“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” აჭარის ორგანიზაციის ლიდერი – გამარჯვების სიას წარვადგენთ და მასში არიან როგორც ძველი, ასევე ახალი სახეები

ხვალ დილით გვაქვს წარდგენა და ყველა ის ადამიანი, რომელიც არის ამ გამარჯვების სიაში, ცნობილი იქნება საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” აჭარის ორგანიზაციის ლიდერმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ელგუჯა ბაგრატიონმა განაცხადა. მისი თქმით, სიაში არიან როგორც ძველი, ისევე, ახალი სახეები. “ხვალ დილით გვაქვს წარდგენა და ყველა ის ადამიანი, რომელიც […]
ეკა ბესელია – პარტია ,,სამართლიანობისთვის ” დარეგისტრირდა ცესკო-ში, მაგრამ არ წარვადგინეთ საარჩევნო სია

პარტია ,,სამართლიანობისთვის ” დარეგისტრირდა ცესკო-ში, მაგრამ არ წარვადგინეთ საარჩევნო სია , – ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერი, ეკა ბესელია FACEBOOK-ზე წერს. ეკა ბესელიას განცხადებით, ის მზად იყო საკუთარი პარტია დაეთმო რომელიმე ახალი პლატფორმისთვის. მისივე თქმით, ამის მცდელობა იყო „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიასა და „ძლიერი საქართველოს“ ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს შორის პრეზიდენტის მედიაციის დროს. „ამოიწურა საარჩევნო […]
ცესკომ არ დააკმაყოფილა ოპოზიციის მოთხოვნა უცხოეთში საარჩევნო უბნების დამატებაზე

ცესკომ არ დააკმაყოფილა ოპოზიციის მოთხოვნა საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების დამატების შესახებ. საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების საკითხი ცესკოს სხდომაზე დღეს, 26 სექტემბერს, განიხილეს. ცესკოში „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დავით კირთაძემ დააყენა მოთხოვნა, რომ ყველგან, სადაც საქართველოს მოქალაქეებმა უბნების გახსნა მოითხოვეს, დაუყოვნებლივ გაიხსნას, რადგან მისი განცხადებით, ყველა მოთხოვნა აკმაყოფილებს საქართველოს საარჩევნო კოდექსით დადგენილ მოთხოვნას. უცხოეთის იმ ქალაქებს შორის, სადაც […]
“იმ ქვეყნის დედა მოვ@@@ნ, ამ ბანერის პატრონი რო არჩევნებს მოიგებს” – ლევან ბერძენიშვილი

იმ ქვეყნის დედა მოვ***ნ, ამ ბანერის პატრონი რო არჩევნებს მოიგებს
ეროვნული ლიგა. XXVI ტური. “იბერია 1999” – “გაგრა” [LIVE]

ეროვნული ლიგის 26-ე ტურში “იბერია 1999” “გაგრას” მასპინძლობს.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილების ბათილად ცნობას მოითხოვს

არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” აცხადებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული სარჩელით მიმართეს და ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის, რაჟდენ კუპრაშვილის მიერ გამოცემული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვეს. “ბიუროს გადაწყვეტილების მიხედვით, სადამკვირვებლო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” და მისი აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური სრულიად უსაფუძვლოდ და უკანონოდ მიიჩნიეს განცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად, მათზე ასევე გავრცელდა შესაბამისი […]
“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ სიის სათავეში თინა ბოკუჩავაა – საარჩევნო სიაში მეორე და მესამე ნომრებს გიორგი ვაშაძე და სოფო ჯაფარიძე ინაწილებენ

“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ სიას სათავეში თინა ბოკუჩავა უდგას. ცნობილია სიის პირველი 22 დეპუტატობის კანდიდატი, ესენი არიან: 1. თინა ბოკუჩავა 2. გიორგი ვაშაძე 3. სოფო ჯაფარიძე 4. კობა ნაყოფია 5. გია ჯაფარიძე 6. პეტრე ცისკარიშვილი 7. გიგი წერეთელი 8. ირაკლი ხვადაგიანი 9. თამარ კორძაია 10. ირაკლი ფავლენიშვილი 11. კახაბერ ოქრიაშვილი 12. რამაზ ნიკოლეიშვილი 13. ეკა […]
თამარ კორძაია – „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ სიაში მყოფი 2/3 კანდიდატების არასოდეს ყოფილა საჯარო თანამდებობებზე – ჩვენს სიაში დაცულია გენდერული ბალანსიც

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ სიაში მყოფი 2/3 კანდიდატების არასოდეს ყოფილა საჯარო თანამდებობებზე – ჩვენს სიაში დაცულია გენდერული ბალანსიც, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ განაცხადა. „ამიტომ, ის დაკვეთა, რაც აქვს საზოგადოებას, რომ იყვნენ უფრო მეტად წარმოდგენილები ადამიანები, რომლებიც არ ყოფილან ხელისუფლებაში, ჩვენი მხრიდან არის შესრულებული. ასევე, ჩვენს სიაში დაცულია გენდერული […]
ბელგიაში, ანტვერპენში ქართული გასტრო-ბარი “ჟამი” იხსნება

ბელგიის ქალაქ ანტვერპენში ქართული გასტრო ბარი “ჟამი” იხსნება, რომელიც ნოემბრიდან ევროპელ სტუმრებს ქართულ ღვინოს, სამზარეულოსა და თანამედროვე ხელოვნებას გააცნობს – “ჟამის” შექმნის იდეასა და კონცეფციაზე BM.GE-სთან მისი თანადამფუძნებელი, თამარ ერისთავი საუბრობს და აღნიშნავს, რომ ევროპაში ქართული გასტრონომიის მიმართ დაინტერესება მზარდია. “ევროპის შუაგულში მდებარე ქალაქი ძალიან საინტერესოა ჩვენთვის, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის კუთხით ასევე, სპეციალურად ანტვერპენში ჩამოსული […]
ინდუისტური ფესტივალის აღნიშვნისას 43 ადამიანი დაიხრჩო, მათგან 37 ბავშვია – ინდოეთი

ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, 26 სექტემბერს ინდოეთის ბიჰარის შტატში ინდუისტური ფესტივალის აღნიშვნისას, სულ მცირე, 43 ადამიანი დაიხრჩო, რომელთაგანაც, სულ მცირე, 37 ბავშვია. შემთხვევები ბიჰარის შტატის სხვადასხვა ნაწილში მაშინ მოხდა, როდესაც ხალხი ჯიტია პარვის ინდუისტურ ფესტივალს აღნიშნავდა. ამ დღესასწაულში დედები მონაწილეობას, მათი რწმენით, შვილების კეთილდღეობისთვის იღებენ. “ხალხმა ბანაობისას ყურადღება არ მიაქცია სახიფათო წყლის დონეს როგორც მდინარეებში, ასევე […]