უკრაინაში ომი გრძელდება – ღამით საჰაერო განგაშის ხმა ისმოდა რამდენიმე ოლქში

უკრაინაში ომი გრძელდება – ღამით საჰაერო განგაშის ხმა ისმოდა რამდენიმე ოლქში. კიევის პოდოლსკის რაიონში, კერძო სახლის ეზოში, ყუმბარის აფეთქების შედეგად, დაიღუპა მამაკაცი. გავრცელდა ინფორმაცია ხმელნიცკის რეგიონში საზენიტო თავდაცვის მუშაობის შესახებ. უკრაინელმა მებრძოლებმა 23-დან 18 დრონი ჩამოაგდეს, ასევე გაანადგურეს ერთი მართვადი საჰაერო რაკეტა. უპილოტო საფრენი აპარატები ხარკოვის ოლქში გამოჩნდა. რუსეთის თავდასხმებს მოჰყვა მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში, არიან […]
სერია A-ს წლის საუკეთესო გოლის ავტორი ხვიჩა კვარაცხელია გახდა

სერია A-ს წლის საუკეთესო გოლის ავტორი ხვიჩა კვარაცხელიაა. ქართველ ფეხბურთელს პრიზი მილანში გრან გალა დე კალციოს დაჯილდოებაზე გადაეცა. საქართველოს ნაკრებისa და ნაპოლის შემტევს აღიარება ამჯერად მიმდინარე წლის 11 მარტს, ატლანტას კარში გატანილმა გოლმა მოუტანა. ჯილდო ქართველ ფეხბურთელს ვეტერანმა იტალიელმა და ნაპოლის ყოფილმა ფეხბურთელმა კუალი არელამ გადასცა. ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ს სეზონის საუკეთესო თერთმეტეულშიც მოხვდა.
თბილისის სამხატვრო აკადემიაში მხატვარ ლევან კორძაიასადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართა

თბილისის სამხატვრო აკადემიაში მხატვარ ლევან კორძაიასადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართა. ადგილზე წარმოდგენილი იყო მხატვრის 50-მდე ფერწერული ნამუშევარი. ეს მხატვრის ხსოვნისადმი მიძღვნილი რიგით მეხუთე გამოფენაა. ლევან კორძაია სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების პედაგოგი და საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი იყო.
“ქართული ოცნების” ქალთა ორგანიზაცია ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში ჩაერთო

პარტია ”ქართული ოცნების” ქალთა ორგანიზაცია ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში ჩაერთო – მიზანი გენდერული ნიშნით ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა. ქვეყანაში არსებული თავდაცვისა და პრევენციის მექანიზმების გაცნობის მიზნით, საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები ყველა მუნიციპალიტეტში იმართება. „მედიათეკაში“ გამართულ ღონისძიებას „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის ქვემო ქართლის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარემ, რუსთავის მერმა, ქალთა ორგანიზაციის რუსთავის საბჭოს წევრებთან ერთად უმასპინძლა.
ნეპალი რუსეთს მოუწოდებს, რომ მისი მოქალაქეები სამხედრო სამსახურში არ მიიღოს

ნეპალი რუსეთს მოუწოდებს, რომ მისი მოქალაქეები სამხედრო სამსახურში არ მიიღოს. ამის შესახებ ინფორმაციას ნეპალის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ნეპალის მთავრობამ განაცხადა, რომ მისი ექვსი მოქალაქე, რომელიც რუსეთის ჯარში მსახურობდა, სამხედრო მოქმედებების დროს დაიღუპა. „ნეპალის მთავრობამ რუსეთის მთავრობას მათი ცხედრების დაუყოვნებლივ დაბრუნება და მათი ოჯახებისთვის კომპენსაციის გადახდა სთხოვა“, – აცხადებს ნეპალის საგარეო საქმეთა სამინისტრო. ნეპალის საგარეო […]
უკრაინის საჰაერო ძალებმა ღამით, რუსების 10 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსმა სამხედროებმა სამშაბათს ღამით უკრაინის მასშტაბით 17 თვითმფრინავი და ექვსი S-300 საზენიტო მართვადი რაკეტა გაუშვეს. უკრაინელებმა 10 დრონი ჩამოაგდეს. უკრაინელი სამხედროების განცხადებით, რაკეტები დონეცკისა და ხერსონის რეგიონების სამოქალაქო ობიექტებისკენ იყო მიმართული.
ნოვოგროდოვკაში, კორპუსის ნანგრევებში უკრაინელმა მაშველებმა 8 წლის გოგონას ცხედარი იპოვეს

დონეცკის ოლქის ქალაქ ნოვოგროდოვკაში საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში რვა წლის გოგონას ცხედარი იპოვეს. ქალაქზე სარაკეტო თავდასხმა 30 ნოემბრის ღამეს მოხდა. ჩამონგრეული კორპუსის ადგილზე სამაშველო-სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ალექსანდრ შევჩენკოს ინფორმაციით, ბავშვის მშობლები სავარაუდოდ ჯერ კიდევ ნანგრევების ქვეშ არიან. ნოვოგროდოვკაში მომხდარის შემდეგ, სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. სარაკეტო თავდასხმის შედეგად არიან სხვა დაღუპულებიც.
WSJ: IDF ჰამასის გვირაბების დატბორვის შესაძლებლობას განიხილავს

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზის სექტორში, ჰამასის გვირაბების დატბორვის შესაძლებლობას განიხილავენ. გამოცემის ცნობითვე, ამ მიზნით IDF -მ სატუმბი სისტემა დაამონტაჟა. საუბარია სულ მცირე ხუთ სატუმბზე ალ-შათის ლტოლვილთა ბანაკიდან დაახლოებით კილომეტრნახევარში. ჯერჯერობით უცნობია გამოიყენებს თუ არა IDF ამ მეთოდს, რადგან ღაზაში ჯერ კიდევ რჩებიან ჰამასის მიერ დატყვევებული მძევლები. ღაზის სექტორის მიწისქვეშ გვირაბების […]
ისრაელმა საკუთარი მოქალაქეებისთვის დიდ ბრიტანეთში, ავსტრალიაში, გერმანიასა და საფრანგეთში მოგზაურობასთან დაკავშირებული რეკომენდაცია შეცვალა

ისრაელის ეროვნული უშიშროების საბჭომ ათობით ქვეყანაში მოგზაურობასთან დაკავშირებული რეკომენდაციები განაახლა. საბჭოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ დასავლეთ ევროპისა და სამხრეთ ამერიკის ბევრ ქვეყანაში, მათ შორის დიდ ბრიტანეთი, ავსტრალიაში, საფრანგეთში, გერმანიასა და ბრაზილიაში, საფრთხის დონე მე-2 საფეხურამდე გაზარდეს. იმ ქვეყნებში მოგზაურობისას, რომლებთან დაკავშირებითაც საფრთხის მეორე მე-2 დონეა გამოცხადებული, ისრაელის მოქალაქეებს ეძლევათ რეკომენდაცია, გაძლიერებული სიფრთხილე გამოიჩინონ. საბჭომ აფრიკისა და […]
რუსეთი: გასულ ღამეს უკრაინის გაშვებული 22 დრონი გავანადგურეთ

5 დეკემბრის ღამეს რუსეთის თავდაცვის სისტემებმა აზოვის ზღვისა და ყირიმის თავზე უკრაინის გაშვებული 22 დრონი გაანადგურეს, ხოლო დამატებით 13-ს გზა გადაუჭრეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. “დღეს ღამით აღვკვეთეთ კიევის რეჟიმის მცდელობა, დრონებით ტერორისტული იერიში მიეტანა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე. საჰაერო თავდაცვის მორიგე სისტემებმა გაანადგურეს 22 უკრაინული უპილოტო […]