პრემიერის ვიზიტი აშშ-ში დაიწყო

პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიწყო. ირაკლი კობახიძე 25 სექტემბერს გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოვა. ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაური მონაწილეობას მიიღებს „მომავლის სამიტში“, რომელიც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის და ნამიბიის პრეზიდენტის ორგანიზებით იმართება. დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა გაერო-ს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტიერეშთან. მთავრობის მეთაური ასევე დაესწრება ოფიციალურ მიღებას, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის ჯო […]
წვიმა ქვეყნის მასშტაბით და შედარებით მომატებული ტემპერატურა – ამინდი იცვლება

23 სექტემბერს, ქვეყნის მასშტაბით, თითქმის ყველა რეგიონში სინოპტიკოსები წვიმიან ამინდს პროგნოზირებენ. თუმცა წვიმის ფონზე ტემპერატურა, გასულ დღეებთან შედარებით, მოიმატებს. ტემპერატურა ქალაქების მიხედვით: გაგრა + 22, წვიმა სოხუმი +23, წვიმა ზუგდიდი +24, წვიმა მესტია +15, წვიმა ფოთი +24, წვიმა ბათუმი +24, წვიმა ოზურგეთი +24, წვიმა ქუთაისი +25, წვიმა ამბროლაური +22, წვიმა ახალციხე +23, წვიმა ბორჯომი +20, […]
თბილისის ნაწილს, დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება – ქუჩების ჩამონათვალი

კომპანია თელასისი ცნობით, დღეს, 23 სექტემბერს სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისისნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ქუჩების ჩამონათვალი: ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თიანეთის გზატკეცილის, გლდანის მასივის III, IV, V მიკრორაიონების (ნაწილობრივ), მუხიანის II მიკრორაიონის (ნაწილობრივ), გლდანის ხევის დასახლების, ავჭალა-1 სამხედრო დასახლების, მამკოდის, ქერჩის, გაგარინის, ტაბიძის, ჯანჯღავას, კაჭარავას, ხევძმარის, ახმეტელის, ომარ ხიზანიშვილის, იპოლიტოვ-ივანოვის, […]
პოეტი და მთარგმნელი გივი შაჰნაზარი გარდაიცვალა

პოეტი და მთარგმნელი გივი შაჰნაზარი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მწერალთა სახლი ავრცელებს. „მწერალთა სახლი მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა თვალსაჩინო გივი შაჰნაზარი დაიბადა 1933 წლის 23 აგვისტოს, თბილისში. დაამთავრა თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი (1951). 1984-1987 წლებში იყო თბილისის სომხური დრამის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი; სახელმწიფო საბჭოს წევრი (1992); 1997 წლიდან საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის ეროვნებათაშორისი ურთიერთობის განწყობის რეფერენტია. იყო […]
რამდენად იყიდით დოლარს და ევროს 23 სექტემბერს

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7277 ლარი გახდა. კურსი, რომელიც მანამდე მოქმედებდა, 2.7236 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0041 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0441 ლარია. მაშინ, როცა მანამდე მოქმედი კურსი 3.0431 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0010 ლარი შეადგინა.
ემანუელ მაკრონი – მოგვიწევს, უკრაინაში მიმდინარე ომის შემდეგ, რუსეთთან ურთიერთობებს გადავხედოთ

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ომის შემდეგ საჭირო იქნება რუსეთთან ურთიერთობების გადახედვა და ევროპის ორგანიზების ახალ ფორმაზე ფიქრი. „მოგვიწევს, ვიფიქროთ ევროპის ორგანიზაციის ახალ ფორმაზე და გადახედოთ ჩვენს ურთიერთობებს რუსეთთან უკრაინაში მიმდინარე ომის შემდეგ“, – ციტირებს მედია მაკრონს. მისი მტკიცებით, ევროპა იარსებებს ახალი ფორმით და ახალი რეალობით, რაც მოითხოვს ახალი საერთაშორისო წესრიგის მშენებლობას. „ეს, […]
საქართველოს, წინასაარჩევნო ვიზიტის ფარგლებში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ექვსკაციანი დელეგაცია ეწვევა

23-24 სექტემბერს საქართველოს წინასაარჩევნო ვიზიტის ფარგლებში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ექვსკაციანი დელეგაცია ეწვევა, რათა შეაფასონ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე საარჩევნო კამპანია და პოლიტიკური კლიმატი, – ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ავრცელებს. დელეგაციას იულიან ბულაი უხელმძღვანელებს. დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრებთან, ცენტრალური […]
დღეს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

თელასის ცნობით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 23 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება გლდანის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თიანეთის გზატკეცილის, გლდანის მასივის IV მიკრორაიონის, გლდანის ხევის დასახლების, ავჭალა-1 სამხედრო დასახლების, მამკოდის, ქერჩის, გაგარინის, ტაბიძის, ჯანჯღავას, კაჭარავას, ხევძმარის, ახმეტელის, ომარ ხიზანიშვილის, იპოლიტოვ-ივანოვის, შეშელიძის, ილორის, ხიზამბარელის და სარაჯიშვილის ქუჩების მოსახლეობას. მთაწმინდის რაიონი გადაუდებელი […]
იანკოვიჩი: “ქართული ოცნება” რუსეთის რიტორიკას და მმართველობის სტრუქტურას იმეორებს

“მთავრობები, ავტოკრატიას ხელს უწყობენ არა მხოლოდ იმიტომ, რომ ამას მათთვის პოლიტიკური სარგებელი მოაქვს, არამედ ასევე იმის გამო, რომ ეს მათთვის ფულს აკეთებს, ფინანსურად მომგებიანია. ვფიქრობ, სამწუხაროდ, იგივე შეიძლება ითქვას „ქართული ოცნების” შესახებაც”, – ამბობს დეზინფორმაციის მკვლევარი, ნინა იანკოვიჩი. იანკოვიჩს “ამერიკის ხმის” ჟურნალისტი, ქართლოს შარაშენიძე ესაუბრა. ქართლოს შარაშენიძე, ამერიკის ხმა: ქალბატონო ნინა, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის და […]
როდის მოაქვს ცვლილებებს ცუდი ხვიჩასთვის? – კვარაცხელიამ და ლუკაკუმ ყველაზე დაბალი შეფასება მიიღეს, მაგრამ…

“იუვენტუსისა” და “ნაპოლის” მატჩი (0:0) სანახავად მოსაწყენი კი გამოდგა, თუმცა ამ ფონზე, სასაუბრო იმაზე მეტი დაგვიტოვა, ვიდრე მოსალოდნელი იყო… არსებობს სიტუაციები, როცა მწვრთნელს ტაქტიკურ სქემას ფეხბურთელების შესაძლებლობები სთავაზობს და ეს ალბათ ასეც უნდა იყოს. სხვა შემთხვევაა, გადაწყვეტილების მიღებას ამა თუ იმ ზონაში მოთამაშეთა რაოდენობა რომ განსაზღვრავს. მას შემდეგ, რაც “ნაპოლიმ” ორი შოტლანდიელი ნახევარმცველი, მაკტომინეი და […]