“ახლა რომ გვქონდეს გაგანია ომი, ხომ იჯდებოდა დღეს ჩვენი პრემიერი ბაიდენთან ერთად?” – ირაკლი ლატარია

ზელენსკი თუ სადილობს ბაიდენთან ერთად, მაგიტომ დარჩა უკრაინა კიევის ამარა? ჯერ რა კლოუნადაა, დაპატიჟო და მეორე დღეს უარი თქვა. ახლა რომ გვქონდეს გაგანია ომი, მინიმუმ ნახევარი მილიონი ქართველი რომ მიწაშე ვიწვეთ და თბილისის იქით საქართველო აღარ იყოს – ხომ იჯდებოდა დღეს ჩვენი პრემიერი ბაიდენთან ერთად? … ხოდა რა მინდოდა მეთქვა? .. ვისაც ეს სცენარი გიზიდავთ […]

ცხინვალი აცხადებს, რომ თბილისს “საზღვრის კანონდამღვევი” გადასცეს

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება აცხდებს, რომ “საქართველოს გადასცეს მისი მოქალაქე ვასილ სალამაშვილი, რომელმაც რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი დაარღვია”. ცხინვალის განცხადებითვე, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ საკორინთლოს 43 წლის მკვიდრი მათმა მესაზღვრეებმა 24 სექტემბერს ლენინგორის [ახალგორი -რედ.] რაიონის მონასტრის მიდამოებში დააკავეს. “იმასთან დაკავშირებით, რომ კანონდამღვევს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტმა [КГБ] გადაწყვიტა, ის ქართულ მხარეს ჯარიმის […]

კახა კალაძე ბაიდენთან მიღებაზე კობახიძის მიწვევის გაუქმებაზე – რაც უფრო მოახლოვდება არჩევნების თარიღი, ასეთი სიურპრიზები ბევრი იქნება – ჩვენ ვერანაირი მუქარა ვერ შეგვაშინებს იმიტომ, რომ სწორ საქმეს ვაკეთებთ!

რაც უფრო მოახლოვდება არჩევნების თარიღი, ასეთი სიურპრიზები ბევრი იქნება. ბევრი იქნება ასეთი განცხადებები, როდესაც თეთრზე შავს გეუბნებიან. ბევრ იქნება თვალებში ნაცრის შეყრის მცდელობა, – ასე შეაფასა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენთან მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიწვევის გაუქმება. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მათ ვერანაირი მუქარა ვერ შეაშინებთ იმიტომ, რომ სწორ […]

„ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისა და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე პროკურატურამ 5 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისა და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე 5 პირს ბრალდება წარუდგინა. საქართველოს პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ვ.გ.-ს და მ.გ.-ს შორის მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ფინანსური დავა წარმოიშვა. ბრალდებულებმა დავის გადაწყვეტის მიზნით „ქურდული სამყაროს“ წევრებს კ.ვ.-ს და გ.კ.-ს მიმართეს. ფინანსური დავის „ქურდული გარჩევის“ […]

„ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს ქობულეთის მოსახლეობასთან აგრძელებს

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ქობულეთის დელეგატი გია ჭყონია, სოფელ გელაურს ეწვია და „ჩაის ფაბრიკის“ დასახლებაში მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს დასახლების საჭიროებები და მათი გადაჭრის გზები. დელეგატმა მოსახლეობასთან ისაუბრა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობაზე და მიმდინარე მოვლენებზე. ამომრჩეველი გაეცნო გუნდის სამომავლო გეგმებს, ასევე ისაუბრეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

საია ჯებირის დაზიანებისთვის დაკავებულებზე: სასამართლო აგრძელებს მანკიერ პრაქტიკას

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტის დროს 400-ლარიანი ჯებირის დაზიანებისთვის დაკავებული საბა მეფარიშვილისა და ომარ ოკრიბელაშვილის საქმეზე შეფასებას აქვეყნებს. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ 23 სექტემბრის სხდომაზე დაცვის მხარემ პატიმრობის ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების სახით შეცვლაზე იშუამდგომლა, თუმცა სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის არგუმენტაცია და ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა. ორგანიზაციის პოზიციით, აღკვეთის ღონისძიების მიზნების მიღწევა შესაძლებელი […]

კახა კალაძე ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებაზე – საზოგადოებას ხელი უნდა მიუწვდებოდეს, კონკრეტულ არასამთავრობო ორგანიზაციებს ვინ აფინანსებს და რაში ხარჯავენ თანხებს

კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები არიან გამტარები ქვეყანაში შემოსული შავი ფულის, რითაც პოლიტიკური პარტიები ფინანსდება, – ასე გამოეხმაურა კახა კალაძე ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც „აირჩიე ევროპას“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“, როგორც „გაცხადებულ საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებს“, ფინანსური ანგარიშების წარმოდგენა დაევალათ. მისივე განმარტებით, თუ აღნიშნული ორგანიზაციები არ წარმოადგენენ მოთხოვნილ ინფორმაციას, სახელმწიფო მათ მიმართ კანონის ფარგლებში იმოქმედებს. […]

ბადრი ჯაფარიძე – კობახიძესთან შეხვედრა არცერთ ღირსეულ პოლიტიკოსს არ ენდომება იმიტომ, რომ ის არის ძალის წარმომადგენელი, რომელიც გამორჩეულია მისი პრორუსული ორიენტაციით და დესტრუქციული განცხადებებით

ეს არ არის გასაკვირი, კობახიძესთან შეხვედრა დღეს არცერთ ღირსეულ პოლიტიკოსს არ ენდომება იმიტომ, რომ კობახიძე არის იმ ძალის ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელიც გამორჩეულია მისი პრორუსული ორიენტაციით, მისი დესტრუქციული განცხადებებით, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, როდესაც ისაუბრა „ამერიკის ხმის“ ინფორმაციაზე, რომ რომ ჯო ბაიდენის მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მიწვევა გაუუქმეს. ბადრი ჯაფარიძის […]

ბადრი ჯაფარიძე – რაჟდენ კუპრაშვილი დაკავებულია არა კორუფციული ფაქტების გამოვლენით, არამედ ოპოზიციური პარტიების დევნით – კუპრაშვილის მიხედვით რობერტ დენირო და ტეილორ სვიფტიც პოლიტიკური აქტორია

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი, რაჟდენ კუპრაშვილი დაკავებულია არა კორუფციული ფაქტების გამოვლენით, არამედ ოპოზიციური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების დევნით. მისივე თქმით, რაჟდენ კუპრაშვილი არის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ მართული. „მინდა შევაფასო რაჟდენ კუპრაშვილი, რომელიც დაკავებულია არა კორუფციული ფაქტების გამოვლენით, არამედ ოპოზიციური პარტიების დევნით, მათ პირად ცხოვრებაში ჩარევით. ასევე, არასამთავრობო […]

ანრი ოხანაშვილი – ძებნილი კრიმინალის, ზურაბ ადეიშვილის გაეროში მიწვევით დასტურდება დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ – არ შეიძლება შეურაცხყოფა მიაყენო ხალხს, რომელსაც შეეხო რეპრესიული რეჟიმი

ძებნილი კრიმინალის, ზურაბ ადეიშვილის გაეროში მიწვევით დასტურდება მიმწვევი მხარის დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ „საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი უკრაინის დელეგაციასთან ერთად გაეროში იმყოფება“. “როდესაც ძებნილ კრიმინალს გაეროში მიიწვევ, როგორც ჩანს, გაინტერესებს ამ ადამიანის დამოკიდებულება კონკრეტული საკითხებისადმი და ასეთი კრიმინალის აზრების მოსმენა […]