პარლამენტი პარტიებისთვის შემოწირულობების შეზღუდვას დაჩქარებული წესით განიხილავს

პარლამენტი იურიდიული პირების მიერ პარტიებისთვის შემოწირულობების შეზღუდვასთან დაკავშირებით მმართველი პარტიის საკანონმდებლო ინიციატივას დაჩქარებული წესით განიხილავს. მოქალაქეთა გაერთიანებების შესახებ კანონში ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვაზე გადაწყვეტილება პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, იურიდიულ პირებს პოლიტიკური პარტიებისთვის შემოწირულობის გაცემა აეკრძალება. გარდა ამისა, პარტიის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს წინა წლის […]

ვენესუელაში გამართულ რეფერენდუმზე მოსახლეობამ გაიანას რეგიონის, ესეკიბოს მიერთებას მხარი დაუჭირა

ვენესუელაში გამართულ რეფერენდუმზე მოსახლეობამ გაიანას რეგიონის, ესეკიბოს მიერთებას მხარი დაუჭირა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო AFP-ი ავრცელებს. „ვენესუელელმა ხალხმა საკუთარი აზრი ხმამაღლა და გარკვევით დააფიქსირა“, – განაცხადა ვენესუელის პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ. ვენესუელის მთავრობის ცნობით, ქვეყანაში ჩატარებულ რეფერენდუმზე ხმა დაახლოებით 10,5 მილიონმა ვენესუელელმა მისცა, რომელთაგან 95%-მა ვენესუელის შემადგენლობაში ახალი შტატის, ესეკიბოს შექმნას დაუჭირა მხარი. გაიანას პრეზიდენტი, […]

გიგა ბოკერია – ნებისმიერი პროექტი, რომელიც ეკონომიკურად რუსეთზე მეტად უფრო დამოკიდებულს გვხდის, ეროვნული ინტერესების წინააღმდეგაა მიმართული

ნებისმიერი პროექტი, რომელიც ეკონომიკურად რუსეთზე მეტად უფრო დამოკიდებულს გვხდის, ეროვნული ინტერესების წინააღმდეგაა მიმართული, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რითაც ინგუშეთში რუსულ-ქართული ბიზნესსაბჭოს სხდომის ჩატარების შესახებ ინფორმაციას ეხმაურება. მისი თქმით, რუსეთთან ნებისმიერი სახის „დაახლოება” მისი აგრესიის პირისპირ დაუცველებს გვტოვებს. „ნებისმიერი პროექტი, ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც საქართველოს უფრო მეტად დამოკიდებულს გახდის რუსეთზე ეკონომიკურად, განსაკუთრებით […]

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილი რამდენიმე დოკუმენტი განიხილა. ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი კაკაურიძის განმარტებით, საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს შორის საკრედიტო რესურსის ჩარჩო შეთანხმება ითვალისწინებს საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მიერ სქართველოსთვის 70 მლნ ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას საქართველოში სარწყავი სოფლის მეურნეობის […]

მაია ბითაძე ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილე ნინო თანდილაშვილთან ერთად ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს გარემოსდაცვითი განათლების მიმართულებით არსებული გამოწვევებისა და დარგის კვალიფიციური სპეციალისტების გადამზადების საკითხებზე. ბიზნესის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ სექტორი განიცდის კონკრეტული გარემოსდაცვითი მართვის მექანიზმის […]

სუნაკი: კაცი არის კაცი და ქალი არის ქალი, ეს უბრალოდ საღი აზრია

“კაცი არის კაცი და ქალი არის ქალი, ეს უბრალოდ საღი აზტია” – წერს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, რიში სუნაკი Facebook-ის საკუთარ გვერდზე. ასე ეხმაურება რიში სუნაკი დასავლეთში მიმდინარე დისკუსიას, არის თუ არა ბიოლოგიური სქესი ორზე მეტი და შესაძლებელია თუ არა მისი ცვლილება. ამ და დისკუსიის სხვა კითხვებზე პასუხი წარმოქმნის პრაქტიკულ შედეგებს, მათ შორის, ტრანსგენდერი პირების ქალთა […]

ბოდიშს ვუხდით ყველას, ვისთვისაც ვიდეო სენსიტიური აღმოჩნდა – კლუბ საბურთალოს განცხადება

საფეხბურთო კლუბი საბურთალო ბოდიშს იხდის გავრცელებული ვიდეოს გამო და წერს, რომ დინამოს ბათუმთან წლებია გრძელდება საქმიანი თანამაშრომლობა და მეგობრობა. “რადგან ფინალამდე გავრცელებულ ვიდეო მიმართვას, საზოგადოებაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა, საჭიროდ ვთვლით, გავაკეთოთ მცირე განმარტება. პირველ რიგში, ვიდეორგოლის ერთადერთი მიზანი ჩვენი გულშემატკივრობის წახალისება იყო და ემსახურებოდა მხოლოდ სპორტულ ინტერესს. ჩვენი მხრიდან, ბოდიშს ვუხდით ყველა იმ გულშემატკივარს, ვისთვისაც […]

ბოკერია: პროექტი, რომელიც რუსეთზე დამოკიდებულებას გაზრდის, ეწინააღმდეგება ჩვენ ინტერესებს

ნებისმიერი პროექტი, ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც საქართველოს უფრო მეტად დამოკიდებულს გახდის რუსეთზე ეკონომიკურად, განსაკუთრებით დღეს, როცა დასავლეთი დაგვიანებით მაგრამ ცდილობს პუტინის რუსეთის იზოლაციას, არის პირდაპირ მიმართული ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. იმიტომ, რომ ჩვენ მოგვათავსებს ამ დაპირისპირების, თავისუფალ სამყაროსა და რუსეთსა და ტირანიებს შორის, მეორე მხარეს. ანუ მარტოებს დაგვტოვებს რუსეთისა და ტირანიების პირისპირ და ეს არის პირდაპირი […]

უკრაინასთან ომში რუსეთმა კიდევ ერთი გენერალი დაკარგა

რუსეთთმა უკრაინაში წარმოებულ ომში კიდევ ერთი მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურე დაკარგა. ინფორმაციას ამის შესახებ კრემლი ადასტურებს. დაღუპულია გენერალ-მაიორი ვლადიმირ ზავადსკი, რომელიც რუსეთის სატანკო დივიზიის მე-14 არმიის მეთაურის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ზავადსკის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია, ვორონეჟის ოლქის გუბერნატორმა გაავრცელა. ალექსანდრე გუსაევმა თქვა, რომ გენერალ-მაიორი ბრძოლის ველზე დაიღუპა, თუმცა დამატებითი დეტალების და გარემოების შესახებ არ უსაუბრია. გამოცემა […]

თეთრ სახლს უკრაინის დასახმარებლად თანხები ეწურება

4 დეკემბერს, თეთრი სახლის ბიუჯეტის დირექტორმა შალანდა იანგმა წერილობითი შეტყობინება გაუგზავნა წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, მაიკ ჯონსონს. წერილში, კონგრესის სხვა რესპუბლიკელ ლიდერებთან ერთად, თეთრი სახლი აფრთხილებს კანონმდებლებს, რომ შეერთებულ შტატებს დრო და ფული ეწურება, რათა დაეხმაროს უკრაინას რუსეთის თავდასხმასთან გამკლავებაში. ოქტომბერში, დემოკრატი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ კონგრესს თითქმის 106 მილიარდი დოლარის ოდენობის ბიუჯეტის დამტკიცება სთხოვა. აღნიშნული […]