ავტომწარმოებელი Stellantis–ი ახალი აღმასრულებელი დირექტორის ძებნას იწყებს

ავტომწარმოებელმა Stellantis NV–მ, რომელიც ჩამოყალიბდა Fiat Chrysler-ისა და PSA Group-ის შერწყმის შედეგად, დაიწყო ახალი აღმასრულებელი დირექტორის ძებნა კარლოს ტავარესის შემცვლელად. ტავარესი სულ უფრო მეტად ექცევა კრიტიკის ქვეშ Stellantis-ის დილერებისგან შეერთებულ შტატებში, ისევე როგორც გაერთიანებული ავტო მუშაკების (UAW) პროფკავშირის მხრიდან, წერს Market Watch. ავტოკონცერნის მაჩვენებლები ამერიკულ ბაზარზე წლის პირველ ნახევარში სუსტი იყო და Stellantis-ის საწყობებში დაგროვდა […]

სუს: ოკუპანტებმა სოფელ არცევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ არცევის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე. “უკანონო დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული “ცხელი ხაზი“. ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად”, […]

Daily Mercato: მზადაა სანიოლი საქართველოს ნაკრები დატოვოს? – ის მშობლიური “სენტ-ეტიენის” მწვრთნელობის კანდიდატანად განიხილება

ლიგა 1-ის მეხუთე ტურში „სენტ-ეტიენი“, რომლის ღირსებასაც ზურიკო დავითაშვილი იცავს, „ნიცასთან“ 0:8 განადგურდა, 3 ქულით მე-16 ადგილზეა და თუ 29 სექტემბერს გასვლაზე „ნანტთან” დამარცხდა, შეიძლება მისი მწვრთნელი ოლივიე დალ’ოლიო გადააყენონ. Daily Mercato-ს ცნობით, დალ’ოლიოს შემცვლელად სამი კანდიდატი – ვილი სანიოლი, პატრიკ ვიეირა და ჟან-ლუი გასე განიხილება. “საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი თავკაცი ვილი სანიოლი ამ თანამდებობაზე სერიოზულ […]

თბილისში ქირის ბაზარზე მოთხოვნის 10%-ს უცხოელი სტუდენტები ქმნიან

თბილისში ქირის ბაზარზე მოთხოვნის 10%-ს უცხოელი სტუდენტები ქმნიან, – ამის შესახებ Galt&Taggart-ის მიმოხილვაში ვკითხულობთ. მიმოხილვის მიხედვით, ივნისიდან შემცირდა ნებართვების გაცემა, ხოლო ქირა ახალ წონასწორულ წერტილში (9.9 დოლარი) დასტაბილურდა. „2023 წლის მეორე ნახევრიდან საქართველოში ქირებმა შემცირება დაიწყო და 2024 წლის აგვისტოში პიკთან შედარებით 17.2%-ითაა შემცირებული“, – აღნიშნავენ Galt&Taggart-ში.

რატომ დაიწერა „შემრისხველი“ სტატიები ნიკო მარის შესახებ

ზუსტად არავინ იცის, რამდენი ენა იცოდა ან რომელ ენაზე უკეთ მეტყველებდა… მისი დიდი მეგობრის, ექვთიმე თაყაიშვილის ცნობით, ნიკოს ჯერ კიდევ გიმნაზიაში სწავლის დროს შეუთვისებია კლასიკური და თითქმის ყველა ძირითადი ევროპული ენა… შემდეგ კი სათვალავი აერიათ… ხშირად კითხულობდნენ – ოცი ენა იცის ნიკო მარმა, ოცდახუთი, ოცდაათი თუ მეტიო… ცნობილი ფიზიკოსი, აკადემიკოსი აბრამ იოფე იგონებს: „პრაქტიკული საჭიროებისთვის […]

ხატია დეკანოიძე – პარტნიორების შეფასებები ძალიან მძიმე იყო – ერთ-ერთი კოლეგისგან პირდაპირ ითქვა, რომ თუ “ქართული ოცნება“ ზეწოლასა და რუსული გავლენის გააქტიურებას გააგრძელებს, საქართველო ბელარუსი გახდება

პარტნიორების მხრიდან შეფასებები ძალიან მძიმე იყო – ერთ-ერთი ჩვენი კოლეგისგან პირდაპირ ითქვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება“ ზეწოლასა და რუსული გავლენის გააქტიურებას გააგრძელებს, საქართველო ბელარუსი გახდება , – ამის შესახებ ჟურნალისტებს დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ პარლამენტში, ევროპის საბჭოს სადამკვირვებლო მისიის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა. დეკანოიძის ინფორმაციით, სადამკვირვებლო მისიას ძალადობასთან დაკავშირებული მასალა გადაეცა. […]

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები „ფორსაით ინვესტმენტ გრუპის” წარმომადგენლებს შეხვდნენ

საინტერესო შეხვედრა, საინტერესო თემატიკით. რაც მთავარია, ახალგაზრდებს, ჩვენს სტუდენტებს, თავიანთ სფეროში მომავალ პროფესიონალებს ჰქონდათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ სიახლეებს და ამავდროულად, ფინანსური პროდუქტებისა და სერვისების განვითარების მიმართულებით ჩამოეყალიბებინათ სპეციფიკური კონცეფცია. დაესვათ კვალიფიციური კითხვები და მიეღოთ ამომწურავი პასუხები, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ განაცხადა სტუდენტებთან „ფორსაით ინვესტმენტ გრუპის” წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ. საქართველოს ტექნიკური […]

BASSIANI: არჩევნებზე მობილიზაციისთვის 25 ოქტომბერს საკლუბო ღამე არ გაიმართება

კლუბი BASSIANI აცხადებს, რომ არჩევნებზე მობილიზაციისთვის 25 ოქტომბერს საკლუბო ღამე არ გაიმართება. კლუბი განცხადებას ავრცელებს და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე საუბრობს. “26 ოქტომბერს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გარდამტეხი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. ამ გადამწყვეტ მომენტში ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე მყოფი საზოგადოების ვალია აიმაღლოს ხმა და იმოქმედოს დესტრუქციული სოციალური, ეკონომიკური და კულტურის პოლიტიკის ძირეული ცვლილებებისთვის, რომელმაც […]

ამერიკა აუცილებლად მიიღებს საქართველოს ისეთს, როგორიც არის და აუცილებლად გახდება ჩვენი რეალური და ნამდვილი პარტნიორი

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე საქართველოსა და აშშ-ს პარტნიორულ ურთიერთობებს გამოეხმაურა. „ჩვენ გვინდა არა ვასალობა, არამედ პარტნიორობა“, – განაცხადა ჩიბურდანიძემ და აღნიშნა, რომ თავად აშშ-ს არ უნდა აწყობდეს საქართველოსთან ისეთი ურთიერთობები, როგორიც აქამდე ჰქონდა, რადგან დღეს მსოფლიო პოლიტიკაში სრულიად განსხვავებული ვითარებაა. თამარ ჩიბურდანიძემ განმარტა, რომ დარწმუნებულია – ამერიკა საქართველოს მიიღებს ისეთს, როგორიც არის და […]

სოხუმში, მუზეუმში შამილ ბასაევის ფოტოს გამოჩენას მოსკოვის უკმაყოფილება მოჰყვა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო მუზეუმში დროებით დაიხურა გამოფენა, რომელზეც ჩეჩენი საველე მეთაურის, შამილ ბასაევის პორტრეტი იყო გამოფენილი წარწერით: „აფხაზეთის გმირი“. სოხუმში „რუსეთის საელჩოში“ РБК-ს განუცხადეს, რომ პორტრეტის გამოფენა „დაუშვებლად მიაჩნიათ“ და მუზეუმს მიმართეს, ხელმძღვანელობისგან კი მიიღეს დაპირება, რომ „უმოკლეს დროში შექმნილი ვითარება გამოსწორება“. ტელეგრამის არხ Hard Blog-ის ავტორი წერს, რომ მუზეუმში დაცული ფოტოები 2013 წელს […]