ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა. ის ისაუბრებს გაეროში და შეხვდება ჯო ბაიდენს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნიუ-იორკში ჩავიდა. სავარაუდოდ, ის მომავალ კვირას გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე გამოვა სიტყვით. 26 სექტემბერს უკრაინის ლიდერი თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდება.
ბაიდენთან შეხვედრაზე უკრაინის პრეზიდენტი, როგორც მან ადრე განაცხადა, აშშ–ის პრეზიდენტს ე.წ. გამარჯვების გეგმას წარუდგენს. საუბარია რუსეთთან დაპირისპირებისა სტრატეგიულ გეგმასა და უკრაინის პირობებით მშვიდობის მიღწევაზე.
უკრაინის გამარჯვების გეგმას ზელენსკი ასევე აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებს კამალა ჰარისსა და დონალდ ტრამპს გააცნობს. ასევე დაგეგმილია ზელენსკის შეხვედრა კონგრესის ხელმძღვანელობასთან, ასევე რიგი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერებთან.
მიმიდინარე კვირის ბოლოს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის გამარჯვების გეგმა ყველა ქვეყნისთვის იქნება ხელმისაწვდომი და ის უნდა ნახოს რუსეთმა, რომელიც ასევე უნდა იყოს წარმოდგენილი მშვიდობის მეორე სამიტზე.
რუსეთი არ მიიღებს მონაწილეობას სამშვიდობო სამიტში, რომლის ორგანიზებასაც უკრაინა წლის ბოლომდე გეგმავს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა. მან სამიტს, “ანგლოსაქსებისა და მათი უკრაინელი მარიონეტების თაღლითობის კიდევ ერთი გამოვლინება“ უწოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ღარიბაშვილი – გახარიამ კრიზისში მყოფი ქვეყანა და გუნდი მიატოვა, როცა მოულოდნელი ღალატი ჩაიდინა და გადადგა – ჩამოშლილი ხელისუფლება ჩავიბარე – ისე, რომ თავი არავისთვის დამიხრია არც ქვეყნის შიგნით და არც გარეთ, მივიღეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი

სალომე ზურაბიშვილი – ახლად ჩამოსული დიპლომატები ხედავენ, თუ როგორ ექცევა ხელისუფლება მათ, ვინც პროტესტი გამოხატა, რის გამოც ცდილობენ, მოერგონ სიტუაციას და ფრთხილად იმოქმედონ – მოსახლეობას სჭირდება დაინახოს, რომ ქვეყანაში მტკიცე, ევროპული ხმა ისმის