საელჩო: კობახიძის მიწვევა ანტიდემოკრატიული ქმედებებისადმი მზარდი შეშფოთების გამო გაუქმდა

საქართველოში აშშ-ის საელჩო ფორმულას კითხვის პასუხად განმარტავს, რატომ გაუუქმა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პრემიერმინისტრს ირაკლი კობახიძეს მიღებაზე მიწვევა. საელჩოში ამბობენ, რომ მიზეზი საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებისა და დეზინფორმაციის მიმართ მზარდი შეშფოთებაა. “ბაიდენის ადმინისტრაციამ გააუქმა პრემიერმინიტრს კობახიძის მიწვევა გაეროს ასოციაციის ყოველწლიურ მიღებაზე და უარი თქვა ქართულ დელეგაციასთან შეხვედრაზე საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებების, დეზინფორმაციისა და აშშ-სა და […]

“გია კობახიძეს მინდა ვკითხო, ეს უნდოდა თავისი ქვეყნისთვის? მისი შვილის ხელით უნდა გაკეთებულიყო ეს ყველაფერი?” – მანანა მანჯგალაძე

ამასაც მოვესწარით … ამაზე მეტი კრახი რა იყოს…. სრულ იზოლაციაში შევყავართ… გია კობახიძეს მინდა ვკითხო ეს უნდოდა თავისი ქვეყნისთვის? მისი შვილის ხელით უნდა გაკეთებულიყო ეს ყველაფერი.. ამისთვის” იბრძოდა” წლების წინ რომ რუსეთის ფრთის ქვეშ, უკანა ეზოდ თუ ისევ მასთან ასოცირებული ვყოფილიყავით? ვინ იყო ყველაზე დიდი მტერი საქართველოსთვის . თი ისეთი მოაჯირები ვართ რომ ვიტყვით რა […]

კახა კალაძე – სულ რომ ბაიდენი ჩამოვიდეს საქართველოში და პირდაპირ ჩაერთოს საარჩევნო კამპანიაში, ამ რადიკალურ ოპოზიციას არაფერი ეშველება

სულ რომ ბაიდენი ჩამოვიდეს საქართველოში და პირდაპირ ჩაერთოს საარჩევნო კამპანიაში, ამ რადიკალურ ოპოზიციას არაფერი ეშველება, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიწვევის გაუქმებას. როგორც კალაძემ აღნიშნა, აშშ-ში ამ გადაწყვეტილებით შეეცადნენ, რომ სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე მყოფ ოპოზიციას დახმარებოდნენ. „გაუქმდა მიღებაზე დასწრება. ჯერ გამოგზავნილი იყო მოწვევა, […]

კახა კალაძე – ადამიანები, რომლებიც გვეუბნებიან, რომ საქართველომ უკან გადადგა ნაბიჯები, არიან ისინი, ვინც კრიმინალებს, როგორიცაა ადეიშვილი, სააკაშვილი, მერაბიშვილი გვარამია და მელია, დემოკრატიის შუქურას უწოდებენ

როგორ შეიძლება, ადეიშვილი იქ იმყოფებოდეს, სადაც დღეს იმყოფება?! ჩვეულებრივი კრიმინალია და თავი იყო იმ ბოროტების, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლების სახით გვყავდა, – ასე აფასებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ყოფილი გენერალური პროკურორის, ამჟამად კი, სხვადასხვა დანაშაულისათვის მსჯავრდებული ზურაბ ადეიშვილის ვიზიტს გაეროში, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, ის სხვადასხვა შეხვედრას, როგორც უკრაინის დელეგაციის ერთ-ერთი მონაწილე, ესწრება. „ზუსტად ის ადამიანები, რომლებიც […]

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა „ეკონომიკურ საკითხებში სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღიარებისა და აღსრულების შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა სასამართლო გადაწყვეტილებების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა, – ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ პროექტი „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. „ეხო კავკაზას“ ცნობით, „ეკონომიკურ საკითხებში სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღიარებისა და აღსრულების შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირებას მხარი 27-მა ე.წ. დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო ორმა თავი შეიკავა. „შეთანხმების რატიფიცირება ჩვენს ეროვნულ მეწარმეებს ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის და საშუალებას მოგვცემს, […]

საგარეო უწყება დავით ზალკალიანის გადადგომას არ ადასტურებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია აშშ-ში საქართველოს ელჩის, დავით ზალკალიანის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. 25 სექტემბერს „მთავარმა არხმა“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში მყოფ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და ელჩ დავით ზალკალიანს შორის კონფლიქტი მოხდა, რის შემდეგაც ზალკალიანმა თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. ტელეარხის ინფორმაციით, კონფლიქტი მოჰყვა […]

იტალიელ მოსწავლეებს AI ასისტენტები ეყოლებათ

იტალიელ სკოლის მოსწავლეებს AI-ზე დაფუძნებული ვირტუალური ასისტენტები ეყოლებათ. საგანმანათლებლო პროცესში ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების გამოყენების საპილოტე პროექტი ქვეყნის ოთხი რეგიონის 15 სკოლაში დაიწყო. მიზანი: სწავლების ხარისხისა და აკადემიური მოსწრების გაუმჯობესება და უფრო ფართოდ, იტალიის ციფრული განხეთქილების შემცირება ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან შედარებით. თუ ექსპერიმენტი წარმატებული იქნება, AI ტექნოლოგიები დაინერგება სასკოლო განათლების სისტემაში მთელი ქვეყნის მასშტაბით. წყარო: euronews

ლევილში ქართული ჯიშის ვაზის გასაშენებლად ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა

საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა გამოაცხადა ელექტრონული აუქციონი საფრანგეთში, ლევილის ისტორიულ-მემორიალური მუზეუმის ეზოში (2250 კვ. მ მიწა და მის მიმდებარედ განთავსებული სამი მღვიმე), ქართული ვაზის ჯიშის გაშენების მიზნით იჯარის გასაცემად. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული მუზეუმი ავრცელებს. ლევილის მამულში ქართული ვაზი საქართველოს სახელმწიფომ 2026 წლის 23 სექტემბრამდე უნდა მოაშენოს, როგორც ამას ითვალისწინებს 2016 წლის 23 სექტემბერს ფრანგი […]

რაულმა შესაძლოა, ყოფილი კლუბი ჩაიბაროს

ლეგენდარულმა ესპანელმა ფეხბურთელმა რაულმა შესაძლოა, თავისი ყოფილი კლუბი “შალკე” გაწვრთნას, სადაც კარიერის ბოლო ხანები თამაშობდა და 66 შეხვედრაში 28 გოლიც მოაგროვა. ესპანელი ამჟამად “რეალ მადრიდ კასტილიას” ავარჯიშებს და სამომავლოდ “ბლანკოსის” ძირითადი გუნდის გაწვრთნა აქვს მიზნად დასახული. თავის მხრივ, “შალკეს” ძალიან მძიმე დროება უდგას და მეორე ბუნდესლიგიდან გავარდნა ემუქრება. გელზენკირხენელებს 6 ტურის შემდეგ 4 ქულა აქვთ […]

დააკავეს სოჭის ყოფილი მერი, რომელიც მანამდე უკრაინაში საომრად წავიდა

სოჭის ყოფილი მერი ალექსეი კოპაიგოროდსკი ოკუპირებულ ლუგანსკში დააკავეს და მოსკოვში გადაიყვანეს. „კავკაზ. რეალიის“ თანახმად, ამის შესახებ ცნობას რუსეთის უსაფრთხოების სამსახურთან დაკავშირებული ტელეგრამის არხები ავრცელებენ. სახელმწიფო სააგენტო “რია ნოვოსტი” წერს, რომ კოპაიგოროდსკის წინააღმდეგ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. არ არის ცნობილი, თუ კონკრეტულად რას უკავშირდებოდა ყოფილი ჩინოვნიკის მიმართ პრეტენზიები. “რია ნოვოსტის” წყაროს თანახმად, გაჩხრიკეს სოჭის მერის ყოფილი მოადგილის, […]