კრასნოდარში კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერის” ყოფილ ბაზას ცეცხლი გაუჩნდა

კრასნოდარის მხარეში, გორიაჩი-კლიუჩის მახლობლად, მოლკინოს სამხედრო პოლიგონზე, ორსართულიან შენობას ცეცხლი გაუჩნდა. 2023 წლის ივლისამდე იქ მდებარეობდა კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერის” მთავარი ბაზა. “კავკაზ.რეალიის” ცნობით, ვიდეო ხანძრის ადგილიდან გავრცელდა “ვაგნერთან” დაკავშირებული არხებით. ამ კადრებში ჩანს, რომ ადგილზე მისული მაშველები თითქმის მთლიანად დამწვარ შენობას აქრობენ. დაქირავებულებთან დაახლოებული მედიის ცნობით, შენობაში ამჟამად განთავსებული იყო რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს […]

„ქართული ოცნებიდან” აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგატი ხულოში ვახტანგ ბერიძე, ხულოს მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ხულოს დელეგატი, აჭარის უმაღლეს საბჭოში ვახტანგ ბერიძე, ხულოს სოფლების: ტუნაძეების, ქურდულისა და ახალი უბნის მოსახლეობას შეხვდა. ვახტანგ ბერიძემ მოსახლეობასთან ისაუბრა საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობასა და საარჩევნო პროცესში ამომრჩევლის ჩართულობაზე. შეაჯამეს დასრულებული და მიმდინარე პროექტები. ასევე, განიხილეს სამომავლო გეგმები.

პოლიტიკური შანტაჟის მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის ინტერესებს არასდროს დათმობს

„გული იმაზე მწყდება, რომ კიდევ ვერ გაიცნეს ბიძინა ივანიშვილი, თუ როგორია მისი დამოკიდებულება, რა პრინციპების კაცია“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა. ჟურნალისტის კითხვაზე, სიმართლეს შეესაბამება თუ არა, რომ „ქართული ოცნება“ დახმარებას სთხოვს ისრაელს, რათა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება არ მოხდეს, კახა კალაძე პასუხობს, რომ ეს არის აბსურდი. „ეს არის მორგი სისულელე და […]

“დრო არ მაქვს, სისულელეებზე დავკარგო” – კალაძე არ პასუხობს კითხვას ელჩის გაწვევის ცნობაზე

თბილისის მერი კახა კალაძე არ პასუხობს ჟურნალისტის კითხვას დროების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, ბიძინა ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს მთავრობას ამერიკიდან საქართველოს ელჩი გამოაწვევინოს. კალაძე გავრცელებულ ინფორმაციას “სისულელეს” უწოდებს. “დრო არ მაქვს, ამ სასულეებზე დავკარგო” – ამბობს თბილისის მერი. დროების ინფორმაციით, ქართული ოცნების დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან პირადად მიიღო გზავნილი, რომლის […]

BAG ინდექსი – ბიზნესის ხელის შემშლელ ფაქტორებს შორის სამუშაო ძალის დეფიციტი ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად სახელდება

BAG ინდექსის კვლევის თანახმად, 2024 წლის მესამე კვარტალში, ბიზნესის ხელის შემშლელ ფაქტორებს შორის სამუშაო ძალის დეფიციტი ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად დასახელდა. კერძოდ, გამოკითხული კომპანიების 54%-მა სპეციალისტების, ხოლო 42%-მა სამუშაო ძალის ნაკლებობა მთავარ პრობლემად დააფიქსირა,- ამის შესახებ ინფორმაციას ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს. მათი ცნობით, წინა კვარტალთან შედარებით, 27 პროცენტული პუნქტით შემსუბუქდა ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობის პრობლემა. „სექტორებს […]

ოქრიაშვილი გაზის გაძვირებაზე – ეს ნიშნავს, რომ საქართველოში ვერ შეიქმნება კონკურენტული, ექსპორტზე ორიენტირებული საწარმოები, – ე.ი. ვერ შეიქმნება მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები!

ოპოზიციონერი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ: „ბოლო 2 წელია, ეკონომიკა იზრდება, მაგრამ სამწუხაროდ, ეს არ ნიშნავს ჩვენი ქვეყნის ინდუსტრიალიზაციას. ჩვენ მხოლოდ ლოჯისტიკურ მომსახურებას ვაწარმოებთ. მაგ: ავტომობილები შემოგვყავს და მერე სხვა ქვეყნებში ვყიდით. ეს ცუდი სულაც არ არის, უნდა ვეცადოთ, შემოსავალი ბევრი სხვადასხვა დარგიდან მივიღოთ, მაგრამ ამას სჭირდება სტრატეგია და სკრუპულოზური აღსრულება. […]

გიორგი ვაშაძე – ჩვენი გამარჯვებიდან ერთ თვეში, განულდება საპენსიო სესხები, პენსია 1000 ლარამდე გაიზრდება და პენსიონერებს საჭირო მედიკამენტებზე ექნებათ უფასო წვდომა

პენსიონერებისთვის, ასაკით პენსიონერებისთვის, შშმ პირებისთვის და ვეტერანებისთვის სამი ძალიან კონკრეტული ინიციატივა გვაქვს, – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. ვაშაძის თქმით, სამი ინიციატივიდან ერთ-ერთს პენსიონერებისთვის საჭირო მედიკამენტებზე უფასო წვდომა წარმოადგენს. „პენსიონერებისთვის, ასაკით პენსიონერებისთვის და შშმ პირებისთვის და ვეტერანებისთვის სამი ძალიან კონკრეტული ინიციატივა გვაქვს. პირველი, ეს არის 1000 ლარიანი პენსია თითოეული ამ ჯგუფის […]

“ნაცების” მიერ სტრასბურგში შესატან სარჩელებში ამჯერად ორგანიზაცია V-Dem დაწინაურდა, რომელმაც მორიგი “ანტიოპოზიციური” აქტი ჩაიდინა – საქართველომ მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის ისტორიული მაქსიმუმი დაიმსახურა

“ნაცების” მიერ სტრასბურგში შესატან სარჩელებში ამჯერად ორგანიზაცია V-Dem დაწინაურდა, რომელმაც მორიგი “ანტიოპოზიციური” აქტი ჩაიდინა – საქართველომ მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის ისტორიული მაქსიმუმი დაიმსახურა “ნაცების” მიერ სტრასბურგში შესატან მორიგ სარჩელებში ამჯერად ორგანიზაცია «Varieties of democracy» (V-Dem) დაწინაურდა, რომელმაც მორიგი “ანტიოპოზიციური” აქტი ჩაიდინა, – წერს “ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში. მისი განცხადებით, V-Dem-ის მონაცემებზე დაყრდნობით, მსოფლიო ბანკის […]

ომის შემდეგ რუსეთთან ურთიერთობების გადახედვა მოგვიწევს – საფრანგეთის პრეზიდენტი

ომის დასრულების შემდეგ რუსეთთან ურთიერთობების გადახედვა მოგვიწევს, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა კათოლიკური ასოციაცია Sant’Egidio-ს მიერ ორგანიზებულ „შეხვედრაზე მშვიდობისთვის“. „მოგვიწევს ევროპისთვის ახალი ორგანიზაციის ფორმაზე მსჯელობა და რუსეთთან ჩვენი ურთიერთობების გადახედვა. წარმოსახვის უნარი უნდა გამოვიყენოთ, რათა ვიფიქროთ ხვალინდელ მშვიდობაზე, ახალი ფორმით მშვიდობაზე ევროპაში“, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა. მაკრონი ასევე ახალი საერთაშორისო წესრიგის აშენების მოწოდებით გამოვიდა, რადგან, მისი […]

წინასაარჩევნოდ გაბრაზებული პარტნიორის, ამერიკის შესაძლო გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებასთან დაკავშირებით აღიქმება, როგორც “ქართული ოცნების” ღია შანტაჟი, რომელიც დაისჯება, რადგან ის ამერიკის პოლიტიკურ თამაშის წესებს არ აჰყვა

წინასაარჩევნოდ გაბრაზებული პარტნიორის, ამერიკის შესაძლო გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებასთან დაკავშირებით აღიქმება, როგორც “ქართული ოცნების” ღია შანტაჟი, რომელიც დაისჯება, რადგან ის ამერიკის პოლიტიკურ თამაშის წესებს არ აჰყვა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება იქნება ღია სიგნალი ამომრჩევლის უმრავლესობისათვის, რომ მათ არჩევნების დღეს, უპრეცედენტო მობილიზებით, არჩევანი ბიძინა ივანიშვილის გუნდის სასარგებლოდ გააკეთონ და პოლიტიკური შანტაჟი, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე გრძელდება, […]