Spiegel – გერმანია მეზობელ სახელმწიფოებთან სასაზღვრო კონტროლს 15 დეკემბრამდე გააგრძელებს

გერმანია მეზობელ სახელმწიფოებთან სასაზღვრო კონტროლს 15 დეკემბრამდე გააგრძელებს, – ამის შესახებ ინფორმაციას Spiegel-ი ავრცელებს.
Spiegel-ის ცნობით, მას შემდეგ, რაც პოლონეთთან, ჩეხეთთან და შვეიცარიასთან საზღვარზე კონტროლი ძალაში შევიდა, პოლონეთიდან გერმანიაში არალეგალურად შესვლის 3,300 შემთხვევა დაფიქსირდა და 1,100-ზე მეტის აღკვეთა მოხერხდა.
გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ სასაზღვრო კონტროლი სამინისტროს არალეგალური მიგრაციის მრავალი შემთხვევის იდენტიფიცირებაში დაეხმარა და აღნიშნული ღონისძიების გაგრძელების რეალური მიზეზები არსებობს.
შეგახსენებთ, რომ გერმანიამ მეზობელ სახელმწიფოებთან საზღვრებზე კონტროლი 16 ოქტომბერს დააწესა.

ასევე დაგაინტერესებთ

კონსტანტინე ნაცვლიშვილი: საქართველოდან ნაძარცვი ხელოვნების ნიმუშები დღეს ინახება რუსეთის მუზეუმებსა და საცავებში. ძარცვა გაგრძელდა და დღეს უკვე აფხაზეთიდან ხდება უკანონო არქეოლოგიური გათხრებიდან მოპოვებული არტეფაქტების უკანონო გატანა