„ჩვენი ქვეყნიდან მსოფლიოს გავუგზავნით გზავნილს, თუ რა მნიშვნელობა აქვს მშვიდობას ტურიზმის განვითარებისთვის და მოგზაურებისთვის“ – მაია ომიაძე

თბილისში მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავად ბოლო მოსამზადებელი სამუშაოები ტარდება. 27 სექტემბერს, გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით, საქართველო პირველად უმასპინძლებს მასშტაბურ ღონისძიებას. წლევანდელი მსოფლიო ტურიზმის დღის თემატიკაა „ტურიზმი და მშვიდობა“. მსოფლიო ტურიზმის დღის საქართველოში გამართვის მნიშვნელობაზე საუბრობს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე. „27 სექტემბერს მსოფლიო ტურიზმის დღეს აღნიშნავს, რომელიც გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის მიერ 1979 წელს დაწესდა. […]
„გაძვირება გარდაუვალია“ – „ზარაფხანა“ ოქროზე ფასის ზრდას აანონსებს

საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს ფასი რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა. უნცია მეტალი ამ დროისთვის 2 629 დოლარად ივაჭრება, რაც ბოლო ერთ წელიწადში 35%-ით გაძვირებული მაჩვენებელია. ძვირფასი ლითონის ფასზე რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი მოქმედებს, ბოლო პერიოდში ოქროზე ფასის ზრდას ანალიტიკოსები პირდაპირ უკავშირებენ ამერიკის ფედერალური რეზერვის მხრიდან რეფინანსირების განაკვეთის 5%-მდე შემცირებას. ბუნებრივია, გლობალურად ოქროს გაძვირება მოქმედებს ქართულ ბაზარზეც. როგორც „ზარაფხანაში“ ამბობენ, […]
მრავალეროვნული სამეთაურო-საშტაბო სწავლება – ETERNITY 2024 დაიწყო

საქართველოს თავდაცვის ძალების ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნებისა და შეფასების ცენტრის სამწყობრო მოედანზე მრავალეროვნული სამეთაურო-საშტაბო სწავლების – ETERNITY 2024 გახსნის ოფიციალური ცერემონიალი ჩატარდა. სწავლების საშტაბო და საველე კომპონენტებში სამი ქვეყნის – საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სამხედრო მოსამსახურეები, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტისა და საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლები მონაწილეობენ. თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი […]
სულ უფრო ცხადი ხდება, რომ ოპოზიცია ისტორიული მარცხის პირისპირ დგას – შალვა პაპუაშვილი

წინასაარჩევნო პერიოდის დასკვნით ფაზაში შესვლასთან ერთად, სულ უფრო ცხადი ხდება, რომ ოპოზიცია ისტორიული მარცხის პირისპირ დგას.”– განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა 24 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე. “საზოგადოებისთვის უკვე ცხადია, რომ ოპოზიციის ცალყბად და უნიათოდ წარმოებული საარჩევნო კამპანია დაცლილია იდეებისგანაც კი, გეგმებზე რომ არაფერი ვთქვათ. ოპოზიციის კამპანია აგებულია მხოლოდ დაპირისპირებაზე, ნეგატივზე და ზიზღის ენაზე, რაც უკვე არაერთხელ […]
წყაროების ცნობით, ამერიკამ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი შეიმუშავა

შეერთებულ შტატებს ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები შემუშავებული აქვს და მის უახლოეს მომავალში დაწესებას განიხილავს, აცხადებენ მთავრობის წყაროები “ამერიკის ხმასთან”. ანი ჩხიკვაძე “ტვ პირველთან” საუბრობს მათ მიერ “ამერიკის ხმისთვის” მიწოდებულ ინფორმაციაზე.
პრეზიდენტის რანგში ბაიდენი გაეროს გენერალურ ასამბლეას ბოლოჯერ მიმართავს

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღეს, 24 სექტემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეას სიტყვით მიმართავს. პრეზიდენტის რანგში, ეს ასამბლეაზე მისი ბოლო გამოსვლა იქნება. მოელიან, რომ სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდენტი ისაუბრებს ამერიკის საგარეო პოლიტიკის რამდენიმე მიმართულებაზე, მათ შორის ომზე უკრაინასა და ღაზის სექტორში. ეს იქნება ბაიდენისთვის ერთ-ერთი ბოლო შანსი, რათა მასშტაბურ საერთაშორისო ფორუმზე, მოუწოდოს სახელმწიფოებს, აქტიურად დაუჭირონ მხარი რუსეთის […]
ჭიათურაში გაჩერებულ მაღაროებს კონსერვაცია ან ლიკვიდაცია ემუქრებათ

კონსერვაცია თუ ლიკვიდაცია – რა ბედი ელის რადიკალური ჯგუფის მიერ თვითნებური პროტესტის შემდეგ კოროხნალის და შუქრუთის პარალიზებულ მაღაროებს საბოლოო გადაწყვეტილება სპეციალისტების დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი. მაღაროებში არსებული მდგომარეობის შესწავლას კომპანიას მთავრობის 2013 წლის 430-ე დადგენილება ავალდებულებს. სადაც ნათქვამია, რომ „მაღაროს 6 თვეზე მეტი ხნით შეჩერების შემთხვევაში მაიზოლირებელი და დამცავი ღონისძიებების გატარებაა“ საჭირო. მთავრობის ამავე დადგენილებაში […]
აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის თავმჯდომარეებმა პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართეს

აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის თავმჯდომარეებმა პირველი ოფიციალური შეხვედრა ბათუმში გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ლევან მგალობლიშვილმა და თორნიკე რიჟვაძემ ერთმანეთს კოლეგა მინისტრები წარუდგინეს და ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს. “შეხვედრას, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შენობაში გაიმართა, ესწრებოდნენ აფხაზეთის მთავრობის მხრიდან – ჯანდაცვის მინისტრი ლაშა ქარდავა, კულტურის და […]
საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის წევრებს შეხვდნენ

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოში ვიზიტად მყოფ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის წევრებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. შეხვედრაზე, რომელსაც ოპოზიციის წევრები: თეონა აქუბარდია, ანა ნაცვლიშვილი, ჰერმან საბო, თამარ კორძაია, ხათუნა სამნიძე და ხატია დეკანოიძე ესწრებოდნენ, წინასაარჩევნო გარემო მიმოიხილეს და 26 ოქტომბერს გასამართ საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. „წინასაარჩევნო გარემოზე საუბრისას, რა თქმა უნდა, […]
ზარქუა პრეზიდენტს: ,, ამ ქვეყნის წინააღმდეგ მავნებლობაში შალიკოსაც კი გაასწარით”

უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა სალომე ზურაბიშვილს მიმართავს: ,,ერთი ხანდაზმული თაღლითი (რაც სასამართლომ დაადგინა) და მეორე მოღალატე – ამ ორი უავტორიტეტო გუნდის თუ პლატფორმის გაერთიანების ამბავში ჩაერთო პრეზიდენტი. მე მას მოვუწოდებ, სანამ ამ ქარტიაზე და სიგიჟეებზე ილაპარაკებთ, კეთილი ნებეთ და ხელი მოაწერეთ ამნისტიის კანონპროექტს. ათასამდე პატიმარი ელოდება თქვენს ხელმოწერას, რომ გათავისუფლდნენ. საბოლოო ჯამში მაინც შევა ძალაში […]