შაჰინის თქმით, კობახიძემ კრიტიკული NGO-ების დაფინანსების შეწყვეტა სთხოვა – პრემიერი უარყოფს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ სენატორი შაჰინი ტყუის, როცა ამბობს თითქოს შეხვედრისას სთხოვა, აშშ-ს შეეჩერებინა კრიტიკული არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება. “სამწუხაროდ, მომიწევს უხეში განცხადების გაკეთება, ასეთი რამ არ მითქვამს მე შეხვედრაზე. ეს არის ჩვეულებრივი წმინდა წყლის ტყუილი და ჩემთვის სამწუხაროა, რომ ასეთ ტყუილს კადრულობს ადამიანი, რომელიც ატარებს ამერიკის შეერთებული შტატების სენატორის ძალიან მაღალ სტატუსს. ეს არის უკიდურესად […]
კობახიძე ბუნდესტაგის წევრებს იმ დეპუტატის გამოც არ შეხვდა, რომელიც დელეგაციაში არ ყოფილა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, გერმანიის ბუნდესტაგის დელეგაციასთან მისი შეხვედრა, სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, მიზანშეწონილი არაა. როგორც კობახიძე ამბობს, ბუნდესტაგის დელეგაციასთან შეხვედრაზე უარის ერთ-ერთი მიზეზი დეპუტატი მიხაელ როთია, რომელიც დელეგაციაში საერთოდ არაა. მიხაელ როთი ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეა, რომელიც „ქართული ოცნებისადმი“ კრიტიკულადაა განწყობილი, ის იყო ერთ-ერთი პირველი პოლიტიკოსი, რომელმაც მმართველ პარტიას „ქართული კოშმარი“ უწოდა. მიმდინარე წლის […]
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6935 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6935 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6935 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6972 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0037 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9925 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9931 ლარს შეადგენდა. […]
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისის მეურნეობაში სკვერის მოწყობა მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისის მეურნეობაში სკვერის მოწყობა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, სამუშაოები „სამოქალაქო ბიუჯეტი 2024“ – ის ფარგლებში ხორციელდება და პროექტით მიხედვით სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდება. „პროექტის მიხედვით მოეწყობა კაუჩუკის მოედანი, ატრაქციონები, ბილიკები დეკორატიული ფილებით, კალათბურთის ფარები, შადრევანი, სარწყავი სისტემა, გამწვანება, გარეგანათება, მოაჯირი. სამუშაოები„სამოქალაქო ბიუჯეტი 2024“ – ის ფარგლებში […]
გიორგი ამილახვარი – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაფუძნება ბატონი ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის უპრეცედენტო ქველმოქმედებაა – ეს უნიკალური პროექტი გახლავთ ფასდაუდებელი ინვესტიცია ქართულ განათლებაში

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გიორგი ამილახვარმა კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება მიულოცა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაარსების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. „ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაარსებით საქართველოში ეპოქალური მნიშვნელობის პროექტი განხორციელდა. ეს არის უდიდესი და ყველაზე […]
“შემაშფოთებელია, რომ კეზერაშვილი სარგებლობს თავისუფალი მიმოსვლით ევროკავშირის ქვეყნებში” – კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ქუთაისში განუცხადა: „ყველამ იცის, რით არის კეზერაშვილი დაკავებული. ჯერ რით იყო დაკავებული, როცა იყო „ნაცმოძრაობის“ მაღალჩინოსანი, როცა იყო მინისტრი, ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელი. ძარცვავდა ქართულ ჯარს, ბიზნესმენებს, ახლა არის დაკავებული ევროპაში პენსიონერების ძარცვით. ამასთან დაკავშირებით უკვე არაერთი გამოძიება წარიმართა, მათ შორის, უცხოელ პარტნიორებთან ერთად და საბოლოო ჯამში, ყველაფერი დევს ხელისგულზე. ყველაზე […]
ვოლოდიმირ ზელენსკი – უნდა გვქონდეს შორ მანძილზე მოქმედების შესაძლებლობა არა მხოლოდ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, არამედ რუსეთის ტერიტორიაზეც

მოხარული ვარ, რომ აქ წარმოდგენილია აშშ, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი. ერთობლივი გამბედაობის წყალობით, ჩვენ განვახორციელეთ ძალიან მნიშვნელოვანი ოპერაციები, კერძოდ ყირიმში, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიაში, უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის, ე.წ. რამშტაინის შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, ამ ოპერაციებმა შესაძლებელი გახადა შავ ზღვაში უსაფრთხოების და უკრაინული სურსათის ექსპორტის დაბრუნება. „ახლა გვესმის, რომ შორ […]
თამარ კორძაია – კომუნიკაციების ეროვნულ კომისიის უკანასკნელი განმარტება პოლიტიკური სუბიექტების უფლებებს ეწინააღმდეგება – ეს იქნება ძალიან მძიმე შეფასების საგანი საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიის უკანასკნელი განმარტება პოლიტიკური სუბიექტების უფლებებს ეწინააღმდეგება – მივმართავთ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას – ამოვიდნენ საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული მიზნებიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება ძალიან მძიმე შეფასების საგანი საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ, – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, თამარ კორძაიამ განაცხადა. კორძაიას თქმით, ყველა ტელევიზიამ ეთერში ყველა პოლიტიკური სუბიექტის წინასაარჩევნო რეკლამა უნდა გაუშვას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს […]
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 9 სექტემბერს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ზაჰესში – კეცხოველის, წინამძღვრიშვილის, ზონკარის, თავისუფლების, გიორგი მაყაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე. კომპანიის ცნობით, სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
რუსეთში ძებნილთა სიაში შეიყვანეს უცხოეთში მცხოვრები სამხედრო ანალიტიკოსი, იან მატვეევი

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 5 სექტემბერს დაუკონკრეტებელი ბრალდების საფუძველზე ძებნილ პირთა სიაში შეიყვანა უცხოეთში მცხოვრები სამხედრო ანალიტიკოსი, იან მატვეევი. 2023 წლის მაისში მატვეევი მოხვდა იუსტიციის სამინისტროს “უცხოეთის აგენტების” სიაში, რის შემდეგაც იგი უარს აცხადებდა დაეცვა კანონით განსაზღვრული წესები და თავისი მასალები აღენიშნა წარწერით, რომ ისინი “უცხოეთის აგენტმა” მოამზადა. რუსეთის სასამართლოებმა მატვეევი ორჯერ დააჯარიმეს დაუსწრებლად, ამ […]