,,ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ ორგანიზაციასთან ერთად შეხვედრები საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ვაკის მოსახლეობასთან გრძელდება

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ვაკის დელეგატი ზუკა რურუა, ვაკის რაიონში, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ ორგანიზაციასთან ერთად, ი. ჭავჭავაძის გამზირსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს. დელეგატი ზუკა რურუა, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ ორგანიზაციასთან ერთად გაეცნო მოსახლეობის საჭიროებებს, ამომრჩეველს გადაეცა საინფორმაციო მასალა. „ასევე ისაუბრეს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე, მიმდინარე და […]
მბაპემ ლა ლიგაში ბენზემას მიღწევა გაიმეორა

ლა ლიგის მე-6 ტურში “რეალმა” საკუთარ მოედანზე “ესპანიოლი” 4:1 დაამარცხა. მატჩის საბოლოო შედეგი 90-ე წუთზე პენალტის ნიშნულიდან კილიან მბაპემ დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ OptaJose-ის ცნობით, პრიმერაში ფრანგმა ზედიზედ მესამე თერთმეტმეტრიანი გარდასახა ზუსტად, რითაც თანამემამულე კარიმ ბენზემას შედეგი გაიმეორა, რომელმაც ეს 2022 წლის მარტ-აპრილში მოახერხა. ინფორმაციისთვის, მბაპეს ანგარიშზე ყველა ტურნირზე ჩატარებულ 8 შეხვედრაში 6 გატანილი გოლია.
აშშ-ის ალაბამას შტატში მასობრივი სროლის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა – არიან დაშავებულები

აშშ-ის ალაბამას შტატში, ქალაქ ბირმინგემში მასობრივი სროლის შედეგად სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა BBC ავრცელებს. პოლიციამ შემთხვევის ადგილზე ორი კაცის და ერთი ქალის ცხედარი იპოვა, ხოლო მეოთხე მსხვერპლი საავადმყოფოში მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა. ბირმინგემის პოლიციის ოფიცერმა ტრუმენ ფიცჯერალდმა განაცხადა, რომ “ხალხის ჯგუფს რამდენიმე მსროლელმა რამდენჯერმე ესროლა”. მისივე თქმით, […]
პრეზიდენტი კესარია აბრამიძის სამოქალაქო პანაშვიდზე მივიდა

საქართველოს პრეზიდენტი 37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის სამოქალაქო პანაშვიდზე მივიდა. კესარია აბრამიძეს დღეს, ვაკის სასაფლაოზე დაკრძალავენ. ტრანსგენდერი ქალი, მოდელი, კესარია აბრამიძე დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე საკუთარ ბინაში რამდენიმე დღის წინ მოკლეს. სამართალდამცავებმა მკვლელობის ფაქტზე 26 წლის ბექა ჯაიანი დააკავეს. ბრალდებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ბექა ჯაიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე […]
ბიზნესი პარკირების პრობლემებზე ჩივის, მიწისქვეშა და მიწისზედა პარკინგის მშენებლობა კი მერიისთვის პრიორიტეტული აღარ არის – პაატა ცაგარეიშვილი

რითეილ თუ ჰორეკა სექტორის პროდუქციით მომარაგება ზოგიერთ სადისტრიბუციო კომპანიას რამდენიმე ათეული ათასი ლარის ჯარიმის ხარჯზე უწევს. იმის გამო, რომ ქალაქში სადისტრიბუციო მანქანებისთვის გამოყოფილი ძალიან ცოტა ადგილია, უმეტესად მათ ტროტუარებზე ან ავტობუსის ზოლში გაჩერება უწევთ. როგორც დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი ამბობს, სადისტრიბუციო მანქანებს აჯარიმებს როგორც საპატრულო პოლიცია, ისე ქალაქის მუნიციპალური ვიდეოკამერა. შედეგად ზოგიერთი კომპანიის შემთხვევაში თვეში […]
ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე დაგეგმილია ურბანული გენოციდის გაგრძელება – საბა ბუაძე

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, საბა ბუაძის განცხადებით, ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე 77-სართულიანი 6 ცათამბჯენი აშენებას იგეგმება, რაც დაუშვებელია. როგორც ბუაძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, ეს არა მხოლოდ ეკოლოგიურად იქნება კატასტროფის ტოლფასი, არამედ სატრანსპორტო თვალსაზრისითაც ტერიტორიის პარალიზებას მოახდენს. „ივანიშვილი, კალაძე და მასთან დაკავშირებული ბიზნეს ჯგუფი „ ვისოლი“, ფხაკაძეები და სხვები გეგმავენ, რომ ქალაქის ერთ-ერთი უკანასკნელი მწვანე სივრცე გაანადგურონ, […]
პრეზიდენტი კესარია აბრამიძის სამოქალაქო პანაშვიდზე მივიდა

საქართველოს პრეზიდენტი 37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის სამოქალაქო პანაშვიდზე მივიდა. კესარია აბრამიძეს დღეს, ვაკის სასაფლაოზე დაკრძალავენ. ინფორმაციისთვის, თბილისში, ტრანსგენდერი ქალი, მოდელი კესარია აბრამიძე დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში რამდენიმე დღის წინ მოკლეს. მკვლელობის ფაქტზე სამართალდამცავებმა 26 წლის ბექა ჯაიანი დააკავეს. ბექა ჯაიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის […]
რუსების 49%-ი მხარს დაუჭერდა უკრაინიდან ჯარების გაყვანას და სამშვიდობო მოლაპარაკებებს-კვლევა

უფრო და უფრო მეტი რუსეთის მოქალაქე უჭერს მხარს უკრაინიდან ჯარების გაყვანას და სამშვიდობო მოლაპარაკებებს. ამის შესახებ ნათქვამია საგამოძიებო პროექტ „ქრონიკებისა“ და Extreme Scan-ის (ექსტრემალური სკანირების) მიერ ჩატარებული კვლევაში. ომისადმი დამოკიდებულების კვლევა დროში დაემთხვა რუსეთის ფედერაციაში მობილიზაციის დაწყების მეორე წლისთავს. კვლევაში 18 წელზე უფროსი ასაკის 800 რესპონდენტი მონაწილეობდა.~ უკრაინიდან ჯარების გაყვანას და კიევთან მშვიდობიან მოლაპარაკებებს ე.წ. […]
საბა ბუაძე – ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე დაგეგმილია 77-სართულიანი 6 ცათამბჯენის აშენება და ტყის განადგურება – ეს არის ურბანული გენოციდის გაგრძელება

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, საბა ბუაძის განცხადებით, ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე 77-სართულიანი 6 ცათამბჯენი აშენებას იგეგმება, რაც დაუშვებელია. როგორც ბუაძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, ეს არა მხოლოდ ეკოლოგიურად იქნება კატასტროფის ტოლფასი, არამედ სატრანსპორტო თვალსაზრისითაც ტერიტორიის პარალიზებას მოახდენს. „ივანიშვილი, კალაძე და მასთან დაკავშირებული ბიზნეს ჯგუფი „ ვისოლი“, ფხაკაძეები და სხვები გეგმავენ, რომ ქალაქის ერთ-ერთი უკანასკნელი მწვანე სივრცე გაანადგურონ, […]
„ახალი ქალაქი დიდი ისტორიით“ – რუსთავში „რუსთავქალაქობა“ ღონისძიებებით აღნიშნეს

„ახალი ქალაქი დიდი ისტორიით“ – სწორედ ამ სლოგანით და ქალაქის ახალი ლოგოტიპით შეხვდნენ წლევანდელ „რუსთავქალაქობას” რუსთავში. რუსთავის მერიის ინფორმციით, ქალაქის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები სამ სხვადასხვა ლოკაციაზე: ცენტრალურ პარკში, იპოდრომზე, ძველი და ახალი რუსთავის დამაკავშირებელ ხიდთან კოსტავას გამზირზე გაიმართა. „რუსთავქალაქობას“ ვულოცავ ჩვენს ქალაქს. მინდა, ვისურვო ჩვენი ოჯახის და თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობა, მშვიდობა ჩვენს ქალაქსა და ქვეყანაში, […]