უკრაინელებმა სამ ოლქში Shahed-ის ტიპის 15 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 8 სექტემბრის ღამეს “ხ-59“ ტიპის ერთი მართვადი რაკეტა და Shahed-ის ტიპის 15 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მტრის ორი დრონი დაიკარგა, “ხ-59“ ტიპის სამმა რაკეტამ სასურველ სამიზნეებს ვერ მიაღწია. რუსულმა ძალებმა წუხელ უკრაინის ტერიტორიას “ხ-59“ ტიპის ოთხი რაკეტით ბელგოროდის ოლქიდან […]
ზურა ზაბახიძე – სახლთან, ქუჩაში, ორი ახალგაზრდა დამხვდა, მომმართეს სახელით და მითხრეს, რომ აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას შევშვებოდი, თორემ შედეგები არ დააყოვნებდა

სახლთან, ქუჩაში, ორი ახალგაზრდა დამხვდა, მომმართეს სახელით და მითხრეს, რომ აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას შევშვებოდი, თორემ შედეგები არ დააყოვნებდა – მინდა მივმართო „რუსულ ოცნებას“, რომ ვერ შეგვაშინებთ და ერთიანობით გავიმარჯვებთ 26 ოქტომბერს, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ზურა ზაბახიძემ განაცხადა. ზურა ზაბახიძე აცხადებს, რომ აღნიშნული პირები 30-35 წლის იქნებოდნენ, რომლებიც სახის გამოჩენას არ ერიდებოდნენ. […]
6 სექტემბერს ვენეციის 81-ე კინოფესტივალზე რუსუდან გლურჯიძის ფილმის – „ანტიკვარიატის” – პრემიერა გაიმართა

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის, ფილმის შემოქმედებითი გუნდისა და არაერთი მხარდამჭერის ძალისხმევის შედეგად ვენეციის ფესტივალმა შეცვალა თავდაპირველი გადაწყვეტილება ფილმის ჩვენებების (28 და 30 აგვისტო) გაუქმებასთან დაკავშირებით და ფილმის პრემიერა საბოლოოდ 6 სექტემბერს გაიმართა. „მიუხედავად არსებული დაბრკოლებებისა, პრემიერა სავსე დარბაზში წარიმართა. დამსწრე საზოგადოება ფილმს მხურვალე ტაშითა და დიდი ემოციით შეხვდა. რუსუდან გლურჯიძის 2024 წლის ნამუშევარი აღწერს 2006 […]
მედია პლატფორმებზე მსოფლიო კულინარიის ვარსვლავის ჯეიმი ოლივერის კულინარიული ოდისეა საქართველოში გრძელდება

პოპულარული შეფმზარეული ჯეიმი ოლივერი ონლაინ პლატფორმებზე საქართველოს გასტროტურისტული მიმართულების შესახებ მორიგ ვიდეო რგოლს ავრცელებს. ბრიტანელი შეფმზარეული Facebook-ზე, Iinstagram-სა და Tik Tok-ზე გავრცელებული ვიდეორგოლით საქართველოში კულინარიულ მოგზაურობას აღწერს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში ჯეიმი ოლივერი გავლენიანი პლატფორმებით საქართველოს პოპულარიზაციას უწევს. შეფმზარეული სოციალურ ქსელებში, პერიოდულად, ქართული კერძებისა და ღვინის შესახებ ვიდეოებს, სთორებსა და ფოტოებს ტვირთავს. […]
“ნედლეულის გაძვირების გამო, ფასების დაკორექტირება მოგვიწია” – საკონდიტრო “ფუსფუსი”

ნედლეულის გაძვირების გამო, ბოლო პერიოდში ფასების დაკორექტირება მოგვიწია, – ამის შესახებ BM.GE-ს საკონდიტრო “ფუსფუსის” დამფუძნებელმა, ნათია ყუბუსიძემ განუცხადა. მისი თქმით, საკონდიტრომ ზაფხულის კრიზისული პერიოდი გაიარა, რადგან ზაფხული თბილისში არსებული ბიზნესებისთვის რთულად გადასატანია. თუმცა, კომპანიამ განვითარება არ შეწყვიტა და ასორტიმენტში ახალი პროდუქტების დამატებაც შეძლო. „იქიდან გამომდინარე, რომ ზაფხულის პერიოდი ჩვენი ბიზნესისთვის რთული იყო, შეიძლება ითქვას, რომ […]
ვენესუელას ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა ედმუნდო გონსალესმა მისი დაკავების ორდერის გაცემის შემდეგ ქვეყანა დატოვა და ესპანეთში გაემგზავრა

ვენესუელას ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა ედმუნდო გონსალესმა ქვეყანა დატოვა მას შემდეგ, რაც ესპანეთში თავშესაფარი მოითხოვა, – ინფორმაციას ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ავრცელებს. „ედმუნდო გონსალესი, მისივე თხოვნით, ესპანეთში ესპანეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავით გაფრინდა. ესპანეთის მთავრობა ერთგულია ყველა ვენესუელელის პოლიტიკური უფლებებისა და ფიზიკური მთლიანობის მიმართ“, – განაცხადა ხოსე მანუელ ალბარესმა. ედმუნდო გონსალესს ვენესუელას ოპოზიცია და რამდენიმე უცხოური ქვეყნის […]
სომხური ეკლესია ყოვლადწმიდა ქალწულის შობას აღნიშნავს

სომხური სამოციქულო ეკლესია დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობას აღნიშნავს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. „ღვთისმშობელი ნაზარეთში დაიბადა. მარიამი ის რჩეული იყო, რომელსაც ღმერთმა თავისი სათნოების და ღირსებებისთვის ღვთის დედად ყოფნის მადლი მიანიჭა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს სომხური სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიასა და მრევლს, საქართველოს სომეხ მოქალაქეებს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღეს“, – წერია […]
კათოლიკური ეკლესია ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის შობას აღნიშნავს

8 სექტემბერს, ქართველი კათოლიკეები ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობას აღნიშნავენ. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, ღვთისმშობელი ნაზარეთში დაიბადა. „ყრმას მარიამი უწოდეს, რაც ებრაულად ქალბატონს, დედოფალს ნიშნავს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ღვთისმშობლობას ულოცავს ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციასა და მრევლს, ყველა კათოლიკეს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
“ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, გასვლითი რეგიონული ღონისძიებები სამცხე-ჯავახეთში გაგრძელდება

“ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, გასვლითი რეგიონული ღონისძიებები სამცხე-ჯავახეთში გაგრძელდება. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, დღეს, ქალაქ ახალციხეში გაიმართება შეხვედრა მოსახლეობასთან, სადაც სიტყვით გამოვლენ მმართველი პარტიის ლიდერები. ღონისძიება 18:00 საათზე დაიწყება.
ტრანზიტი და ლოგისტიკა – რა რისკია დასავლეთის დაფინანსების შეწყვეტა საქართველოს დერეფნისთვის

100 მდე შეჩერებული იფრასტრუქტურული პროექტი, 10 მილიარდ ლარამდე დაკარგული ინვესტიცია, 100 000 მდე დაკარგული სამუშაო ადგილი, – ასეთია შედეგები კვლევის, რომლითაც “საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრმა” ანტიდასავლური პოლიტიკის ეკონომიკური საფრთხეები გამოიკვლია და “კომერსანტს” ექსკლუზიურად მიაწოდა. “ჯამურად „დაკარგული“ ფინანსური მაჩვენებელი შეადგენს – 8 დან 10 მილიარდ ლარს, რომელიც ემპირიული გაანგარიშებით ქვეყნის ეკონომიკაზე წლიურად აისახება – 1.5 […]