ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე გადადგა

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე გადადგა. ამის შესახებ მან დღეს, ბათუმის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის დასასრულს განაცხადა. მიზეზად ჭიჭინაძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობა დაასახელა. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში ვიღებ მონაწილეობას. კანონმდებლობიდან გამომდინარე, ვწყვეტ უფლებამოსილებას საკრებულოს თავმჯდომარეობიდან“,- განაცხადა რამაზ ჯინჭარაძემ. 26 სექტემბერი ბოლო დღეა, როცა არჩევნებისთვის რეგისტრირებულმა პოლიტიკურმა გაერთიანებებმა პარტიული სიები უნდა […]
„ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს ვაკის რაიონის მოსახლეობასთან აგრძელებს

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ვაკის დელეგატი ზუკა რურუა, არაყიშვილის N11-ისა და ლორთქიფანიძის N34-ის მობინადრეებს შეხვდა. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, დელეგატმა შეხვედრებზე ისაუბრა 2024 წლის არჩევნების მნიშვნელობასა და იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც მათი გუნდი დგას. ასევე მოისმინა მობინადრეთა საჭიროებები. „ადგილობრივებმა ღია მხარდაჭერა და გვერდში დგომა გამოგვიცხადეს, რაც კიდევ უფრო მეტ სტიმულს გვაძლევს ერთგულად გავაგრძელოთ ჩვენს მოქალაქეებზე […]
საია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ საწინააღმდეგო პროტესტის დროს დაკავებული საბა მეფარიშვილისა და ომარ ოკრიბელაშვილის საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

საია უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის” საწინააღმდეგო პროტესტის დროს დაკავებული საბა მეფარიშვილისა და ომარ ოკრიბელაშვილის საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც საია-ში განმარტავენ, სასამართლოს მხრიდან პატიმრობის გამოყენება არ არის პატიმრობის შეფარდებისთვის შესაბამისი სტანდარტით დასაბუთებული, რადგან „აბსტრაქტულად არის შეფასებული საფრთხეები და შესაბამისი მიზნების მიღწევა სხვა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებითაც შეიძლებოდა“. „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საია აწარმოებს სისხლის სამართლის […]
პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს ბათუმის მოსახლეობასთან აგრძელებს

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ბათუმისა და ხელვაჩაურის დელეგატი აჩიკო ბერიძე, ქალაქ ბათუმში, ქათამაძის ქუჩის მოსახლეობას კარდაკარ შემოვლის პრინციპით შეხვდა. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, დელეგატმა მოსახლეობასთან ისაუბრა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობაზე და მიმდინარე მოვლენებზე. ამომრჩეველი გაეცნო გუნდის სამომავლო გეგმებს, ასევე ისაუბრეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე.
ანრი ოხანაშვილი – ეს ფაქტი მეტყველებს თავად მიმწვევი პირის აშშ-ის დამოკიდებულებაზე ჩვენი ქვეყნის მიმართ – როგორც ჩანს, ეს ე.წ. სტრატეგიული პარტნიორობის რაღაც ახალი სტანდარტია

ეს ე.წ. სტრატეგიული პარტნიორობის რაღაც ახალი სტანდარტია, როგორც ჩანს – ეს ფაქტი მეტყველებს თავად მიმწვევი პირის [აშშ-ის] დამოკიდებულებაზე ჩვენი ქვეყნის მიმართ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რითაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიწვევის გაუქმებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს არის კიდევ ერთი სალაპარაკო თემა “წყალწაღებული ოპოზიციისთვის”. […]
კახა კალაძე აშშ-სთან ურთიერთობაზე – არ მოხდება ჩვენი მხრიდან ქვეყნის ინტერესების დათმობა!

საქართველოს ხელისუფლება მზად არის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, მზად არის, კიდევ უფრო გააღრმავოს, კიდევ უფრო მეგობრული გახადოს ეს ურთიერთობა, მაგრამ როგორც სიყვარული ვერ იქნება ცალმხრივი, ისევე ეს ურთიერთობები ვერ იქნება ცალმხრივი, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობებზე საუბრისას განაცხადა. მან აშშ-ის სენატში საქართველოს შესახებ დაგეგმილი განხილვა შეაფასა და აღნიშნა, რომ ახალს არაფერს […]
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა საკონსტიტუციო სასამართლოსთან აქცია გამართეს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა აქცია გამართეს. შეკრებილების განცხადებით, ისინი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ, რათა „გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით“ გადაწყვეტილება დროულად მიიღოს. ახალგაზრდებს მიაჩნიათ, რომ წარმოდგენილი კანონი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესებს აფერხებს. „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაცია, საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართავთ და მოვითხოვთ, გონივრულ ვადებში დააჩქაროს გადაწყვეტილების მიღება, რადგან ეს ყველაფერი აფერხებს საქართველოს […]
გიორგი ბოტკოველი – სიმბოლურია, რომ მიხეილ სააკაშვილის წიგნის პრეზენტაცია იმართება ადგილზე, სადაც წლების განმავლობაში არაერთი აშშ-ს სენატორი, კონგრესმენი, ევროპარლამენტარი და სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტი ყოფილა, რა დროსაც ისინი ეცნობოდნენ იმ ტრადიციებს, რომლითაც ამაყობს ქართველი ერი

სიმბოლურია, რომ მიხეილ სააკაშვილის წიგნის პრეზენტაცია იმართება იმ ადგილზე, სადაც წლების განმავლობაში არაერთი აშშ-ს სენატორი, კონგრესმენი, ევროპარლამენტარი და სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტი ყოფილა, რა დროსაც ისინი ეცნობოდნენ იმ ტრადიციებს, რომლითაც ამაყობს ქართველი ერი, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა. პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკარმიდამოში, საქართველოს მესამე […]
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე, რამაზ ჯინჭარაძე გადადგა

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე, რამაზ ჯინჭარაძე გადადგა – თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დღეს, 25 სექტემბერს, საკრებულოს რიგგარეშე სხდომის ბოლოს გააკეთა. რამაზ ჯინჭარაძის განცხადებით, არჩევნებამდე საკრებულოს რიგით წევრად დარჩება. ხოლო ახალი თავმჯდომარის არჩევამდე თავმჯდომარის მოვალეობა, კანონის შესაბამისად, პირველმა მოადგილემ, ირაკლი თავდგირიძემ უნდა შეასრულოს. ამასთან, რამაზ ჯინჭარაძე “ოცნების” უმაღლესი საბჭოს საარჩევნო სიაში იქნება.
“ჩააცვა, დაახურა, აჭამა, ასვა გერმანიამ და თბილისში ბუნდესტაგის დელეგაციას არც კი შეხვდა” – ლევან ლორთქიფანიძე

სტუმარ-მასპინძლობაზე ლაპარაკობს კაცი, რომელსაც ჩააცვა, დაახურა, აჭამა, ასვა გერმანიის სახელმწიფომ, და თავად თბილისში ჩამოსულ ბუნდესტაგის დელეგაციას არც კი შეხვდა, არ მცალიაო … სამაგიეროდ, მეორე დღეს მალაიზიის პარლამენტის ზედა პალატის მესამე ვიცე-სპიკერს შეეგება ცხელ-ცხელი ხაჭაპურებითა და ფელამუშით. სტუმარ-მასპინძლობაზე ლაპარაკობს კაცი, რომლის თანამებრძოლმა დეპუტატმა სააკაშვილის ხელისუფლებიდან წამთრევ, ათას ორასი წლის სენატორს, ქ-ნ ჯინ შაჰინს “ჩათლაშკა” ეძახა (პარდონ!)… […]