ემანუელ მაკრონმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის მიერ უკრაინული სამხედრო ბრიგადის მომზადების საკითხი განიხილეს

საფრანგეთი, უახლოეს მომავალში, უკრაინულ ბრიგადას მოამზადებს და სრულად აღჭურავს, – ამის შესახებ საფრანგეთისა და უკრაინის პრეზიდენტების, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ემანუელ მაკრონის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. შეხვედრის დროს ზელენსკიმ და მაკრონმა განიხილეს უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის შემდგომი გაძლიერება საფრანგეთის დახმარებით და სამხედრო წვრთნები. კერძოდ, ცნობილი გახდა, რომ უახლოეს მომავალში ქვეყანა უკრაინულ ბრიგადას მოამზადებს და სრულად აღჭურავს. […]

გიორგი ბარამიძე – ეს წიგნი მემატიანის მსგავსი ნაწარმოებია მათთვის, ვისაც საქართველოს ბედი აინტერესებს: რა პერიპეტიები იყო, როგორ იბრძოდა, რას აკეთებდა, ვის ელაპარაკებოდა პრეზიდენტი სააკაშვილი

ეს წიგნი მემატიანის მსგავსი ნაწარმოებია მათთვის, ვისაც საქართველოს ბედი აინტერესებს: რა პერიპეტიები იყო, როგორ იბრძოდა, რას აკეთებდა, ვის ელაპარაკებოდა პრეზიდენტი სააკაშვილი, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ თელავში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წიგნის პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს მიიღებს ი გადაწყვეტილებას, რომელიც გაათავისუფლებს საქართველოს და მიხეილ […]

“ლივერპულმა” ესპანეთში მამამარდაშვილის გამო წარმომადგენლები გააგზავნა – დაკვირვება ქართველ მეკარეზე და პრემიები გიორგის ინგლისური გრანდისგან

Relevo-ს ცნობით, “ლივერპულმა” ლა ლიგის მე-7 ტურის თამაშზე, სადაც “ვალენსია” “ოსასუნას” საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდა და ნულოვანი ფრე ითამაშა, თავისი წარმომადგენლები მიაგზავნა. მიზანი უკვე მათი კიპერის გიორგი მამარდაშვილზე დაკვირვება იყო, რომელიც “ღამურების” რიგებში ამ სეზონში იჯარით ითამაშებს. წყარო წერს, რომ ეს სეზონი ჩვენებურისთვის ერთგვარი ტესტი იქნება და მასზე მუდმივი დაკვირვება გაგრძელდება. “მერსისაიდელთა” ამჟამინდელი მეკარე ალისონი ბრწყინვალედ […]

ჩვენ ვიბრძვით მშვიდობის, კეთილდღეობის, პროგრესისა და მდგრადობის უზრუნველყოფისთვის უკლებლივ ყველასთვის – პრემიერი

ჩვენ ვიბრძვით მშვიდობის, კეთილდღეობის, პროგრესისა და მდგრადობის უზრუნველყოფისთვის, უკლებლივ ყველასთვის და ამ პირობებში დიდად სამწუხაროა უკრაინაში მიმდინარე ომის მომსწრენი რომ გავხდით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაეროს უშიშროების საბჭოს შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომლის მთავარი თემაა – “ლიდერები მშვიდობისთვის: გაერთიანებულნი გაეროს წესდებისადმი პატივისცემით, უსაფრთხო მომავლის ძიებაში”. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს მთავრობა, ომის დაწყების […]

რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს 26 სექტემბერს – ვალუტის კურსი

რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს 26 სექტემბერს – ეროვნული ბანკის ოფიციალური, განახლებული მონაცემებით: 1 აშშ დოლარი – 2.7269; 1 ევრო – 3.0498; 1 ფუნტი – 3.6461; 1 ლირა კი 0.0799 ლარი ეღირება.

აშშ-მა უკრაინისთვის 375 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტი გამოაცხადა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის 375 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა, – ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს. დახმარების პაკეტი მოიცავს საარტილერიო საბრძოლო მასალას, საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობას, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს და სხვა კრიტიკულად საჭირო იარაღსა და აღჭურვილობას. „აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ უსაფრთხოების დამატებითი დახმარება გამოაცხადა, რათა უკრაინას მიაწოდოს ინსტრუმენტები, რომელიც საჭიროა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში გასამარჯვებლად. მისი […]

ნისლი და სეტყვა – როგორი ამინდი იქნება 26 სექტემბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. meteo.gov.ge – ის თანახმად, დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. დღისით აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში დღისით +24, +29°; მთაში ღამით +9, +14°, დღისით +22, +27°; მაღალმთაში ღამით +2, +7°, დღისით +15, +20°. აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. […]

სტიქია სამეგრელოში – ძლიერმა წვიმამ და ქარმა წალენჯიხაში პრობლემები შექმნა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ და ქარმა პრობლემები შექმნა. თითქმის ორსაათიანმა ძლიერმა წვიმამ დატბორა რამდენიმე სახლი, დააზიანა შიდა გზები, ჩახერგა ხიდები. სოფელ საჩინოში, ნაგურუს უბანში წყალმა სახლს საძირკველი გამოეცალა, რის გამოც სახლის ერთ-ერთი კედელი ჩამოინგრა. კედელი ოთახის იმ მხარეს ჩამოინგრა სადაც 2 მცირეწლოვან ბავშვს და მოხუცს ეძინათ, თუმცა შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე იმყოფებოდნენ მუნიციპალიტეტის მერიის […]

“პუტინის მონა” – ნიუ-იორკში კობახიძეს შეძახილებით დახვდნენ

ნიუ-იორკში, პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს ქართველი ემიგრანტები შეძახილებით დახვდნენ. კერძოდ, ქალაქში გადაადგილებისას ემიგრანტები კობახიძის მანქანას დახვდნენ და ის “პუტინის მონას” შეძახილებით გააცილეს. “ირაკლი კობახიძის დელეგაცია გაიპარა. რაც ყველაზე სამარცხვინო იყო, ავტომობილზე საქართველოს დროშაც კი მოხსნილი ჰქონდა, იმიტომ რომ ის შეშინებულია, დამფრთხალია – პუტინის მონა. მოგეხსენებათ, რომ ამერიკის პრეზიდენტმა ოფიციალურ მიღებაზე საქართველოს დელეგაცია სიიდან ამოიღო, რადგან პირდაპირ […]

DGN Consulting – საქართველოს ბაზარზე

ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია DGN Consulting-ი, რომელიც უკვე 7 წელია წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე, კლიენტებს მათზე მორგებული მომსახურების ფართო არჩევანს სთავაზობს. როგორც DGN Consulting-ის მენეჯმენტში აცხადებენ, ბოლო სამი წლის განმავლობაში კომპანია არსებითად გაიზარდა და ახალი მიმართულებები დაიმატა. „DGN-ის მთავარი უპირატესობაა კლიენტზე მორგებული მომსახურება, რის ფარგლებშიც კომპანია იღებს მომსახურებას მხოლოდ იმ მოცულობით, რაც მის საოპერაციო საქმიანობას სჭირდება […]