Reuters – ირანის რევოლუციურმა გვარდიამ „ჰეზბოლაზე“ თავდასხმის შემდეგ საკომუნიკაციო მოწყობილობების გამოყენება აკრძალა

ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსმა ყველა წევრს უბრძანა, შეწყვიტონ ნებისმიერი ტიპის საკომუნიკაციო მოწყობილობების გამოყენება მას შემდეგ, რაც გასულ კვირას ლიბანში „ჰეზბოლას“ წევრების კუთვნილი ათასობით პეიჯერი და რაცია ააფეთქეს, – ინფორმაციას Reuters-ს ორ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლებიც ირანის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები არიან. ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსი ფართომასშტაბიან ოპერაციას ახორციელებს, რათა შეამოწმოს ყველა მოწყობილობა და […]

„გასტრონომ ჯგუფმა“ ქართული ფეხბურთის მხარდასაჭერად, „დინამოსთან“ და „ლოკომოტივთან“ მემორანდუმი გააფორმა

„გასტრონომ ჯგუფმა“ ქართული ფეხბურთის მხარდასაჭერად, „დინამოსთან“ და „ლოკომოტივთან“ მემორანდუმი გააფორმა. დოკუმენტის მიხედვით, კომპანია, მომდევნო 5 წლის განმავლობაში, საფეხბურთო კლუბების მხარდასაჭერად, ყოველთვიურად, მოგების 10%-ს გამოყოფს. თითოეული კლუბი, სრულიად უანგაროდ, 5-5%-იან ფინანსურ დახმარებას მიიღებს. მემორანდუმს ხელი „გასტრონომ ჯგუფის“ დამფუძნებელმა, გიორგი თენაძემ, „ლოკომოტივი თბილისის“ პრეზიდენტმა, ლექსო თოფურიამ და „დინამოს თბილისის“ პრეზიდენტმა, რომან ფიფიამ მოაწერეს. გიორგი თენაძისთვის ქართული ფეხბურთის […]

„ერთ-ერთი უმთავრესი, რაშიც საქართველომ ბოლო წლებში აჩვენა მნიშვნელოვანი პროგრესი, არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, რეგიონში მშვიდობა და უსაფრთხოება“

„ერთ-ერთი უმთავრესი, რაშიც საქართველომ ბოლო წლებში აჩვენა მნიშვნელოვანი პროგრესი, არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, რეგიონში მშვიდობა და უსაფრთხოება“ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის გენერალურ დებატებზე მსოფლიო ლიდერებს მიმართავს და გააცნობს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის, ასევე ეკონომიკური განვითარების და სხვა მრავალი მიმართულებით, – ამის შესახებ გაეროში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. […]

„ეს ნიშნავს, რომ საქართველოში ვერ შეიქმნება კონკურენტული, ექსპორტზე ორიენტირებული საწარმოები“ – ოქრიაშვილი გაზის გაძვირებაზე

„ეს ნიშნავს, რომ საქართველოში ვერ შეიქმნება კონკურენტული, ექსპორტზე ორიენტირებული საწარმოები“ – ოქრიაშვილი გაზის გაძვირებაზე ოპოზიციონერი დეპუტატი, კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ. „ბოლო 2 წელია, ეკონომიკა იზრდება, მაგრამ სამწუხაროდ, ეს არ ნიშნავს ჩვენი ქვეყნის ინდუსტრიალიზაციას. ჩვენ მხოლოდ ლოჯისტიკურ მომსახურებას ვაწარმოებთ. მაგ: ავტომობილები შემოგვყავს და მერე სხვა ქვეყნებში ვყიდით. ეს ცუდი სულაც არ არის, […]

ქართული წარმოების ყველაზე ძვირად ღირებული პარფიუმერია KAVEULI PARFUM-ს და ANOUKIBEAUTY-ს აქვს – კოსმეტიკური ბრენდები საქართველოში

ქართული წარმოების ყველაზე ძვირად ღირებული პარფიუმერია KAVEULI PARFUM-ს და ANOUKIBEAUTY-ს აქვს – კოსმეტიკური ბრენდები საქართველოში თავის მოვლის საშუალებების არჩევა და შეძენა მარტივი საქმე არ არის, მიუხედავად იმისა, რომ პარფიუმერიული და კოსმეტიკური ბაზარი საკმაოდ მრავალფეროვანია. გასათვალისწინებელია, როგორც პროდუქციაზე ალერგიულობა ასევე ფასი, პარაფინებისა და ქიმიური მინარევების დოზები. ბოლო წლებია, კოსმეტიკის წარმოება და რეალიზაცია ქართულ ბიზნესში საკმაოდ პოპულარულია, […]

ოთარ ზურაბიშვილის თქმით, მთავრობამ ლევილში ღონისძიებაზე ქართველთა სათვისტომო არ მიიწვია

ქართული სათვისტომოს თავმჯდომარე და საქართველოს პრეზიდენტის ძმა ოთარ ზურაბიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებამ ლევილის მამულში დაგეგმილ ღონისძიებაზე სათვისტომო არ მიიწვია. ლევილის ღონისძიებაზე 1924 წლის აჯანყებას და დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების 11 დახვრეტლ წევრს იხსენებენ. Facebook-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ოთარ ზურაბიშვილი მოახლოებულ არჩევნებზე საუბრობს და ყურადღებას ამახვილებს ემიგრანტების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზეც. “საფრანგეთში, ლევილის ტერიტორიაზე აღინიშნება პირველად ამ მთავრობის […]

კობახიძის ვიზიტი ნიუ-იორკში დაიწყო, უცნობია შეხვდება თუ არა ის აშშ-ის მთავრობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაერო-ს გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობის მისაღებად, შეერთებულ შტატებში იმყოფება. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ირაკლი კობახიძე გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით 25 სექტემბერს გამოვა. დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა გაერო-ს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტიერეშთან. პრემიერი ასევე დაესწრება ოფიციალურ მიღებას, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და პირველი ლედის ჯილ ბაიდენის სახელით გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის […]

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისის იზოლატორში მესამე დღეა შიმშილობს

აფგან სადიგოვი, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, რომელიც თბილისში, 3 აგვისტოს დააკავეს, თბილისის წინასწარი დაკავების იზოლატორში 21 სექტემბრის შემდეგ შიმშილობს. სადიგოვის ცოლის, სევინჩ სადიგოვას თქმით, მისი ქმარი “სამართლიანობის აღდგენამდე” და მესამე, ნეიტრალურ ქვეყანაში ოჯახის წევრებთან ერთად გამგზავრებამდე იშიმშილებს. სევინჩ სადიგოვა, ისევე როგორც აფგან სადიგოვის კოლეგები და აზერბაიჯანელი და ქართველი უფლებადამცველები აცხადებენ, რომ მისი დაკავებით, ისევე როგორც რამდენიმე წლის […]

ლევილში 1924 წლის აჯანყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ოთარ ზურაბიშვილი არ მიიწვიეს

“პრორუსული მთავრობა ლევილის ჩაკეტილი კარების მიღმა ცდილობს არჩევნებისთვის მოტყუებით მოიზიდოს ხმები”, – ამბობს, ოთარ ზურაბიშვილი, საფრანგეთში ქართველთა ასოციაციის პრეზიდენტი და საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ძმა. მისი ინფორმაციით, ლევილის მამულში, 1924 წლის აჯანყების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საფრანგეთში, ქართველთა სათვისტომო არ მიუწვევიათ. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ზურაბიშვილი ამბობს, რომ აჯანყების წლისთვის საფრანგეთის ქართული სათვისტომო ყოველ წელს […]

თიბისი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საუკეთესო ბანკად დასახელდა

საერთაშორისო გამოცემამ Global Finance, ზედიზედ მესამედ დაასახელა თიბისი მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის საუკეთესო ბანკად საქართველოში. მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 2025 წლის საუკეთესო SME ბანკების გამოსავლენად, Global Finance-მა სხვადასხვა კრიტერიუმით იხელმძღვანელა. მათ შორის, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესის ბაზრისა და საჭიროებების ცოდნა, შეთავაზებული პროდუქტებისა და სერვისების ფართო არჩევანი, ბაზრის წილი, ბიზნეს და მარკეტინგული შედეგები, სიახლეებისა და ინოვაციების […]