დღეს წმიდა დიდმოწამე, საქართველოს მნათობის, კახეთის დედოფლის ქეთევანის ხსენების დღეა

წმიდა ქეთევანი აშოთან მუხრანბატონის ასული დაიბადა დაახ. 1570 წელს. კეთილგონიერი და მორწმუნე ქეთევანი კახეთის მეფის, ალექსანდრეს უფროს ვაჟზე, დავითზე დააქორწინეს. მეფე ალექსანდრეს კიდევ ორი ვაჟიშვილი ჰყავდა – გიორგი და კონსტანტინე. კონსტანტინე შაჰ-აბასის კარზე იზრდებოდა ბავშვობიდანვე და რჯულიც გამოცვლილი ჰქონდა. ალექსანდრე მეფე მონაზვნად აღიკვეცა ალავერდის ტაძარში. ტახტზე დავითი ავიდა, მაგრამ ოთხიოდ თვეში, 1602 წელს, კახეთის ახალგაზრდა […]

ცესკო – 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები ისეთ ქვეყნებშიც იხსნება, სადაც არც ერთ წინა არჩევნებზე აქამდე არ იყო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები ისეთ ქვეყნებშიც იხსნება, სადაც არ იყო წინა საპარლამენტო არჩევნებზე, ან ზოგადად არც ერთ წინა არჩევნებზე. ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ეს ქვეყნებია: არაბთა გაერთიანებული საამიროები, ფინეთის რესპუბლიკა, კორეის რესპუბლიკა, იაპონია, ავსტრალიის თანამეგობრობა. ასევე, როგორც მან აღნიშნა, ცესკო დღევანდელ სხდომაზე […]

საარჩევნო სიების წარდგენის ვადა დღეს იწურება, არჩევნებში მონაწილე მაღალჩინოსნები კი, პრემიერ-მინისტრის გარდა, თანამდებობებიდან უნდა გადადგნენ

26 სექტემბერი ბოლო დღეა, როცა საპარლამენტო არჩევნებისთვის რეგისტრირებულმა პოლიტიკურმა გაერთიანებებმა პარტიული სიები უნდა წარადგინონ. ცესკოში პარლამენტის წევრობის კანდიდატების რეგისტრაციის თაობაზე განაცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს მეორე დღისა კი, “საარჩევნო კოდექსით“ განსაზღვრული თანამდებობის პირები დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგნენ და გათავისუფლდნენ. მათ ამისთვის ვადა 28 სექტემბრის ჩათვლით აქვთ. არჩევნებში კენჭისყრის შემთხვევაში, კანონი თანამდებობიდან გადადგომას შემდეგ თანამდებობის პირებს ავალდებულებს: […]

ვოლოდიმირ ზელენსკი ჯო ბაიდენს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნიუ-იორკში აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს შეხვდა, – ამის შესახებ განცხადებას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შედგა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯო ბაიდენს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „ვოლოდიმირ ზელენსკიმ აქცენტი გამარჯვების გეგმის საკითხზე გაამახვილა. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მას ვაშინგტონში, 26 სექტემბერს გასამართ შეხვედრაზე განიხილავენ“, […]

ბაღდათი-აბასთუმნის გზის და აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობა-რეაბილიტაცია გრძელდება

მაღალი ტემპით მიმდინარეობს ბაღდათი-აბასთუმნის გზის და აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობა-რეაბილიტაცია. გვირაბი გაჭრილია, ხელოვნური ნაგებობების ნაწილი დასრულებულია, მიმდინარეობს ხიდების მშენებლობა, კოჭების მონტაჟი, ბურჯების ამოყვანა და საფარის მოწყობა. წლევანდელი გეგმით, გზის, დაახლოებით, 9 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა დასრულდება,- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობის მონახულების შემდეგ განაცხადა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის […]

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, სეულში ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, სეულში ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა გაიმართა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიება მოიცავდა პროფესიულ მასტერკლასს და პრეზენტაციას 300 მოწვეული სტუმრისთვის, რომელთა შორის მეღვინეობის დარგის ექსპერტები, სომელიეები, ბაიერები, მედიის წარმომადგენლები და ინფლუენსერები იყვნენ. ქალაქ სეულში ქართული ღვინის მასშტაბურ წარდგენას კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი თარაშ პაპასქუა დაესწრო. დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო 15-მდე […]

საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესების დარღვევით გადმოტანის ფაქტი გამოავლინა

საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესების დარღვევით გადმოტანის ფაქტი გამოავლინა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, ბრალდებულებმა საბაჟო საზღვარზე ჯამში დაახლოებით 4 447 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები გადმოიტანეს. „ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, წინასწარი […]

გიული ალასანია – თელავში ხალხი იმედიანად არის განწყობილი, დარწმუნებულები არიან, რომ ცვლილებები 26 ოქტომბერს უნდა მოხდეს

თელავში ხალხი იმედიანად არის განწყობილი, დარწმუნებულები არიან, რომ ცვლილებები 26 ოქტომბერს უნდა მოხდეს, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილის წიგნის პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მოსახლეობასთან შეხვედრით კმაყოფილია. „თელავში შევხვდით ძალიან საინტერესო ადამიანებს. პირველი, რაც თვალში მხვდება, ეს არის იმედი, იმედიანად არის ხალხი განწყობილი, დარწმუნებულები არიან, რომ […]

„ჯივიპი“ გახოკიძის ქუჩის მასშტაბური რეაბილიტაციის ფარგლებში ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშოებს ჩაატარებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” 2024 წლის საინვესტიციო გეგმის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ და მნიშვნელოვან პროექტს – გახოკიძის ქუჩის წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციას აქტიურად ახორციელებს. „ჯივიპის“ ცნობით, სამუშაოების მიმდინარე ეტაპზე უკვე განახლდა 2 კილომეტრზე მეტი სიგრძის წყალმომარაგებისა და 700 მეტრი სიგრძის წყალარინების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები, მოეწყო 60 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და დამონტაჟდა 7 სახანძრო ჰიდრანტი. „ახლად მოწყობილი […]

გიორგი ბოტკოველი – თელავი და მთლიანად კახეთიც მზად არის რომ გაიმარჯვოს საქართველომ, რა თქმა უნდა, გაიმარჯვოს მიხეილ სააკაშვილთან ერთად

თელავი და მთლიანად კახეთიც მზად არის რომ გაიმარჯვოს საქართველომ, რა თქმა უნდა, გაიმარჯვოს მიხეილ სააკაშვილთან ერთად, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცნობით, ყვარლის შემდეგ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წიგნის პრეზენტაცია თელავში გაიმართა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მდივანი გიორგი […]