6 სექტემბერს შეკრებილ ჟურნალისტებს. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, “ჩინეთია ის, ვინც იძლევა ბევრი იარაღის […]
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა პირველი გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) 2024 წლის კურსდამთავრებულთა პირველი გამოსაშვები საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა, კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება მიულოცა და მათ წარმატებები უსურვა. „დამსწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით ასევე წარდგნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი; […]
საქართველოს რუსეთში ღვინის 75% გააქვს, მოლდოვას – 5%

ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაცია (AAWE) წერს, რომ 2000 წელს საქართველომ და მოლდოვამ თავიანთი ღვინის ექსპორტის დაახლოებით 80% რუსეთში გაიტანეს. 2006 წელს კი ორივე სახელმწიფოს რუსეთმა ემბარგო დაუწესა. ქართულ ღვინოზე აკრძალვა 2013 წლამდე გაგრძელდა. მოლდოვის ღვინო კი რუსეთის ბაზარზე ერთი წლის შემდეგ დაუშვეს. მოლდოვისთვის მეორე აკრძალვა 2013 წელს მოხდა. შედეგად მივიღეთ, რომ 2023 წელს საქართველო ისევ […]