გიორგი ვაშაძე – „ქართულმა ოცნებამ” მოიტანა კორუფცია, სიღარიბე, გახიზნული მილიონი თანამემამულე და მოიტანა რუსეთი – მათი დრო დამთავრდა!

„ქართულმა ოცნებამ” მოიტანა კორუფცია, სიღარიბე, მოიტანა გახიზნული 1 მლნ ჩვენი თანამემამულე, დემოგრაფიული კატასტროფა, ნარკომანია, უბედურება და რაც ყველაზე მთავარია “ ქართულმა ოცნებამ” ამ ქვეყანაში რუსეთი მოიტანა, – ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. ვაშაძემ ასევე ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ისაუბრა და ყურადღება იმ დადებით მხარეებზე გაამახვილა, რაც თან სდევს პროცესს. მისი თქმით, […]

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ვიზიტს იწყებს – სწორედ შემოდგომაზე გადაწყდება, რა მოხდება შემდგომ ამ ომში

უკრაინის ომის შემდგომი მიმდინარეობა ამ შემოდგომაზე გადაწყდება,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „ვიწყებთ ვიზიტს შეერთებულ შტატებში. ახლა მივფრინავთ პენსილვანიაში, შემდეგ ნიუ-იორკში, ვაშინგტონში. სწორედ ამ შემოდგომაზე გადაწყდება, რა იქნება შემდეგ ამ ომში. ჩვენს პარტნიორებთან ერთად შეგვიძლია გავაძლიეროთ ჩვენი პოზიციები, როგორც ეს აუცილებელია ჩვენი გამარჯვებისთვის, საერთო გამარჯვებისთვის, ჭეშმარიტად სამართლიანი მშვიდობისთვის”, – განაცხადა მან ვიდეომიმართვაში, რომელიც […]

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ლიბანში, „ჰეზბოლას“ ობიექტებზე ფართო დარტყმებს ახორციელებენ

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ლიბანში, „ჰეზბოლას“ ობიექტების წინააღმდეგ “ფართო” დარტყმები დაიწყეს. ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. ამასთან, ლიბანური მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ისრაელი სამხრეთ ლიბანში, ისევე როგორც ქვეყნის შიგნით ბექაას ხეობაში, მასშტაბურ საჰაერო თავდასხმებს ახორციელებს.

რუსეთმა საავიაციო შეტევა მიიტანა უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეზე

სულ მცირე ცხრა ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი დაიჭრა უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეზე რუსეთის საავიაციო შეტევის შედეგად. ზაპოროჟიეს ოლქის პოლიციის წინასწარი მონაცემებით, გასულ ღამით ექვსი დარტყმა განხორციელდა სავარაუდოდ, კორექტირებადი ავიაბომბებით. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის მიერ 23 სექტემბერს, შუაღამის შემდეგ გამოქვეყნებული ცნობით, დანგრეულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები. კონკრეტულად რომელი ობიექტები, ადგილობრივი ხელისუფლება ჯერჯერობით არაფერს იუწყება. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, […]

შრი-ლანკას საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციური ალიანსის ლიდერმა გაიმარჯვა

შრი-ლანკას საპრეზიდენტო არჩევნებში 55 წლის მემარცხენე კანდიდატმა, ანურა კუმარა დისანაიაკემ გაიმარჯვა. შრი-ლანკას საარჩევნო კომისიის ცნობით, ოპოზიციური ალიანსის, „ნაციონალური სახალხო ძალაუფლების“ ლიდერმა ხმების დაახლოებით 42 პროცენტი მოიპოვა და ის უსწრებს როგორც ოპოზიციის სხვა კანდიდატს, საჯით პრემადასას, ასევე მოქმედ პრეზიდენტს რანილ ვიკრამასინგეს. „იმედითა და მოლოდინით სავსე მილიონობით თვალი გვიბიძგებს წინ და მზად ვართ გადავწეროთ შრი-ლანკას ისტორია“, – […]

ანტონიო გუტერეში – ვშიშობ, არსებობს ლიბანის მეორე ღაზად გადაქცევის შესაძლებლობა

ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის კონფლიქტის ბოლოდროინდელმა ესკალაციამ საერთაშორისო შეშფოთება გამოიწვია. გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა CNN-ს განუცხადა, რომ შიშობს, არსებობს ლიბანის მეორე ღაზად გადაქცევის შესაძლებლობა. მისი თქმით, ლიბანში საკომუნიკაციო მოწყობილობების აფეთქება ნიშნავს, რომ არსებობს უფრო ძლიერი ესკალაციის პოტენციალი, რომელიც, შეიძლება, მსოფლიოსთვის „დამანგრეველი ტრაგედია იყოს“. ამასთან, გაერო-ს სპეციალურმა კოორდინატორმა ლიბანში, ჟანინ ჰენის-პლასშეერტმა სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა, […]

რუსებმა ზაპოროჟიე მართვადი ავიაბომბებით დაბომბეს, დაშავდა 9 ადამიანი, მათ შორის ბავშვი

რუსული ძალები ზაპოროჟიეს ექვსი მართვადი ბომბით დაესხნენ თავს, დაშავდა 9 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, – ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ივან ფედოროვზე დაყრდნობით ავრცელებს. ფედოროვის განცხადებით, დარტყმის შედეგად შენობები ნაწილობრივ განადგურდა. აფეთქების ტალღამ და ნამსხვრევებმა მიმდებარე სახლები დააზიანა. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, წინასწარი ინფორმაციით, რუსებმა მართვადი ბომბებით ექვსი დარტყმა განახორციელეს, რის […]

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ვიზიტს იწყებს – სწორედ შემოდგომაზე გადწყდება, რა მოხდება შემდგომ ამ ომში

უკრაინის ომის შემდგომი მიმდინარეობა ამ შემოდგომაზე გადაწყდება,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „ვიწყებთ ვიზიტს შეერთებულ შტატებში. ახლა მივფრინავთ პენსილვანიაში, შემდეგ ნიუ-იორკში, ვაშინგტონში. სწორედ ამ შემოდგომაზე გადაწყდება, რა იქნება შემდეგ ამ ომში. ჩვენს პარტნიორებთან ერთად შეგვიძლია გავაძლიეროთ ჩვენი პოზიციები, როგორც ეს აუცილებელია ჩვენი გამარჯვებისთვის, საერთო გამარჯვებისთვის, ჭეშმარიტად სამართლიანი მშვიდობისთვის”, – განაცხადა მან ვიდეომიმართვაში, რომელიც […]

3 მატჩი, 15 გოლი… სეზონში პირველი პოკერიც

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 25-ე ტურის სამი მატჩი გაიმართა. გოლები უხვად გავიდა და მიმდინარე სეზონში პირველი პოკერიც ვნახეთ. ასევე, სადებიუტო გოლებიც… კოლხეთი 1913 2:6 იბერია 1999 თბილისელებმა სტუმრად ოთხბურთიანი სხვაობით სძლიეს ფოთელებს. სულ რვა გოლი გავიდა, აქედან ოთხი კი გიორგი კოხრეიძის ანგარიშზეა. ეს პირველი პოკერია მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში. სწრაფი გოლი… კოხრეიძემ თორნიკე ახვლედიანის წაქცევისთვის დანიშნული […]

ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა. ის ისაუბრებს გაეროში და შეხვდება ჯო ბაიდენს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნიუ-იორკში ჩავიდა. სავარაუდოდ, ის მომავალ კვირას გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე გამოვა სიტყვით. 26 სექტემბერს უკრაინის ლიდერი თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდება. ბაიდენთან შეხვედრაზე უკრაინის პრეზიდენტი, როგორც მან ადრე განაცხადა, აშშ–ის პრეზიდენტს ე.წ. გამარჯვების გეგმას წარუდგენს. საუბარია რუსეთთან დაპირისპირებისა სტრატეგიულ გეგმასა და უკრაინის პირობებით მშვიდობის მიღწევაზე. უკრაინის გამარჯვების გეგმას ზელენსკი […]