პუტინი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებსა და საუდის არაბეთში ჩავა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მიმდინარე კვირაში არაბეთის გაერთიანებულ საამიროებსა და საუდის არაბეთში ჩავა. პუტინის თანაშემწის, იური უშაკოვის თქმით, ეს “იქნება “სამუშაო ვიზიტი”, რომელიც მოლაპარაკებებს გულისხმობს, პირველ რიგში, საუდის არაბეთის მეფისნაცვალთან”. ცნობილია, რომ მანამდე პუტინი ემირატებში გაფრინდება, სადაც ასევე იქნება “სამუშაო ვიზიტი”.

ისრაელი ღაზაში სამხედრო მოქმედებებს აფართოებს

4 დეკემბერს ისრაელმა ღაზაში მოსახლეობას სამხრეთში მდებარე მთავარი ქალაქის ტერიტორიის დატოვება. ისრაელის ძალებმა ქალაქ ხან იუნისის ზოგიერთ მონაკვეთზე საჰაერო იერიშები მიიტანეს. მოსახლეობამ დაცულ ზონად გამოყოფილ ადგილებს მიაშურა, თუმცა პალესტინური მხარე იუწყება, რომ ისრაელმა ამ ადგილებზეც მიიტანა შეტევა. ისრაელის სამხედროებმა ორშაბათს დილით X-ზე გამოაქვეყნეს რუკა, სადაც ქალაქ ხან იუნისის, დაახლოებით, მეოთხედი მონიშნულია ყვითლად, როგორც ტერიტორია, რომლის […]

ბრიტანეთი, ფინეთი და ესტონეთი წყალქვეშა ინფრასტრუქტურის უკეთ დასაცავად წვრთნებს გადიან

ბრიტანეთის, ფინეთისა და ესტონეთის საზღვაო ძალები წყალქვეშა ინფრასტრუქტურის დაცვაში ვარჯიშობენ. ორშაბათს წვრთნები ბალტიის ზღვაში ფინეთის საზღვრის დაცვის ძალებთან ერთად მიმდინარეობდა. ოქტომბრის დასაწყისში წყალქვეშა მილსადენი, რომელიც ესტონეთსა და ფინეთს აკავშირებს, სამ სხვა სატელეკომუნიკაციო კაბელთან ერთად დაზიანდა. ორივე ქვეყანა ვარაუდობს, რომ მილსადენისა და კაბელების დაზიანება ერთმანეთთანაა დაკავშირებული. ინციდენტი კი საბოლოოდ ჰონგ-კონგის დროშით მცურავ სატვირთო გემს უკავშირდება, რომელმაც […]

ჩინეთი ამერიკას ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაში ადანაშაულებს, აშშ ბრალდებას აბსურდულს უწოდებს

პეკინი ვაშინგტონს აკრიტიკებს და ამბობს, რომ ამერიკული სამხედრო გემი, ჩინეთის ტერიტორიულ წყლებში „არალეგალურად“ შევიდა. ჩინეთის თავდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ ამ ნაბიჯით ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩინეთის ტერიტორიული მთლიანობა დაარღვია და „სერიოზულად შეარყია რეგიონალური მშვიდობა და სტაბილურობა“. ბრალდებებს ვაშინგტონში აბსურდულს უწოდებენ. ამერიკის საზღვაო ძალების ინფორმაციით, სამხედრო გემი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში რუტინულ ოპერაციებს ასრულებდა საერთაშორისო წყლებში, საერთაშორისო სამართლის […]

რუსეთი ავდიივკასთვის ბრძოლას აგრძელებს

სამხედრო ოფიციალური პირები აღმოსავლეთ უკრაინაში აცხადებენ, რომ რუსულმა ძალებმა გააფართოვეს თავდასხმა დონეცკის ოლქის ქალაქ ავდიივკას წინააღმდეგ, რათა „ნებისმიერი ფასად“ მისი დაიპყრობა შეძლონ. ავდიივკას სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ვიტალი ბარაბაშის თქმით, უკრაინული ძალები კვირების განმავლობაში მძიმე ბრძოლებში იყვნენ ჩართული. ისინი ცდილობენ შეაჩერონ რუსეთის წინსვლა ინდუსტრიულ ქალაქზე. „მტრის თავდასხმების ამჟამინდელი მესამე ტალღა განსხვავდება წინა ორისგან იმით, რომ მათ […]

არა – ომით გადაღლას და კი – დახმარების გაგრძელებას – პარტნიორები უკრაინას მხარდაჭეერას ჰპირდებიან

ევროპის წამყვანი დიპლომატები ბრიუსელში შეიკრიბნენ;ამერიკელი კანონმდებლები “ჰამასის” ტყვეობაში დარჩენილთა ოჯახის წევრებს შეხვდნენ და დაჯგუფების ქმედებები რეზოლუციით დაგმეს; ხერსონელი თინეიჯერის შინ დაბრუნების ამბავი,რომელიც რუსულმა ძალებმა მშობლებს დააშორეს და ოკუპირებულ ყირიმში იძულებით გადაასახლეს

“რუსთავის 2-ის” პროექტ “ნიჭიერიდან”, ამერიკული “ვოისის” ტოპ თორმეტეულში – ნინი ბრეგვაძემ უძლიერესი კონკურენტები ჩამოიშორა და ახლა ყველაზე მეტად მაყურებლის მხარდაჭერა სჭირდება

“რუსთავის 2-ის” პროექტ “ნიჭიერიდან” ამერიკული ვოისის ტოპ თორმეტეულში. ნინი ბრეგვაძე, იგივე ნინი აირისი, რომელმაც ჟიური რამდენჯერმე დაადუმა და უძლიერესი კონკურენტები ჩამოიშორა. ქართველ მომღერალს ახლა ყველაზე მეტად სჭირდება მაყურებლის მხარდაჭერა. ამერიკულ ვოისში ისმოდეს ხმა საქართველოდან მარტივი არ არის. ნინი ბრეგვაძე, იგივე ნინი აირისი – პროექტის ტოპ 12 – ეულშია. დღეიდან ამერიკულ “ვოისში” ლაივ შოუები იწყება, სადაც […]

,, ეგ არის გულის რევის შეგრძნებას რომ იწვევს…” – რას წერს მეგი გოცირიძე

სააკაშვილის მხარდამჭერი მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს: ,,მიშას წინააღმდეგ, რომ დაირაზმნენ ევსაქები და გროშებად შეისყიდეს აქტივისტები, ვინც მათ გაჰყვა, ახლა კედლიდან-კედელზე რომ დაწანწალებენ და მელიას გმობენ მიშას გამო, ეგ არის გულის რევის შეგრძნებას რომ იწვევს, თორემ მიშა რასაც იმსახურებდა მისი პარტიის მხრიდან, ის ვერც მელიამ რომ ვერ აწია და ვერც ხაბემ, ეს ცხადზე-ცხადია! P.S. მიშაზე […]

რუსულ-ქართული ბიზნესსაბჭოს სხდომა ინგუშეთში | სავარაუდო ფარული მოლაპარაკებები ახალი სატრანსპორტო მაგისტრალის მშენებლობაზე

მართავს თუ არა ფარულ მოლაპარაკებებს ოფიციალური თბილისი რუსეთიდან ახალი სატრანსპორტო მაგისტრალის მშენებლობაზე? რუსული მედიის ინფორმაციით, ქართულ-რუსული მხარეები ალტერნატიული სახმელეთო დერეფნის მშენებლობაზე აქტიურად მსჯელობენ. ირკვევა, რომ ოკუპანტ ქვეყანასთან დამაკავშირებელი სახმელეთო გზის მშენებლობაზე საუბარი რამდენიმე დღის წინ ინგუშეთში ქართულ-რუსული ბიზნეს-საბჭოს სხდომის ფორმატში შედგა. ქართულ მხარეს ამ აუდიენციაზე რუსეთში ქართული დიასოპრის ხელმძღვანელი დავით ცეცხლაძე წარმოადგენდა, რომელიც მსგავს ფორუმებში […]

ძველი წევრები ახალი მენეჯმენტის წინააღმდეგ | ენმ-ში დაძაბულობა გრძელდება

რღვევა “ნაციონალურ მოძრაობაში”. პარტიას ძველი წევრები ტოვებენ. მიზეზი არაფორმალური მმართველობაა. უკვე ყოფილი ნაციონალები ამტკიცებენ, რომ პარტია არაფორმალურად, ივანიშვილის მეთოდებით იმართება. ამტკიცებენ იმასაც, რომ შიდაპარტიულმა არჩევნებმა ერთობის ნაცვლად კრიზისი მოიტანა და გამოსავალს პარტიიდან გასვლაში ხედავენ. ეს განაცხადი ბათუმის ორგანიზაციის წევრებმა უკვეე გააკეთეს. ახლა საინტერესო ისაა, ვინ იქნება შემდეგი და როდის გაგრძლელდება გადინება. პარტიის ახალ მენეჯმენტს ყოფილ […]