საოკუპაციო ძალებმა სოფელ არცევთან საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ არცევის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. სუსი აცხადებს, რომ უკანონო დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, გაააქტიურა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია დაუყოვნებლივ აცნობეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. „ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად“, […]

მაკა ბოჭორიშვილი – საქართველოში არჩევნები მიმდინარეობს უპრეცედენტო საგარეო აქტიურობის ფონზე – გვესმის ძალიან ბევრი ცრუ ბრალდება, ეს ინფორმაციები მიეწოდებათ პარტნიორებს

ევროპის საბჭოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები თბილისში საქართველოს ხელისუფლების მოწვევით იმყოფებიან, რათა 26 ოქტომბერს არჩევნებს დააკვირდნენ , – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ იმ სადამკვირვებლო მისიებს, რომლებიც საქართველოში ჩამოვლენ, ჰქონდეთ ობიექტურად შეფასების სურვილი, შესაძლებლობა და შეაფასონ საქართველოში არჩევნები ობიექტურ ინფორმაციასა და ობიექტურ გარემოებებზე დაყრდნობით “ევროპის საბჭოს […]

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიის წევრებს შეხვდნენ

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები გივი მიქანაძე, მაკა ბოჭორიშვილი და ლევან ქარუმიძე საქართველოში ვიზიტად მყოფ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიის წევრებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, მისიის წევრები თბილისში საქართველოს ხელისუფლების მოწვევით იმყოფებიან. „მათი მთავარი მიზანია გაეცნონ წინასაარჩევნო გარემოს, მოუსმინონ სხვადასხვა პოლიტიკურ […]

ნიკოლოზ სამხარაძე “მომავალ ლიდერთა აკადემიის” სტუდენტებს შეხვდა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე „მომავალ ლიდერთა აკადემიის” სტუდენტებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სამხარაძემ სტუდენტებთან რეგიონული უსაფრთხოების გარემოზე, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული რთულ ვითარებაზე და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე ესაუბრა. “შეხვედრა სიტყვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა, სადაც ნიკოლოზ სამხარაძემ სტუდენტებთან საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ […]

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი საქართველოში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი, რაჟდენ კუპრაშვილი საქართველოში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) სადამკვირვებლო მისიის დელეგაციის ხელმძღვანელს, იულიან ბულაის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ანტიკორუფციული ბიუროს პრესსამსახური ავრცელებს. “შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს პოლიტიკური პარტიების დაფინანსების გამჭვირვალობისა და ქონებრივი დეკლარაციების საჯაროობის საკითხები. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ დელეგაციის წევრები: სილვი აფჰოლდერი, ბას კლეინი, შარონ ლოვეი, ფრანკ შვეიბი, ბორიანა აბერგი, საიმონ ბილი, ანდრეი […]

ანა ნაცვლიშვილი – ყველას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, გარეთ ნათლად აქვს დანახული, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები რიგითი არჩევნები არ არის და სასწორზე საქართველოს ბედი დევს

ყველას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ ნათლად აქვს დანახული, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები რიგითი არჩევნები არ არის და სასწორზე ახლა საქართველოს ბედი დევს, – ეს განცხადება “ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტში, ევროპის საბჭოს სადამკვირვებლო მისიის წევრებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ნაცვლიშვილის თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნების ისტორიულ მნიშვნელობას არჩევნების მიმართ განსაკუთრებული ყურადღება და ინტერესი ადასტურებს. “ყველას […]

სუს-ი – რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოკუპირებულ სოფელ არცევის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ არცევის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, უკანონო დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული “ცხელი ხაზი“. ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. […]

ოკუპანტებმა არცევთან საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ არცევის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის „ცხელი ხაზი“, ინფორმაცია ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. „ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე […]

ანტონიო გუტერეში: მსოფლიოში ვითარება “არამდგრადია”

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას, გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა ვითარებას მსოფლიოში „არამდგრადი“ უწოდა და გააფრთხილა შეკრებილი ლიდერები, რომ უსამართლობა, უთანასწორობა და განუსაზღვრელობა ქმნის „არამდგრად მსოფლიოს,“ რომელშიც სულ უფრო მეტი ქვეყანა თვლის, რომ ფლობს „ციხიდან თავისუფლად გამოსვლის ბარათს.“ „ამ სულისკვეთებით ვერ გავაგრძელებთ“, – თქვა გუტერეშმა პრეზიდენტების, პრემიერ-მინისტრებისა და სხვა ლიდერების გამოსვლების დაწყვებისას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე. გუტერეში […]

375 მილიონი დოლარის ამერიკული სამხედრო დახმარების პაკეტს უკრაინა ოთხშაბათს მიიღებს

უკრაინა ამერიკისგან მორიგ სამხედრო დახმარებას ელის. “ამერიკის ხმის” ინფორმაციით, უკრაინა 375 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს მიიღებს. ეს მაისის შემდეგ, უკრაინისთვის გაცემული ყველაზე მასშტაბური სამხედრო დახმარებაა. “ამერიკის ხმის” ჟურნალისტ, კარლა ბაბთან ანონომურობის პირობის დაცვით საუბრისას, რამდენიმე ამერიკელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ კიევი დახმარებას, სავარაუდოდ ოთხშაბათს, 25 სექტემბერს მიიღებს. ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა „ამერიკის ხმას“ უთხრა, რომ […]