„ქართული ოცნებიდან” აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგატი ხულოში ვახტანგ ბერიძე, ხულოს მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ხულოს დელეგატი, აჭარის უმაღლეს საბჭოში ვახტანგ ბერიძე, ხულოს სოფლების: ძირკვაძეების, ოქრუაშვილების, უჩხოს, მერჩხეთის, ჭახაურის, სტეფანაშვილების, ლაბაიძეებისა და წინწკალაშვილების მოსახლეობას შეხვდა. ინფორმაციას “ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” პრესსამსახური ავრცელებს. „შეხვედრაზე დელეგატმა ისაუბრა 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობასა და მოსახლეობის ჩართულობის როლზე საარჩევნო პროცესში. ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე არსებული საჭიროებები, გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები, ინფორმაცია […]

უკრაინელებმა 10 ოლქში რუსების 71 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 22 სექტემბრის ღამეს 71 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს და კიდევ ექვსი დრონი რადიოელექტრონული ბრძოლით დაპირისპირების შედეგად ლოკაციურად დაიკარგა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. საჰაერო ძალების ცნობით, რუსულმა ძალებმა ლუგანსკის ოლქის საჰაერო სივრციდან „ხ-59/69“ ტიპის ორი მართვადი რაკეტა გაუშვეს, Shahed-ის ტიპის 80 დრონით კი უკრაინის ტერიტორია […]

„მკვლელი უნდა დაისაჯოს…“ – კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის დედა

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის, ბექა ჯაიანის, დედა მედიასთან პირველ კომენტარს აკეთებს. „ეს იყო შოკი ჩემთვის, მინ­და მი­ვუ­სამ­ძიმ­რო კე­სა­რი­ას დე­დას და ბო­დი­ში მო­ვუ­ხა­დო. დღეს შვილს არავის უნდა უკლავდნენ. მე ორი­ვეს ვტი­რი, რო­გორც კე­სოს, ისე ბე­ქას. რაც არ უნდა ყიფილიყო, სიცოცხლის გამოსალმებას არაფერი ამართლებს. მკვლელი უნდა დაისაჯოს. ბექასგან მიკვირს რომ ასეთი სისასტიკე ჩაიდინა, მას გამართლება ნამდვილად არ […]

ეკლესია ღვთისმშობლის მშობლების, იოაკიმესა და ანას ხსენების დღეს აღნიშნავს

22 სექტემბერს, ეკლესია ღვთისმშობლის მშობლების, იოაკიმესა და ანას ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდა იოაკიმე და ანა იუდეის ქალაქ ნაზარეთში ცხოვრობდნენ. წმიდა იოაკიმე დავითის სამეფო გვარის ჩამომავალი იყო, ანა კი ლევიტელთა ტომიდან. წმიდა იოაკიმე და ანა უშვილონი იყვნენ. უნაყოფობა ძველ აღთქმაში ღვთის კურთხევის მოკლებად, ღვთისგან მოვლენილ უმძიმეს სასჯელად მიიჩნეოდა. წმიდა იოაკიმეს სჯული აძლევდა უფლებას, რომ ბერწობის გამო […]

საქართველოში 2025 წელს დაინერგება სისტემა, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ამინდის პროგნოზს და ადრეული შეტყობინების სისტემას

მალე საქართველოში იქნება თანამედროვე სისტემა, რომელიც საგრძნობლად გააუმჯობესებს ამინდის პროგნოზს და ადრეული შეტყობინების სისტემას. ამ მიზნით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ფინეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა. ვიზიტის ფარგლებში განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: მეტეოროლოგია და კლიმატოლოგია. საქართველოში მეტეოსადგურების საერთაშორისო სტანდარტების საინფორმაციო სისტემის დანერგვისა და ადრეული შეტყობინების სისტემის […]

დონალდ ტრამპი კამალა ჰარისთან მეორე დებატებზე – სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას, მაგრამ უკვე ძალიან გვიანია

კამალა ჰარისმა მიიღო CNN-ის მოწვევა, მონაწილეობა მიიღოს დონალდ ტრამპთან მორიგ დებატში, 23 ოქტომბერს, – ამის შესახებ აშშ-ის „დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატის, კამალა ჰარისის საარჩევნო შტაბმა განაცხადა. „დონალდ ტრამპს პრობლემა არ უნდა ჰქონდეს დაეთანხმოს ამ დებატებს. ეს არის იგივე ფორმატი და წყობა, როგორც CNN-ის დებატები, რომელშიც ივნისში მონაწილეობა მიიღო და განაცხადა, რომ გაიმარჯვა და შეაქო CNN-ის […]

ბუქარესტში გამართულ ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე ქართველმა მოჭიდავეებმა 8 მედალი მოიპოვეს

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 23 -წლამდელთა ნაკრებმა ბუქარესტში გამართულ ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე – ლადისლაუ სიმონის მემორიალზე 8 მედალი – 2 ოქროს, 3 ვერცხლის, 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილი დაიკავა. დავით ფაცინაშვილმა (70 კგ) და მერაბ სულეიმანიშვილმა (97 კგ) შეჯიბრება დაუმარცხებლად ჩაამთავრეს და ჩემპიონები გახდნენ. ლუკა ჩხიტუნიძემ (74 კგ), ანდრო მარგიშვილმა […]

პიანიჩი მოსკოვის ცსკ-ში გადასვლასთანაა ახლოს – რუსულმა მედიამ ეს მწვავედ მიიღო და ბოსნიელს 2022 წელს ნათქვამი სიტყვები გაუხსენა

ბოსნიური Sportske-ს ინფორმაციით, ცნობილი ბოსნიელი ნახევარმცველი მირალემ პიანიჩი რუსულ ცსკ-ში გადასვლასთანაა ძალიან ახლოს. 34 წლის ფეხბურთელი ბოლოს არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში ბურთაობდა და “ალ შარჯას” ღირსებას იცავდა, საიდანაც წამოვიდა და ახლა თავისუფალი აგენტია. ზემოთ აღნიშნული წყაროს ცნობით, ვეტერანმა შუახაზელმა მოსკოველებს ანაზღაურების სახით 2 მილიონი ევრო მოსთხოვა, რაზედაც თანხმობა მიიღო და გარიგებას წინ ვეღარაფერი უნდა დაუდგეს. რუსული […]

ირაკლი კობახიძე გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 25 სექტემბერს გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოვა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრელებს. მათივე ცნობით, მთავრობის მეთაური ამერიკის შეერთებულ შტატებს 22-26 სექტემბერს ეწვევა. „ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს „მომავლის სამიტში”, რომელიც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის ოლაფ შოლცის და ნამიბიის პრეზიდენტ ნანგოლო მბუმბას ორგანიზებით იმართება. დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა […]

ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 100-ზე მეტი რაკეტა გაისროლეს

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, გუშინ ლიბანიდან ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით 100-ზე მეტი რაკეტა ისროლეს. თავდაცვის ძალებში განმარტავენ, რომ 105 რაკეტიდან უმეტესი მოიგერიეს, თუმცა ზოგიერთი მათგანი სახლებს მოხვდა. მათი განმარტებით, საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმა მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ჰეზბოლამ“ აიღო და განაცხადა, რომ გასულ კვირას ისრაელის მხრიდან პეიჯერებისა და რაციების აფეთქებებით განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ, […]