“ლეგენდების მატჩში” პენალტების სერიაში „მილანმა“ 3:1 გაიმარჯვა

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ნაკრებისა და „მილანის“ ლეგენდების მატჩი გაიმართა, რომლის ძირითადი დროც 2:2 დასრულდა, ხოლო პენალტების სერიაში „მილანმა“ 3:1 გაიმარჯვა. შეხვედრის პირველ ნახევარში საქართველოს ნაკრებს პირველი გოლით უპირატესობა გიორგი დემეტრაძემ მოუტანა. მატჩის მეორე ნახევარში, ანგარიში “მილანის” ფეხბურთელმა, მარკო ბორიელომ გაათანაბრა. ამის შემდეგ საქართველო კვლავ დაწინაურდა დავით სირაძის გოლით, თუმცა საბოლოოდ ანგარიში “მილანის” ფეხბურთელმა […]
როდესაც სანახაობა შედეგს შეეწირა – კონტემ კომენტარი გააკეთა

“ნაპოლის” მწვრთნელმა ანტონიო კონტემ “იუვენტუსთან” ფრთხილად, გამწვავების გარეშე თამაში არჩია და ტურინში მატჩის ფრედ დასრულებით კმაყოფილი დარჩა. მან შემტევები უკან ღრმად დასწია და შედეგს თამაშის სანახაობრივი მხარე შესწირა. აი, რა განაცხადა მან DAZN-ის ეთერში: “ტაქტიკის შეცვლის გამო ჩვენი დაცვის მეშინოდა, მაგრამ ძალიან კარგად ვმოქმედებდით. შეტევაში გაცილებით უკეთ თამაში შეგვიძლია, იყო სიტუაციები, როდესაც შეგვეძლო გვესარგებლა. სრულყოფის […]
ქოჩორაშვილის “ლევანტე” “სარაგოსასთან” დამარცხდა

სეგუნდა დივიზიონის მეექვსე ტურში „ლევანტე“ გასვლაზე „სარაგოსასთან“ 1:2 დამარცხდა. სტუმართა გუნდის ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 79-ე წუთზე შეცვალეს. მისი თამაში sofascore-მ და flashscore-მ 7.0 ქულით შეაფასეს. „ლევანტე“ 11 ქულით ჯერჯერობით მეოთხე ადგილზეა და 29 სექტემბერს „ალმერიას“ მიიღებს. სარაგოსა – ლევანტე 2:1 გოლები: 1:0 სობერონი (16, პენ), 1:1 მორალესი (40), 2:1 ბაჟდარი (85)
პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

მიხეილ სააკაშვილი როდესაც ჩამოდიოდა კახეთში, პირველივე წლებში ჰქონდა მისიონერული ხედვა, რომ აქ განვითარდებოდა ეკონომიკა, იქნებოდა მარნები, ჩამოვიდოდნენ ტურისტები და როცა ამას აქაურები უსმენდნენ, ისე უყურებდნენ, როგორც არაამქვეყნიურ იდეებს, მართალია, ჩვენ 12 წელი უკვე დავკარგეთ, მაგრამ დღეს უკვე ვიცით, რომ ეს შესაძლებელია და ჩვენს გუნდთან ერთად, მიხეილ სააკაშვილს ამის გაკეთება აუცილებლად შეუძლია 26 ოქტომბრის შემდეგ, როცა […]
Instagram-ს მოზარდებისთვის შეზღუდვები შემოაქვს, რომელთა მოხსნაც მხოლოდ მშობლებს შეეძლებათ

Instagram-ი მოზარდებისთვის სოციალური ქსელით სარგებლობის წესებს ცვლის. ქსელის ბოროტად გამოყენების თავიდან ასაცილებლად და ბავშვების დაცვის მიზნით, კომპანიას პოსტების ნახვაზე ახალი შეზღუდვები შემოაქვს, რომელთა გაუქმებაც მხოლოდ მშობლებს შეეძლებათ. ახალი მოზარდების ექაუნთები სამშაბათიდან დაინერგა დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, კანადასა და ავსტრალიაში. ეს წესები წელსვე დაინერგება ევროკავშირის ქვეყნებშიც, თუმცა ცოტა მოგვიანებით. მომავალი წლის იანვრიდან ახალი ექაუნთები მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც […]
დავით კოდუა: ქალაქის ტერიტორიაზე ვახდენთ 70-მდე შიდა გზის რეაბილიტაციას, მომავალ წელს დამატებით 80-ზე მეტ ქუჩაზე მოხდება ასფალტის საფარის დაგება

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის დელეგატობის კანდიდატი დავით კოდუა მოქალაქებთან შეხვედრებს განაგრძობს. კოდუა ამჯერად მოსახლეობას კარდაკარის პრინციპით ზვიად გამსახურდიას გამზირსა და მიმდებარე კორპუსებში შეხვდა. დავით კოდუასთან ერთად შეხვედრებზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, ზუგდიდის მერი მამუკა წოიწერია და „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები იმყოფებოდნენ. „დღეს კარდაკარის პრინციპით შეხვედრები ზუგდიდში, გამსახურდიას გამზირზე და მიმდებარედ მრავალბინიანი კორპუსების მოსახლეობასთან […]
ლიეტუვაში სეიმის საშემოდგომო სესიაზე ერთნაირსქესიანთა პარტნიორობის აღიარებაზე იმსჯელებენ

სამშაბათს, 17 სექტემბერს, ლიეტუველმა კანონმდებლებმა მხარი დაუჭირეს პარლამენტის საშემოდგომო სესიის დღის წესრიგში „სამოქალაქო პარტნიორობის“ შესახებ კანონპროექტის დატოვებას, რომელიც ერთნაირსქესიანთა პარტნიორობის აღიარებას ითვალისწინებს. კანონპროექტის დღის წესრიგში დატოვებას მხარი 48 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო პარლამენტართა იგივე რაოდენობა (48), შვიდმა კი თავი შეიკავა. მიმდინარე წლის მარტში სეიმმა კანონპროექტი საგაზაფხულო დღის წესრიგიდან იმიტომ ამოიღო, რომ მაშინ ამ ნაბიჯს მაშინ […]
მოსკოვში თავდაცვის სამინისტროსთან მობილიზებულთა დედები და ცოლები დააკავეს

მოსკოვში პოლიციამ დააკავა მობილიზებულთა ცოლები და დედები, რომლებიც შაბათს, დღის მეორე ნახევარში თავდაცვის სამინისტროს შენობასთან აქციაზე შეიკრიბნენ. როგორც მოძრაობის “გზა შინისაკენ” ტელეგრამის არხი წერს, აქციის მონაწილეებს არ ეუბნებიან, თუ სად არიან დაკავებულები. აქცია დაემთხვა რუსეთში ე.წ. ნაწილობრივი მობილიზაციის დაწყების მეორე წლისთავს. შაბათს დღის მეორე ნახევარში მობილიზებულთა ცოლები და დედები მივიდნენ თავდაცვის სამინისტროს შენობასთან. ისინი მოითხოვდნენ […]
“გვინდა განაცხადის შეტანა ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე” – ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძის, ქვეყნის პრემიერ მინისტრის განცხადებით მისი დიდ სურვილია საქართველომ მომავალ ჩემპიონთა ლიგას უმასპინძლოს. “გვინდა განაცხადის შეტანა ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე, მასპინძლობა ნიშნავს ჩვენი ქვეყნის იმიჯის გაძლიერებას.” აღნიშნული განცხადება ირაკლი კობახიძეს ეკუთვნის. მისი თქმით ისეთი სპორტული მოვლენის მასპინძლობა, როგორც ჩემპიონთა ლიგაა ქვეყნის იმიჯზე განსაკუთრებით კარგად აისახება.
“იუვენტუსი” – “ნაპოლი”. ნაკლებად სანახაობრივი მატჩი უგოლოდ დასრულდა [VIDEO]

სერია A-ს მეხუთე ტურში „იუვენტუსისა“ და „ნაპოლის“ მატჩი 0:0 დასრულდა. მატჩზე “ნაპოლის” გულშემატკივრებს გამოყოფილი 2 800 ბილეთი შეძენილი ჰქონდათ, მაგრამ გუშინ არენაზე შესვლა უსაფრთხოების მიზნით აუკრძალეს. დღეს ნეაპოლურმა კლუბმა ამასთან დაკავშირებით ტურინის პრეფექტურაში საჩივარი შეიტანა და მათ ქომაგებს თამაშზე დასწრების უფლება მისცეს. „ნაპოლის“ მწვრთნელმა ანტონიო კონტე 3-4-2-1 ტაქტიკა 4-3-3-ით შეცვალა და პირველად დააყენა ძირითად შემადგენლობაში […]