ევროპაში პირველი თანამედროვე ატომური ელექტროსადგური ჰელსინკიში აშენდება

ჰელსინკს შეუძლია აშენდეს ულტრათანამედროვე დაბალი სიმძლავრის ატომური ელექტროსადგური. ასეთი სადგურები წარმოქმნის ტრადიციული სადგურების სიმძლავრის დაახლოებით მესამედს. მათთვის საჭირო რეაქტორები უფრო ადვილი ასაშენებელ-დასამონტაჟებელია და კიდევ, მცირე ზომის გამო ისინი უფრო უსაფრთხოა. ამჟაამდ მსოფლიოში მხოლოდ ორი დაბალი სიმძლავრის ატომური ელექტროსადგურია, რუსეთსა და ჩინეთში. ამრიგად, ფინეთს შეუძლია გახდეს პიონერი ევროპაში ამ სფეროში. დაბალი სიმძლავრის ატომურ ელექტროსადგურს მოუწევს ჰელსინკის […]

ტოპ 10 ავიაკომპანია საქართველოში

წარმოგიდგენთ ქართულ ავიაბაზარზე ყველაზე მაღალი წილის მქონე ათი უცხოური ავიაკომპანიის ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით შედგენილ რეიტინგს. საქართველოს მცირე და ღია ეკონომიკის ქვეყანაა. ქვეყნის ავიაბაზარიც მცირე ზომისაა, მაგრამ შედარებით ღია. მიმდინარე პერიოდში საქართველოს ავიაბაზარზე სამოცზე მეტი ავიაკომპანიაა წარმოდგენილი, რომლებიც მგზავრთა გადაყვანას ახორციელებენ. მათი აბსოლუტური უმეტესობა უცხოური კომპანიებია და მათ შორისაა რამდენიმე გლობალურად მსხვილი ავიაკომპანია. საქართველოს ავიაბაზარზე ყველაზე […]

კესარია აბრამიძის პანაშვიდზე სალომე ზურაბიშვილი მივიდა

თბილისში, სასტიკად მოკლული ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს – მას დღეს დაკრძალავენ. პანაშვიდზე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც იმყოფებოდა.

ბაბუშერას ტრაგედიიდან 31 წელი გავიდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველმა მოადგილემ, ნიკოლოზ კვეზერელმა, მოადგილეებმა, მირონ ჩიგოგიძემ და ჯანდრი უბირიამ, დირექტორის მრჩეველმა, ვლადიმერ იმნაძემ და სამსახურის წარმომადგენლებმა, დაღუპულთა ოჯახის წევრებთან ერთად, დიღმის ძმათა სასაფლაოზე, 31 წლის წინ, ბაბუშერას აეროპორტში დატრიალებული ტრაგედიის მსხვერპლთა მემორიალი და მათი საფლავები გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს. ამის შესახებ ინფორმაციას […]

ტიხორეცკის რაიონში, სადაც სამხედრო ბაზას დრონმა შეუტია, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

კრასნოდარის ოლქის გუბერნატორ, ვენიამინ კონდრატიევის თქმით, ლოკალური საგანგებო რეჟიმი გამოცხადდა ტიხორეცკის რაიონში, სადაც, სავარაუდო, უკრაინული დრონის თავდასხმის შედეგად რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი იარაღის საწყობში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. კონდრატიევის თქმით, ამჟამად მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება და საგანგებო რეჟიმი შემოიღეს “ადამიანებისთვის დახმარების ორგანიზებისა და ინციდენტთან დაკავშირებული ყველა საკითხის დროულად მოგვარების მიზნით.” მაგრამ შაბათს ის ამბობდა, რომ 1200 […]

ამაზონის კალაპოტში წყლის დონე რეკორდულ მინიმუმზეა

უცხოური მედიის ინფორმაციით, ისტორიული გვალვის გამო ამაზონში მდინარის კალაპოტებში წყლის დონე რეკორდულ მინიმუმამდე შემცირდა, ან საერთოდ დაშრა. მდინარე ამაზონის ერთ-ერთ მთავარ შენაკადში, სოლიმოესში, წყლის დონე შემცირებულია, მდინარე ტაფე კი სრულად დაშრა. Greenpeace-ის წარმომადგენელი, რომულო ბატისტა Reuters-თან აცხადებს, რომ წლევანდელი წელი კრიტიკულია, რადგან ტემპერატურული რეკორდები, რომლებიც გასულ წელს დამყარდა, ზედიზედ რამდენიმე თვემ უკვე მოხსნა. მედიის ინფორმაციით, […]

ირანში ქვანახშირის მაღაროში მომხდარ აფეთქებას 51 ადამიანი ემსხვერპლა

ირანის სამხრეთ ხორასანის პროვინციაში ქვანახშირის მაღაროში გაზის აფეთქებას სულ მცირე 51 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 20 ადაიანი, – ინფორმაციას ირანის სახელმწიფო მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მეთანის გაზის აფეთქება ორ ბლოკში, B და C ბლოკებში, მოხდა. მაღარო კომპანია „მადანჯოს“ საკუთრებაა. ”ქვეყნის ქვანახშირის 76 პროცენტის მოწოდება ამ რეგიონიდან ხდება და იქ დაახლოებით 8-10 დიდი კომპანია მუშაობს, მათ შორის […]

ივანიშვილის ქონება ერთ დღეში $100 მილიონით გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებელს $7.50 მილიარდს მიაღწია – ბლუმბერგის ინდექსი

Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის თანახმად, 21 სექტემბრის მონაცემებით, ბიძინა ივანიშვილი $7.50 მილიარდს ფლობს, რაც მისი რეკორდული მაჩვენებელია. გამოცემის ინფორმაციით, ივანიშვილი, რომელიც Bloomberg-ის მსოფლიოს 500 უმდიდრეს ადამიანთა სიაში 385-ე ადგილს იკავებს, წლის დასაწყისიდან $900 მილიონით გამდიდრდა, რაც მისი ქონების 13.7%-ით ზრდაა. ბლუმბერგის თანახმად სექტემბრის თვეში ივანიშვილის ქონებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები დაფიქსირდა, თვის დასაწყისში მისი ქონება $7.45მილიარდს შეადგენდა, 10 […]

საბა ბუაძე – „ქართული ოცნების“ მიზანი არის, რომ საქართველო დასავლეთს ჩამოაშოროს, მოუკლას ევროპული პერსპექტივა და დატოვოს მარტო რუსეთთან პირისპირ

„ქართული ოცნების“ მიზანი არის, რომ საქართველო დასავლეთს ჩამოაშოროს, მოუკლას ევროპული პერსპექტივა და დატოვოს მარტო რუსეთთან პირისპირ, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნებზე ქართულმა საზოგადოებამ უარი უნდა უთხრას იმ ხელისუფლებას, რომელიც „საქართველოში პუტინის რუსეთის ინტერესებს ემსახურება“. „ზუსტად ამის გამოძახილია ის ნაბიჯები, რომელსაც ეს მოღალატეობრივი ხელისუფლება […]