თელავის მუნიციპალიტეტში ხანძარია

თელავის მუნიციპალიტეტში ხანძარია. ცეცხლი სოფელ ნაფარეულის მიმდებარედ ტყის ქვედა საფარს უკიდია. ადგილობრივების თქმით, კვამლი რამდენიმე საათის წინ შენიშნეს და შესაბამის სამსახურებს შეატყობინეს. რამ გამოიწვია აალება და რა ფართობზეა გავრცელებული ცეცხლი, ჯერჯერობით უცნობია. შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამსახურების მობილიზება ხდება.

[VIDEO] ოთარ ფარცხალაძე თბილისშია

ოთარ ფარცხალაძე თბილისშია. ჟურნალისტებმა აშშ-ის მიერ სანქცირებული ყოფილი გენერალური პროკურორი აეროპორტის ტერიტორიაზე დააფიქსირეს. ფარცხალაძეს იქ დაცვის 2 მანქანა ელოდებოდა, რომლებმაც ფარცხალაძე თბილისში წამოიყვანეს. ჯერჯერობით უცნობია რომელიმე ქვეყნიდან ჩამოფრინდა ის, თუ სადმე აპირებდა გამგზავრებას და რეისი გადაიდო. ფარცხალაძემ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა. შეგახსენებთ, 17 ოქტომბერს სალომე ზურაბიშვილმა ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტა. მას რუსეთის მოქალაქეობა აქვს. […]

“საბურთალო” აჭარაზე გავრცელებული ვიდეორგოლის გამო ბოდიშს იხდის

საფეხბურთო კლუბი “საბურთალო” აჭარაზე გავრცელებული ვიდეორგოლის გამო ბოდიშს იხდის. როგორც მათ განცხადებაშია საუბარი, საქართველოს თასის ფინალამდე გავრცელებულ ვიდეომიმართვას საზოგადოებაში არაერთგვაროვანი განცხადება მოჰყვა, რის გამოც განმარტების გაკეთების საჭიროებას ხედავენ. ამბობენ, რომ ვიდეოს ერთადერთი მიზანი გულშემატკივრის წახალისება იყო და ის მხოლოდ სპორტულ ინტერესს ემსახურებოდა. „ჩვენი მხრიდან, ბოდიშს ვუხდით ყველა იმ გულშემატკივარს, ვისთვისაც ვიდეო მიმართვა ემოციური და სენსიტიური […]

„ინფორმაცია, რომ თურმე ჯარში შედის უხარისხო კვება, არის აბსოლუტურად აცდენილი რეალობას“ – ჯუანშერ ბურჭულაძე

„ინფორმაცია, რომ თურმე ჯარში შედის უხარისხო კვება, არის აბსოლუტურად აცდენილი რეალობას და არის ჯარის დისკრედიტაციის მცდელობა“, – აღნიშნულის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. თავდაცვის მინისტრმა ისაუბრა ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ თავდაცვის უწყების წინააღმდეგ მომზადებულ რეპორტაჟზე და აღნიშნა, რომ ასეთი მადისკრედიტებელი მასალები ჯარის წინააღმდეგ არასდროს დარჩება რეაგირების გარეშე. მისი […]

„მობრძანდით, ნახეთ ნებისმიერი ტანსაცმელი, თუ ჩამოუვარდება რომელიმე ბრენდის ხარისხს“ – ჯუანშერ ბურჭულაძე

თავდაცვის მინისტრმა „ტვ პირველის“ ეთერში გასულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ქართულ ჯარს უხარისხო ფორმები მიეწოდება, რადიკალური სიცრუე უწოდა. ჯუანშერ ბურჭულაძემ მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ უპასუხა. „გამახვილებული იყო ყურადღება ჩვენი სანივთე ქონების ხარისხზეც, რაც ასევე რადიკალური სიცრუეა. ჩვენ პანდემიის პერიოდმა დაგვანახა, რომ აუცილებელია, სახელმწიფოს საწარმო ჰქონდეს. კორონას პერიოდში ძალიან გაგვიჭირდა, ბევრი თურქული საწარმო დაიხურა, […]

„ვგეგმავთ, რომ ქართული პროდუქტით სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნებშიც შევიდეთ“ – „აგრითაჩი“

დღეიდან ქართული პროდუქტები დოჰას LuLu Hypermarket-ის ყველა ქსელში გაიყიდება. ამის შესახებ ინფორმაციას „აგრითაჩისა“ და Blueberry Farm-ის დამფუძნებელი, ლურჯი მოცვის ასოციაციის პრეზიდენტმა ეკატერინე ვეფხვაძემ გაავრცელა. მისივე ცნობით ქართული ჩაი, თაფლი, წყალი, ნიგოზი, წვენები, ჯემები, მურაბები, საწებლები და ტყემლები საუკეთესო ბრენდების გვერდით იქნება წარმოდგენილი, ამის კონსოლიდატორი და ექსპორტიორი კი, „აგრითაჩია“. „კომერსანტი“ დამატებით ინფორმაციისთვის „აგრითაჩში“ ექსპორტის მიმართულებით პროექტის […]

ბულგარეთის პრეზიდენტმა დაბლოკა უკრაინისთვის 100 ჯავშანტრანსპორტიორის მიწოდება

ბულგარეთის პრეზიდენტმა რუმენ რადევმა ვეტო დაადო უკრაინისთვის ჯავშანტექნიკის ადრე დამტკიცებულ მიწოდებას. ამის შესახებ ბულგარეთის პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება რადიო თავისუფლების ბულგარული სამსახური. 22 ნოემბერს ქვეყნის პარლამენტმა მოახდინა რატიფიცირება სამთავრობო შეთანხმებისა, რომელიც უკრაინისთვის 100 ბულგარული ჯავშანტრანსპორტიორის უსასყიდლო მიწოდებას ითვალისწინებს. დოკუმენტს აგვისტოში ხელი ბულგარეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ და უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ მოაწერეს. საპარლამენტო ფრაქციების უმრავლესობამ ხმა მისცა […]

ვინმეს თუ სურს, დაეხმაროს ქართველ ხალხს და მის მიერ არჩეულ ხელისუფლებას რეკომენდაციების შესრულებაში, ყველასთვის კარი ღიაა – შალვა პაპუაშვილი

ევროპელი ლიდერები საბოლოო გადაწყვეტილებას 10 დღეში გამოაცხადებენ. სანამ ბრიუსელი საქართველოს კანდიდატის სტატუსს გაუფორმებს, თბილისში დისკუსიის საგანი ისევ ის არის, თუ ვინ შეუერთდება 9 დათქმის შესრულების პროცესს. ოპოზიციის ნაწილი მზად არის ევროკომისიის მორიგი რეკომენდაციების შესრულების პროცესში აქტიურად ჩაერთოს, ნაწილი კი სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობის წინაპირობად, მათი ინიციატივების განხილვას ასახელებს. დოკუმენტში, რომელიც რეფორმების თანამიმდევრობას განსაზღვრავს, გაწერილია ვადები და […]

ალბანეთის პარლამენტში ოპოზიციონერმა დეპუტატმა პლენარული სესიის დროს ფერადი კვამლი გაუშვა და ფურცლები დაწვა

ალბანეთის პარლამენტში ოპოზიციონერმა დეპუტატმა პლენარული სესიის დროს ფერადი კვამლი გაუშვა და ფურცლები დაწვა. ოპოზიციური “დემოკრატიული პარტიის” წევრი, ფლამურ ნოკა მთავრობას ოპოზიციის გაჩუმების მცდელობაში სდებს ბრალს. გასულ თვეში პროკურატურამ “დემოკრატიული პარტიის” ლიდერს, ყოფილ პრემიერ-მინისტრს სალი ბერიშას და მის სიძეს კორუფციისთვის წაუყენა ბრალი. პროკურატურა მას პრემიერობის დროს მიწის ნაკვეთის პრივატიზების პროცესში გავლენის გამოყენებაში ადანაშაულებს. ბერიშა ალბანეთის მოქმედ […]

რისთვის ჩამოვიდა ოთარ ფარცხალაძე თბილისში?

ოთარ ფარცხალაძე თბილისშია. ჟურნალისტებმა აშშ-ის მიერ სანქცირებული ყოფილი გენერალური პროკურორი აეროპორტის ტერიტორიაზე დააფიქსირეს. ფარცხალაძეს იქ დაცვის 2 მანქანა ელოდებოდა, რომლებმაც ფარცხალაძე თბილისში წამოიყვანეს. ფარცხალაძემ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა. “ტვ პირველის” ინფორმაციით, ყოფილი პროკურორი თბილისში საიდუმლო მოლაპარაკებებისთვის ჩამოვიდა და ქვეყანას დღეს ტოვებს. ყოფილი მთავარი პროკურორი, საქართველოში რუსული “აზიმუტით” ჩამოფრინდა.