სპეციალური ოპერაციების სარდლობის ბაზას ახალგაზრდული პარლამენტის წევრები ესტუმრნენ

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ და სპეციალური ოპერაციების სარდლობის მეთაურის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ოთარ ბერიანიძემ სპეციალური ოპერაციების სარდლობის ბაზაზე საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, თენგიზ შარმანაშვილსა და სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლებს უმასპინძლეს. სპეციალური ოპერაციების სარდლობის წამომადგენლებმა მოწვეულ სტუმრებს ქვედანაყოფის ამოცანებისა და მიზნების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ სტუმრებს სიტყვით მიმართა და თავდაცვის […]

ერთი ყურძნის მკრეფი მანქანა 250 მუშახელს ანაცვლებს – „თბილღვინოს“ თანამედროვე მიდგომები მევენახეობაში

„თბილღვინო“ რთველის პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიებს იყენებს, რაც მოსავლის აღებას უფრო ამარტივებს და ხარჯების ოპტიმიზაციას ახდენს. უკვე მეორე წელია, რაც ღვინის მწარმოებელმა კომპანიამ რთველის პროცესში, ყურძნის კრეფაში მანქანა „ჰარვესტერი“ ჩართო, რომელმაც ბაზარზე გამოწვევად ქცეული მუშახელის დეფიციტი გადაჭრა. მევენახეობაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების მნიშვნელობაზე „თბილღვინოს“ მმართველმა პარტნიორმა ზურაბ მარგველაშვილმა BMG tv-ის გენერალურ პროდიუსერთან გიორგი ისაკაძესთან, მისი კომპანიის შაშიანის […]

,,წვიმა, ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმი“ – მოსალოდნელი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს: ,, 23 – 25 სექტემბერს საქართველოს უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმი. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).“

კანავარომ შესაძლოა სერია A-ს გუნდი ჩაიბაროს

იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კანავარომ შესაძლოა “მონცა” ჩაიბაროს, ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს. წყაროს ცნობით, მას შემდეგ, რაც ალესანდრო ნესტას ხელმძღვანელობით “მონცამ” სერია A-ს საწყის 5 მატჩში 3 ქულა მოიპოვა, ადრიანო გალიანიმ გადაწყვიტა გუნდის ჩაბარება კანავაროს შესთავაზოს. ჯერჯერობით უცნობია, სურს თუ არა ფაბიოს გუნდის გაწვრთნა. შეგახსენებთ, ბოლოს კანავარო “უდინეზეს” თავკაცობდა.

ზელენსკის გეგმის მთავარი პუნქტი უსაფრთხოების გარანტიებია – “თაიმსი”

“გამარჯვების გეგმა”, რომლის წარდგენასაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს აპირებს, პირველ რიგში, დასავლეთის მხრიდან უკრაინისთვის მხარდაჭერის გრძელვადიანი გარანტიების უზრუნველყოფას ითვალისწინებს. ამის შესახებ ბრიტანული გაზეთი “სანდეი თაიმსი” წერს და აღნიშნავს, რომ გარანტიები ისეთი უნდა იყოს, რომ აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ (მათ შორის, თუ ჰიპოთეზურად რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს), მათზე უარი ვერ თქვას, გაზეთი წყაროებზე […]

,,მორჩით სპეკულაციას!” – ლალი მოროშკინა

ჟურნალისტი ლალი მოროშკინა: ,,მორჩით სპეკულაციას! დამნაშავე ის ლიბერალური ბაბლია,რომელიც აგიჟებს და ფსიქოლოგიურად ძალადობს ბავშვებზე ყველაზე სათუთ 10-13 წლის ასაკში! ( ერიკ ერიქსონის თეორია) ურევს ტვინს და უჩენს ალბათობას სქესის გადაკეთების შესაძლებლობით! ღმერთმა შექმნა ადამიანი თავის ხატად! ვინც ცდილობს ეჭვის შეტანას ამ ყველაფერში, კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი! ისე, ფარისევლობაც ცოდვაა, არადა რამდენნი ყოფილხართ…“ – წერს […]

გასტრონომ ჯგუფი ქართული ფეხბურთის მხარდასაჭერად

“გასტრონომ ჯგუფმა” “დინამო თბილისთან” და “ლოკომოტივი თბილისთან” მემორანდუმი გააფორმა, რომლის ფარგლებშიც კომპანია მომდევნო 5 წლის განმავლობაში ჯამური მოგების 10%-ს კლუბების მხარდაჭერას მოახმარს. დელიკატესების მაღაზიებისა და რესტორნების ქსელი „გასტრონომი“, რომელიც პრემიუმ ხარისხის პროდუქტების ბაზარზე უპირობო ლიდერია, 2019 წელს დაარსდა. „გასტრონომ ჯგუფი“ თბილისში წარმოდგენილია პრემიუმ დელიკატესების მაღაზიებითა და სხვადასხვა კონცეფციის რესტორნით. კომპანიისთვის უმთავრესი პრიორიტეტი ცხოვრების ჯანსაღი წესისა […]

სიღნაღში ბრმა ტყვიას 52 წლის კაცი ემსხვერპლა

სიღნაღში, ქედელის დასახლებაში ბრმა ტყვიას 52 წლის კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ინციდენტი იმ ერთ-ერთ აგარაკზე იმ დროს მოხდა, როცა მასპინძელი სტუმრებს მასპინძლობდა და სანადირო თოფით ფრინველის მოკვლას ცდილობდა, თუმცა ტყვია შემთხვევით მის მეგობარს მოხვდა. კაცს დაზიანებები გულმკერდის არეში ჰქონდა, რის გამოც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარზე გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო.

კახა კალაძე – რაც უფრო მოახლოვდება არჩევნების თარიღი, უფრო გააქტიურებენ განცხადებებს, რომ აი, ვაუქმებთ ვიზალიბერალიზაციას – ეს არის შანტაჟი, უცხოეთის ჩარევაზე სწორედ ეს ფაქტები მეტყველებს

რაც უფრო მოახლოვდება არჩევნების თარიღი, უფრო გააქტიურდება განცხადებები, რომ აი, ვაუქმებთ ვიზალიბერალიზაციას, ვიწყებთ პროცესებს, კონკრეტულ ნაბიჯებს, ეს არის შანტაჟი, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ვიზალიბერალიზაციის შეჩერება საკმაოდ რთული პროცესია. “მაქსიმალურად მიმდინარეობს შანტაჟი. რაც უფრო მოახლოვდება არჩევნების თარიღი, უფრო გააქტიურებენ განცხადებებს, რომ აი, ვაუქმებთ ვიზალიბერალიზაციას, ვიწყებთ პროცესებს, […]