ასეთი საქართველოს ნაკრების ხილვა სასიამოვნოა – გავა დრო და იქნებ ის ნაკლებად გაიხსენონ…

ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა იმაზე მეტად გაგვახარა, ვიდრე შეიძლება გვეფიქრა. ემოციები დადებითია, ისევ ჩვენ მიერ გატანილ გოლებს ვიხსენებთ თუ ვუყურებთ, ამავდროულად კი შეხვედრის ირგვლივ მსჯელობაც საინტერესოა… რა თქმა უნდა, დაპირისირების წინ მთავარი სწორება საქართველოსა და ჩეხეთის ევროპირველობაზე ჩატარებულ მატჩზე იყო. არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ჩეხებისთვის ბურთის დათმობა მომგებიანი ვერ იქნებოდა, რადგან ისინი ჩაწოდებებით მაშინ […]

ბიძინა ივანიშვილი – გილოცავთ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გამარჯვებას – დარწმუნებული ვარ, წინ კიდევ ბევრი გამარჯვება გველოდება

გილოცავთ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გამარჯვებას!, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც „ქართული ოცნება“ აქვეყნებს. „4:1 – ერთა ლიგაზე, ჩეხეთის ნაკრებთან მიღწეული ამ დამაჯერებელი გამარჯვებით, ჩვენმა გუნდმა კიდევ ერთხელ, უზომოდ გაგვახარა თითოეული ქართველი გულშემატკივარი! ევროპის ჩემპიონატზე შთამბეჭდავი დებიუტის შემდეგ აშკარა იყო, რომ ქართული ფეხბურთისთვის ახალი, განსაკუთრებული ეპოქა დაიწყო, რაც გუშინდელი […]

ილონ მასკი Time-ის “ხელოვნურ ინტელექტში ყველაზე გავლენიან პირთა” სიიდან ამოიღეს

Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკი, ჟურნალმა TIME ხელოვნურ ინტელექტში ყველაზე გავლენიან პირთა სიიდან ამოიღო. TIME-მა დღეს გამოაქვეყნა სია, სადაც ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები შევიდნენ. ყველა ადამიანმა, რომელიც ამ სიაში მოხვდა, დიდ წარმატებას მიაღწია და მათი სახელები არანაირად არ უნდა იყოს დისკრედიტირებული. ამ სიაში შედიან: Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორი ჯენსენ ჰუანგი; OpenAI-ს აღმასრულებელი დირექტორი სემ […]

8 სექტემბრის ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8 სექტემბერს – კვირას დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა დაბლობში +29, +34°; მთაში +26, +31°; მაღალ მთაში +22, +27°. აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან ძლიერი […]

წლის დონე წყნარ ოკეანეში სწრაფად იზრდება

უკვე 30 წელიწადია, დედამიწაზე წყლის დონე წელიწადში საშუალოდ 3.4 მმ-ით იზრდება. თუმცა, მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ახალი ანგარიშის მიხედვით, წყნარი ოკეანის არაერთ რეგიონში, წყლის დონე გაცილებით სწრაფად მატულობს. გაერომ კიდევ ერთხელ სცადა მსოფლიო ლიდერთა ყურადღება ამ პრობლემისთვის მიეპყრო.

დეა კულუმბეგაშვილის ფილმ „აპრილს“ ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი გადაეცა

7 სექტემბერს, ვენეციის 81-ე კინოფესტივალის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელზედაც ქართველი რეჟისორის, დეა კულუმბეგაშვილის, ფილმ „აპრილს“ გადაეცა ჟიურის სპეციალური პრიზი. ფილმი ქართულ-ფრანგულ-იტალიური ნამუშევარია. ქართულ მხარეს წარმოადგენს კინოკომპანია „დამოუკიდებელი კინოპროექტი“ (Independent Film Project) და პროდიუსერი არჩილ გელოვანი.

რუსეთი მეცნიერებაზე ხარჯებს მეოთხედით ამცირებს – პუტინმა გაზაფხულზე საპირისპირო დაპირება გასცა

რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის ჩანაფიქრის მიხედვით, მისი ქვეყანა პირველი კატეგორიის სამეცნიერო ძალა უნდა გამხდარიყო მსოფლიოში. თუმცა, მომდევნო ორი წლის საბიუჯეტო გეგმები სამეცნიერო კვლევებზე დანახარჯების შემცირებას ითვალისწინებს. რუსეთის ფედერაციის ფედერალური კრების მიერ დამტკიცებული საბიუჯეტო გეგმის მიხედვით, მომდევნო ორი წლის განმავლობაში მეცნიერებასა და კვლევებზე გაწეული დანახარჯები 25%-ით შემცირდება, რაც, ჟურნალ Science-ის მიხედვით, „კიდევ ერთი დარტყმაა რუსეთის სამეცნიერო […]

“კერძო ბაღებში მოთხოვნაც გაიზარდა და ფასებიც” – “მნათი”

კერძო საბავშვო ბაღების ასოციაცია “მნათის” აღმასრულებელი დირექტორის, გიგი სისვაძეს თქმით, 2024-25 სასწავლო წლისთვის კერძო ბაღებზე მოთხოვნა გაზრდილია, რასაც ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარება განაპირობებს. “მიუხედავად იმისა, რომ ტარიფები გაიზარდა, მოთხოვნა წელს მაღალია და კერძო ბაღებში უფრო გაზრდილია, ვიდრე – საჯაროში. ფაქტობრივად, თითქმის ყველა კერძო ბაღში ყველა ჯგუფი შევსებულია. ალბათ, ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, კერძო ბაღებში მიმართვიანობა უფრო […]

რუსებმა სუმი დაბომბეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები

რუსებმა გუშინ ღამით ქალაქ სუმიზე საჰაერო დარტყმა განახორციელეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას სუმის ოლქის სამხედრო-საოლქო ადმინისტრაცია ავრცელებს. „ავიაიერიშის შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი და დაშავდა ოთხი, მათ შორის ორი ბავშვი“, – აცხადებენ სუმის ოლქის სამხედრო-საოლქო ადმინისტრაციაში. მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგების აღმოსაფხვრელად ყველა საჭირო სამსახური მუშაობს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

9 სექტემბერს, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ისნის რაიონში, თეოფანე დავითაიას ქუჩა N11-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. კომპანიის ცნობით, ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს 9 სექტემბერს, დილის 10:00 საათზე დაიწყებენ და მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. „აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 9 სექტემბერს, დილის 10:00 საათიდან საღამოს 22:00 საათამდე წყალმომარაგება […]