ბელარუსის პრეზიდენტი ჩინეთში ვიზიტით იმყოფება

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო, ჩინეთის ლიდერ სი ძინ პინს შეხვდა. მიმდინარე წელს ეს ლუკაშენკოსა და სი ძინ პინის მეორე შეხვედრაა. ბელარუსის მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პუტინის ახლო მოკავშირე ლუკაშენკო ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ჩინეთის დედაქალაქში. ბელარუსი ჟურნალისტები იტყობინებიან, რომ ორი ქვეყნის ლიდერს შორის “სამუშაო ლანჩის” მიღება შედგა, რომელიც სამ საათს გაგრძელდა. ბელარუსის ეკონომიკა დასავლური სანქციების გამო […]
კახეთში, სოფელ ფშავლის მთებში, ხანძარია

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშავლის მიმდებარედ, მთაში, ხანძარია – ინფორმაცია რადიო თავისუფლებას დაუდასტურა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. უწყების პრესსამსახურში ამბობენ, რომ იწვის ტყის ქვედა საფარი. „ხანძარი რა ფართობზეა გავრცელებული, ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე იმყოფებიან მეხანძრე-მაშველები და მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის სამუშაოები“, – განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. ცეცხლი სოფელ ფშავლის მთაში რამდენიმე საათის წინ გაჩნდა, თუმცა ადგილობრივებმა კვამლი […]
“ფორმაში ვარ და ძირითადში თამაშს ვიმსახურებ” – ზივზივაძემ მწვრთნელს შეტყობინება გაუგზავნა

“ნიურნბერგთან” მოგებულ მატჩში (4:1) “კარლსრუეს” თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე შეცვლაზე შევიდა და დუბლი შეასრულა, შემდეგ კი განაცხადა, რომ აღარ სურს იყოს ჯოკერი, თამაშის სასტარტოდან დაწყება უნდა. მწვრთნელმა კრისტიან აიხნერმა ქართველი არც გუშინ დააყენა “ჰანზასთან” ძირითად შემადგენლობაში, შეცვლაზე შეუშვა, მან ისევ გაიტანა და თავის გუნდს ქულა მოუპოვა – 2.2. ka-news.de აღნიშნავს, რომ აიხნერმა ცვლილებებით თამაშში გარდატეხა მოახდინა, […]
“ჩვენ მივიღეთ ახალი საჰაერო თავდაცვის სისტემები” | ზელენსკი

“ჩვენს პარტნიორებთან მნიშვნელოვანი თავდაცვის ხელშეკრულებების დადება გრძელდება. ჩვენ მივიღეთ როგორც კრიტიკული, ასევე ახალი საჰაერო თავდაცვის სისტემები. მადლობას ვუხდი ჩვენს მეგობრებს. ჩვენს ძალისხმევას შიდა თავდაცვის წარმოების გასაზრდელად ნაყოფი გამოაქვს. ჩვენ პირველად მივედით თვეში ექვსი Bohdana საარტილერიო სისტემის დონემდე. და ჩვენ უკვე ვხედავთ შესაძლებლობების შემდგომი გაზრდის გზებს. ჩვენი მარცვლეულის დერეფანი აგრძელებს მუშაობას და მიაღწია 7 მილიონ ტონას. […]
არსებული ინფორმაციით, ფარცხალაძე თბილისში მოსკოვიდან ჩამოფრინდა | მის სახლთან უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია – ახალი დეტალები

არსებული ინფორმაციით, ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე საქართველოში მოსკოვიდან ჩამოფრინდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მისი გამოსვლის დრო ავიაკომპანია “აზიმუტის” დაფრენის დროს [16:00] ემთხვევა, რის შემდეგაც ფარცხალაძემ აეროპორტი დაახლოებით 30 წუთში დატოვა. უცნობია, რა მიმართულებით წავიდა სანქცირებული ყოფილი მთავარი პროკურორი აეროპორტიდან. თუმცა, მის სახლთან უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია, ადგილზე მობილიზებულია დაცვა და ჟურნალისტებს ტერიტორიაზე გადაადგილება შეზღუდული აქვთ. ფარცხალაძე […]
“იმედი მაქვს, საქართველოში ყველა ძალა იმუშავებს ერთად… ევროინტეგრაცია ხანგრძლივ ერთიანობას მოითხოვს” | საფრანგეთის ელჩი

“იმედი მაქვს, რომ საქართველოში ყველა ძალა იმუშავებს ერთად… ევროინტეგრაცია ხანგრძლივ ერთიანობას მოითხოვს”, – ამის შესახებ საფრანგეთის ელჩი საქართველოში, შერაზ გასრი საუბრობს. როგორც საქართველოში ყველამ იცის, ევროკავშირმა კარი გახსნა საქართველოსთვის, რომ ამ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. მე იმედს გამოვთქვამ, რომ საქართველო, რომელიც ევროპული ოჯახის წევრია, საბოლოოდ გადადგამს ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს. ამიტომ, იმედი მაქვს, რომ საქართველოში ყველა […]
ნაფარეულის ტყეში ხანძარია

თელავის მუნიციპალიტეტში ხანძარია – სოფელ ნაფარეულში ტყის საფარს ცეცხლი გაუჩნდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ტერიტორიზე კვამლი რამდენიმე საათის წინ შენიშნეს. როგორც ცნობილია, ცეცხლი ფოთოვან ხეებს გაუჩნდა. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და მეხანძრე-მაშველები მუშაობენ. ამ დროისთვის ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ავტორი: ია გულიაშვილი
სახალხო დამცველი ოფიციალური ვიზიტით კიევში ჩავა

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ოფიციალური ვიზიტით უკრაინასა და პოლონეთს ეწვევა. ომბუდსმენის აპარატის ცნობით, ლევან იოსელიანი 7-8 დეკემბერს კიევში უკრაინის საპარლამენტო ომბუდსმენ დმიტრო ლუბინეცს შეხვდება, ასევე, მონაწილეობას მიიღებს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მაღალი დონის კონფერენციაში, რომელზეც უკრაინასა და ევროპაში მიმდინარე მოვლენებს, უკრაინა-რუსეთის ომის შედეგების აღმოსაფხვრელად გასატარებელ ღონისძიებებსა და ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრებენ. კონფერენცია ადამიანის უფლებათა […]
რეჯეფ თაიფ ერდოღანი – ნეთანიაჰუს, როგორც ღაზას ჯალათს, აუცილებლად გაასამართლებენ

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ომის დანაშაულისთვის უნდა გასამართლდეს. „ნეთანიაჰუ, ღაზას ჯალათი, არა მხოლოდ ომის დამნაშავეა, არამედ მას, როგორც ღაზას ჯალათს აუცილებლად გაასამართლებენ, ისევე, როგორც მილოშევიჩი გაასამართლეს“, – განაცხადა ერდოღანმა. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაერო გააკრიტიკა და უშიშროების საბჭოს წევრი სახელმწიფოები ძალადობის შეწყვეტის მცდელობების დაბლოკვაში დაადანაშაულა. „ერთი მხრივ, არის 121 ქვეყანა, […]
ლევან დავითაშვილი – პირველად, ბევრი წლის შემდეგ, მივიღეთ ენერგეტიკული ობიექტები ექსპლუატაციაში – ქვეყანას დამატებითი სიმძლავრეები შეემატება

პირველად, ბევრი წლის შემდეგ მივიღეთ ენერგეტიკული ობიექტები ექსპლუატაციაში, გეგმაშია ასევე არაერთი პროექტის მიღება და შედეგად, ქვეყანას დამატებითი სიმძლავრეები შეემატება. მომავალი წელი კიდევ უფრო აქტიური უნდა იყოს – ტენდენცია და ტრენდი მნიშვნელოვნად არის შეცვლილი, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. ვიცე-პრემიერის განცხადებით, ზოგადად, ენერგეტიკულ პროექტზე გადაწყვეტილების მისაღებად ორი […]