იტალიის საკალათბურთო ლიგამ თორნიკე შენგელია დააჯილდოვა

იტალიის საკალათბურთო ლიგამ (LegaBasket) თორნიკე შენგელია ჩემპიონატის გასული სეზონის საუკეთესო მძიმე ფორვარდად დაასახელა და სიმბოლურ გუნდში შეიყვანა. სპეციალურ ღონისძიებაზე საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ორგანიზატორებისგან თავისი ჯილდო მიიღო. სიმბოლურ გუნდში, თორნიკესთან ერთად, „ვირტუს ბოლონიაში“ მისი თანაგუნდელი მარკო ბელინელიც მოხვდა. თორნიკე შენგელია იტალიური გუნდის რიგებში 2022 წლიდან ირიცხება.

კობახიძე გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით 25 სექტემბერს გამოვა

პრეიერმინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის რიგით 79-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას და 25 სექტემბერს სიტყვით გამოვა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კობახიძე ამერიკის შეერთებულ შტატებს 22-26 სექტმებრს ეწვევა.

ხუხაშვილი: კობახიძე ისრაელელ მაღალჩინოსნებს სთხოვს, რომ ნეთანიაჰუმ სალივანს შეახვედროს

ექსპერტის, გია ხუხაშვილის ინფორმაციით, პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ისრაელის მაღალჩინოსნებს სთხოვს, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუმ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველთან, ჯეიკ სალივანთან შეხვედრის მოსაწყობად უშუამდგომლოს. “საერთოდ, ჩემი სტილი არ არის სკანდალური ინფორმაციის “გახეთქვა”, მაგრამ ამჯერად საქმე გვაქვს მორალური ფსკერის მორიგ ჩანგრევასთან, ზღვარგადასულ თავხედობასა და უტიფრობასთან: საქმე იმაში გახლავთ, რომ ბატონი კობახიძე სთხოვს ისრაელის მაღალჩინოსნებს, რომ ამ […]

დავით გაბაიძე – აჭარის უმაღლესი საბჭო, ბოლო წლების განმავლობაში, ახორციელებს სწორ საკანონმდებლო პოლიტიკას, რაც მოსახლეობის კეთილდღეობაზე დადებითად აისახება

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, დავით გაბაიძის განცხადებით, რეგიონის საკანონმდებლო ორგანო, თავისი უფლებამოსილებების ფარგლებში, სწორ საკანონმდებლო პოლიტიკას ახორციელებს, რაც არსებული გამოწვევების დაძლევას და დასახული მიზნების მიღწევას უზრუნველყოფს. მისი თქმით, რეგიონში არსებული საკანონმდებლო, ეკონომიკური თუ სოციალური პოლიტიკა, სრულად მოსახლეობის საჭიროებებიდან გამომდინარეობს. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს აქვს ორი ძირითადი ფუნქცია – ადგილობრივი მნიშვნელობის კანონების მიღება და მთავრობის […]

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 2024 წლის სექტემბრის ბოლომდე მნიშვნელოვანი სიურპრიზი და წარმატება ელის

თხის რქა სექტემბერი თხის რქის ნიშნის წარმომადგენლებისათვის რეალური ცვლილებებისა და თვითგანვითარების პერიოდია, როცა სამსახურში, სწავლაში, პირად ცხოვრებაში დიდი წარმატება ელოდებათ. თვის მეორე ნახევარი კი საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენისა და ახალი პროექტების წამოწყებისათვის საუკეთესოა. ყველაფერი, რასაც ახლა წამოიწყებთ, სამომავლოდაც დიდ გამართლებასა და აღიარებას მოგიტანთ, ამიტომ ახალ შეთავაზებასა და ცვლილებებზე უარი არ თქვათ. წინ ძალიან საინტერესო პერიოდი გაქვთ. […]

მიხეილ ლომთაძე Bloomberg-ის მილიარდერების სიაში აღარ არის

მიხეილ ლომთაძე, რომელიც ყაზახეთის სუპერ აპის Kaspi-ის CEO-ს პოსტს იკავებს, ბლუმბერგის მილიარდერების სიაში აღარ იძებნება, რაც მისი კომპანიის წინააღმდეგ გასულ კვირაში გავრცელებული ცრუ ბრალდების შედეგად ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე Kaspi-ს აქციების კლებას და შესაბამისად ლომთაძის ქონების დროებით შემცირებას უკავშირდება. შედეგად, ბლუმბერგის მილიარდერების სიაში ამჟამად ერთადერთი ქართველი, ბიძინა ივანიშვილია, რომლის ქონებაც პლატფორმაზე 7.5 მლრდ აშშ დოლარადაა შეფასებული. […]

თბილისში, არაოფიციალური ინფორმაციით, 512 „ხრუშჩოვკაა“, სადაც 12 ათასამდე ოჯახი ცხოვრობს

„ხრუშჩოვკების“ ისტორია გასული საუკუნის 50-იან წლებში დაიწყო, როცა ომში გამარჯვებულმა საბჭოთა კავშირმა დანგრეული ქალაქების, ქარხნებისა და ფაბრიკების აღდგენა დაიწყო. ახალგაზრდა მშენებლები სამუშაოდ უპერსპექტივო სოფლებიდან ქალაქებისკენ მიიწევდნენ, სადაც ყველაფერთან ერთად, დაბინავებაც სჭირდებოდათ. 1930-იან და 1950-იანი წლების დასაწყისში აშენებული სტალინური პროექტის სახლებმა (ე.წ. სტალინკა) საბჭოთა მოქალაქეების დაბინავების პრობლემა ვერ გადაჭრა, რადგან ინდივიდუალური არქიტექტორული პროექტით, კლასიციზმის სტილში აგებული […]

“კომპანია არაერთგზის არის დაჯარიმებული” – ბათუმის მერია ლიფტის ჩამოვარდნისას დაღუპულის საქმეზე

ბათუმში, ანგისის ქუჩაზე, 17 სექტემბერს ლიფტი მე-16 სართულიდან ჩავარდა. შემთხვევას ლიფტის კაბინაში მყოფი შუახნის მამაკაცი ემსხვერპლა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია. ბათუმის მერიაში გვეუბნებიან, რომ კომპანია, რომლის აშენებულ კორპუსში ლიფტის ჩამოვარდნისას ადამიანი დაიღუპა, არაერთგზის […]

დიმიტრი პესკოვი – დასავლეთი შეპყრობილია რუსეთთან უკანასკნელ უკრაინელამდე ბრძოლის იდეით

დასავლეთი შეპყრობილია რუსეთის ფედერაციასთან უკანასკნელ უკრაინელამდე ბრძოლის იდეით, – ასე გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ კიევისთვის რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში სარაკეტო დარტყმების განხორციელების უფლების მინიჭება ესკალაციისკენ მიმავალი წითელი ხაზი არ გახდება. „უპირველეს ყოვლისა, ისინი შეპყრობილნი არიან ჩვენთან უკანასკნელ უკრაინელამდე ბრძოლის იდეით. ეს აკვიატება ყველაში განსხვავებულად იჩენს […]

ირანში, მაღაროში მეთანის აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 30 ადამიანი დაიღუპა

ირანის აღმოსავლეთით მდებარე სამხრეთ ხორასანის პროვინციაში, ნახშირის მაღაროში მეთანის აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 30 ადამიანი დაიღუპა და 17 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს. სამხრეთ ხორასანის პროვინციის ხელმძღვანელის, ჯავად გენაატის თქმით, ამ მომენტისთვის მაშველები ცდილობენ ნანგრევებიდან 22 მაღაროელის გამოყვანას. სამაშველო ოპერაციას ართულებს მაღაროში მეთანის დაგროვება. გავრცელებული ცნობით, აფეთქება 21 სექტემბერს საღამოს მოხდა. […]