საქართველოში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) დელეგაცია წინასაარჩევნო ვიზიტით ჩამოვა

23-24 სექტემბერს, საქართველოში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) დელეგაცია წინასაარჩევნო ვიზიტით ჩამოვა – ინფორმაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვრცელდება. 6-კაციანი დელეგაცია, რომელსაც რუმინელი ევროპარლამენტარი, იულიან ბულაი უხელმძღვანელებს, ვიზიტის ფარგლებში საპარლამენტო არჩევნებამდე პოლიტიკურ კლიმატს შეაფასებს და ვიზიტის დასრულების შემდეგ განცხადებას გამოაქვეყნებს. გავრცელებული ინფორმაციით, დელეგაცია შეხვედრას გეგმავს, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან, […]
ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხის დაინიცირებაც კი სახიფათოა ევროკავშირისთვის – მაია ბითაძე

გამოცემა POLITICO-ს ინფორმაციით, ევროკავშირი მზადაა გაწყვიტოს შეთანხმებები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს ბლოკის წევრ ქვეყნებში თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას აძლევს. როგორც გამოცემა წერს, ეს იქნება ბრიუსელსა და ერთ დროს გაწევრიანების მოსურნე ყველაზე პერსპექტიულ ქვეყანას შორის ურთიერთობების რღვევის მნიშვნელოვანი ნაწილი. მმართველი ძალა კი ამტკიცებს, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერება ევროკავშირს დააზარალებს. “ვიზალიბერალიზაცია საქართველოს ერთ დღეში არ მონიჭებია, აქ იყო მთელი მუშაობის […]
ირანმა რუსეთს Fath-360-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტები გამშვების გარეშე გაუგზავნა – Reuters

გამოცემა Reuters-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ირანმა რუსეთს უკრაინასთან ომში გამოსაყენებლად Fath-360-ის ტიპის ახლო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტები გადასცა, თუმცა მათთვის განკუთვნილი სარაკეტო გამშვებები არ გაუგზავნია. როგორც დაზვერვის სფეროში მომუშავე ანონიმურმა ევროპელმა მაღალჩინოსანმა Reuters-თან საუბრისას თქვა, არ მოელიან, რომ ირანი რუსეთს მომავალში სარაკეტო გამშვებებს გადასცემს. ორმა ექსპერტმა გამოცემასთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ ამის ახსნა […]
ირლანდიაში სექსუალური ექსპლუატაციით დაზარალებულ ქალთა რაოდენობა თითქმის 30%-ით გაიზარდა

საქველმოქმედო ორგანიზაცია „რუჰამა“ აცხადებს, რომ გასულ წელს, წინა წელთან შედარებით, თითქმის 30%-ით მეტ ქალს გაუწია დახმარება, რომლებიც პროსტიტუციისა და სექსუალური ტრეფიკინგის სხვა ფორმების შედეგად დაზარალდნენ. ეს ორგანიზაცია ირლანდიაში კომერციული სექსუალური ექსპლუატაციით დაზარალებულ ქალებთან მუშაობს. 2023 წლის ანგარიშში „რუჰამამ“ სექსუალური ტრეფიკინგის მსხვერპლთა 29%-იანი ზრდა დააფიქსირა. ორგანიზაციის განცხადებით, გასულ წელს ტრავმატოლოგიისა და საკონსულტაციო სამსახურებს სექსუალური ძალადობის ნიადაგზე […]
რუსტემ უმეროვი – უკრაინამ სარაკეტო პროგრამა შეიმუშავა, პარტნიორებმა მის დაფინანსებაზე თანხმობა განაცხადეს

თავდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა საკმარისად ძლიერი სარაკეტო პროგრამა უკრაინისთვის და პარტნიორებმა უკვე მისცეს სიტყვიერი თანხმობა მის დაფინანსებაზე, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა განაცხადა. მისი თქმით, უკრაინა, სიტყვიერი თანხმობის შემდეგ, წერილობით დადასტურებებსაც უახლოეს მომავალში ელის. „ჩვენ უკვე გავაცანით ეს პროგრამა პარტნიორებს და ველოდებით ამ შესაძლებლობიდან (რა რაკეტების და დრონების ან რაკეტა-დრონების აწყობა შეგვიძლია) რამდენს […]
პრემიერ-მინისტრი ლეგენდების მატჩს დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მთავრობის წევრებთან ერთად, საქართველოს ნაკრებისა და „მილანის” ლეგენდების მატჩს დაესწრო. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, თამაში, რომელიც თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართა, პენალტების სერიაში „მილანის” გამარჯვებით დასრულდა. სტადიონზე პარალიმპიელებმა გულშემატკივრებს 2024 წლის პარიზის პარალიმპიადაზე მოპოვებული მედლები წარუდგინეს. ლეგენდების მატჩი საქართველოში უკვე მეორედ ჩატარდა.
კობა კობალაძე ვანში შინდისის გმირის, ილია გაბუნიას სახელობის ქუჩის გახსნის ცერემონიალს დაესწრო

21 სექტემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე ვანის მუნიციპალიტეტის მერთან, ალექსანდრე გოგორიშვილთან ერთად, ვანელობის სადღესასწაულო ღონისძიებების ფარგლებში, სოფელ ზედა გორაში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ილია გაბუნიას სახელობის ქუჩის გახსნის ცერემონიალს დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ აგვისტოს ომის გმირის ოჯახის წევრები, ვეტერანების საქმეთა […]
მამუკა ხაზრაძე – თელავი უნდა გახდეს ღვინის ერთ-ერთი დედაქალაქი

თელავი უნდა გახდეს ღვინის ერთ-ერთი დედაქალაქი , – ამის შესახებ “ძმიერი საქართველოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. ხაზარაძემ ისაუბრა აღნიშნულ გეგმაზე და განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ღვინის ხარისხის აწევა და ფასის ზრდა. “ქართული ღვინო გავიდეს მსოფლიო ბაზარზე – ეს არის ნომერ პირველი ამოცანა და ამისათვის საჭიროა, რომ აბსოლუტურად შეიცვალოს მიდგომა დაფინანსების, სუბსიდირების. გვჭირდება ბაზრების დივერსიფიკაცია, მეორე, ხარისხის […]
სიბიჰა: კრემლი უკრაინაში კრიტიკულ ბირთვულ ობიექტებზე შეტევას გეგმავს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრიი სიბიჰა აცხადებს, რომ კრემლი უკრაინის ტერიტორიაზე კრიტიკულ ბირთვულ ობიექტებზე შეტევას გეგავს. ამის შესახებ მინისტრმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა. “ეს ეხება ღია სადისტრიბუციო მოწყობილობებს, ატომურ ელექტროსადგურებსა და გადამცემ ქვესადგურებზე, რომლებიც გადამწყვეტია ბირთვული ენერგიის უსაფრთხო მუშაობისთვის. რუსეთი ერთადერთი სახელმწიფოა, რომელმაც გაიტაცა ატომური ელექტროსადგური ევროპაში და აშანტაჟებდა მსოფლიოს”, – ამბობს ანდრიი სიბიჰა. გაეროს […]
„აგენტების რეესტრში“ მონაცემების წარდგენის წესში ცვლილებაა

20 სექტემბერს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ახალი ბრძანება გამოსცა, რომლითაც ცვლილება შევიდა „აგენტების რეესტრში“ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ინფორმაციის წარდგენის წესში. ბრძანება უკვე ამოქმედებულია, თუმცა საკანონმდებლო მაცნეში ცვლილების ასახვის პროცესი მიმდინარეობს. „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის წარმოების, საფინანსო დეკლარაციის წარდგენისა და მონიტორინგის წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილება 51-ე დღეს შევიდა, როცა ორგანიზაციებისთვის უკვე […]