Transfermarkt-ზე ბუდუ ზივზივაძის ღირებულება გაორმაგდა

საფეხბურთო პორტალ Transfermarkt-ზე მეორე ბუნდესლიგის მოთამაშეთა ღირებულებები განახლდა. ცვლილება, როგორც მოსალოდნელი იყო, ბუდუ ზივზივაძესაც შეეხო, რომლის ღირებულებაც 900 ათასი ევროთი გაიზარდა და ამჟამად 1,8 მილიონ ევროს შეადგენს. 6 ჩატარებულ თამაშში ქართველი ფორვარდის ანგარიშზე 6 გატანილი გოლი და ერთი საგოლე გადაცემაა, რისი წყალობითაც ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზე იმყოფება. ამას გარდა გერმანიის თასზე ზივზივაძემ 1 გოლი […]

26 ოქტომბრის არჩევნებისთვის საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები იხსნება ისეთ ქვეყნებშიც, სადაც არც ერთ წინა არჩევნებზე არ იყო

ცენტრალური საარჩევნო კომისია დღევანდელ სხდომაზე 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების შექმნის საკითხს განიხილავს. როგორც ცესკო-ში განაცხადეს, კანონმდებლობის შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაციამ საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიიღო განახლებული მონაცემები ქვეყნის ფარგლებს გარეთ საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი 65 508 საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქის შესახებ. როგორც ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიან ბრიფინგზე განაცხადა, საარჩევნო უბნები ისეთ ქვეყნებშიც იხსნება, სადაც […]

ბიუჯეტში წელიწადში ₾40-45 მლნ-ს ვიხდით – EFES Georgia

მიმდინარე წლის 8 თვეში ბიუჯეტმა ადგილობრივი წარმოების და იმპორტირებული ლუდის მხოლოდ აქციზიდან 52 მილიონ ლარამდე შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 3 მილიონით აჭარბებს. ფინანსთა სამინისტროს თანახმად, ქვეყანაში რეალიზებული ლუდის უდიდესი ნაწილი ადგილობრივი წარმოებისაა. წლის პირველ 8 თვეში ლუდის სექტორმა ადგილობრივი წარმოების ლუდის აქციზის გადასახადის სახით ბიუჯეტში 46 მილიონ ლარამდე შეიტანა, 6 მილიონ ლარამდე […]

„გვჯერა, რომ საქართველოს სურვილი, გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, 2030 წლისთვის ასრულდება“ – პრემიერი

ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი და გვჯერა, რომ საქართველოს სურვილი, გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, 2030 წლისთვის ასრულდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო დგას უახლესი ისტორიის გზაგასაყარზე და მთავრობა მოწოდებულია, ქვეყანა ერის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე მართოს. „ჩვენი საქართველო დგას თავისი უახლესი ისტორიის გზაგასაყარზე, […]

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

დღეს, 26 სექტემბერს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” სამგორის სათავე ნაგებობაზე, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცნობით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოების ფარგლებში სათავე ნაგებობის მაგისტრალურ მილსადენზე ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულს განაახლებენ. „გადაუდებელი სამუშაოები დღეს, 26 სექტემბერს, 23:00 საათიდან დაიწყება და მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის […]

ბრაზილიის პრეზიდენტი – ევროკავშირისა და მერკოსურის შეთანხმების შესახებ ასე ოპტიმისტურად განწყობილი არასდროს ვყოფილვარ

ევროკავშირისა და მერკოსურის შეთანხმების შესახებ ასე ოპტიმისტურად განწყობილი არასდროს ვყოფილვარ, – ამის შესახებ ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლუის ინასიო ლულა და სილვამ განაცხადა. „თუ ევროკავშირი მზარ არის, შეგვიძლია სავაჭრო შეთანხმებას ხელი ბრაზილიაში, „დიდი ოცეულის“ შეხვედრისას მოვაწეროთ. ევროკავშირისა და მერკოსურის შეთანხმების შესახებ ასე ოპტიმისტურად განწყობილი არასდროს ვყოფილვარ“, – განაცხადა ლულამ. ცნობისთვის, ბრაზილიაში „დიდი ოცეულის“ სამიტი 18-19 ნოემბერს გაიმართება.

უკრაინელებმა რუსების გაშვებული 66 დრონი და 4 რაკეტა ჩამოაგდეს

რუსებმა წუხელ უკრაინაში 78 „კამიკაძე-დრონი“ და 6 რაკეტა გაუშვეს, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 66 უპილოტო საფრენი აპარატი და 4 რაკეტა გაანადგურა, – ინფორმაციას უკრიანული მედია შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მტერმა სუმის ოლქს ბელგოროდის ტერიტორიიდან გაურკვეველი ტიპის ორი რაკეტით შეუტია, ხოლო ოდესის ოლქს შავი ზღვიდან X-59/69 ტიპის ოთხი მართვადი რაკეტით. ამასთან, რუსებმა რუსეთის […]

ჩინეთსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან მტკიცე ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო წამყვანი მოთამაშეა რეგიონულ და ფართო ევრაზიულ კონტექსტში – ირაკლი კობახიძე

ჩინეთსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან მტკიცე ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო წამყვანი მოთამაშეა რეგიონულ და ფართო ევრაზიულ კონტექსტში – ირაკლი კობახიძე საქართველოს სტრატეგიული მდებარეობის წყალობით, რომელიც წარმოადგენს ბუნებრივ ხიდს ევროპასა და აზიას შორის, ჩვენი ქვეყანა უზრუნველყოფს უმოკლეს მარშრუტს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. […]

Uber–ი, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში რობოტაქსის სერვისებს, ჩინურ WeRide-თან პარტნიორობით უზრუნველყოფს

Uber–ი, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში რობოტაქსის სერვისებს, ჩინურ WeRide-თან პარტნიორობით უზრუნველყოფს Uber Technologies Inc. აერთიანებს ძალებს ჩინურ WeRide Inc.-თან, რომელთანაც პარტნიორობით იგი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში თავის მომხმარებლებს რობოტაქსის გამოძახების შესაძლებლობას მისცემს. Uber-ის აპლიკაციის მომხმარებლები არაბეთა გაერთიანებულ საამიროებში შეძლებენ დაიწყონ რობოტაქსით მგზავრობის შეკვეთა წელს, ნათქვამია ორი კომპანიის ერთობლივ განცხადებაში. Uber-მა ხელი მოაწერა რიგი ხელშეკრულებები თვითმართვადი მანქანების დეველოპერებთან, […]

უკრაინაზე მასირებული შეტევა იყო – არის მსხვერპლი, კიევში ხანძარი გაჩნდა

უკრაინის დედაქალაქ კიევში და რეგიონების ნაწილში მთელი ღამის განმავლობაში აფეთქებები იყო. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემა რუსულ რაკეტებს და დრონებს იგერიებდა. ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა 62 წლის ქალი. დაზიანებულია შენობები და ავტომობილები. ნიკოლაევის ოლქში შეტევა იყო ენერგოობიექტზე. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ოლქის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ენერგოობიექტებზე […]