„ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარტიული სიის შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ დაფუძნებულმა პარტიამ, რომელიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მცირედ მოდიფიცირებული სახელწოდებით – „ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ“ – გამოდის, ცესკოში სია წარადგინა. მას სათავეში უდგას პოლიტიკური გაერთიანების თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა. ათეულში არის საბჭოთა წარსულის ლაბორატორიის (Sovlab) მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი. ამავე პარტიიდან დეპუტატობის კანდიდატია სამოქალაქო მოძრაობის, „აირჩიე ევროპის“ თანადამფუძნებელი ლელა ჯეჯელავა. სიაში […]

ეროვნული ღირსების განცდით დაგეგმილი პრაგმატული პოლიტიკა, ჯანსაღი ქართული ამბიცია, სისხლისფერი წარსულიდან მშვიდობის ნაბიჯი მომავალში-ამ ყველაფერს აერთიანებს საქართველოს პრემიერ- მინისტრის გამოსვლა

ეროვნული ღირსების განცდით დაგეგმილი პრაგმატული პოლიტიკა, ჯანსაღი ქართული ამბიცია, სისხლისფერი წარსულიდან მშვიდობის ნაბიჯი მომავალში-ამ ყველაფერს აერთიანებს საქართველოს პრემიერ- მინისტრის გამოსვლა „ეროვნული ღირსების განცდით დაგეგმილი პრაგმატული პოლიტიკა, მკაფიო პოლიტიკური ხედვა- ამ ყველაფერს აერთიანებს საქართველოს პრემიერ- მინისტრის გამოსვლა“-წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი პრემიერის, ირაკლი კობახიძის გაეროში სიტყვით გამოსვლის შესახებ. როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, მძაფრი ეროვნული ღირსების განცდითა […]

ეს მხოლოდ იმისთვის არის გაკეთებული, რომ მათ დაქვემდებარებაში მყოფ მეხუთე კოლონას მისცენ ბიძგი – გიჭერთ მხარს და აბა, იმოქმედეთო

პარლამენტის წევრი მიხეილ ყაველაშვილი ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ირაკლი კობახიძისთვის მოწვევის გაუქმებას ეხმიანება. „საქართველოს წინააღმდეგ დაგეგმილი პროცესის მიზეზი არის მხოლოდ ის, რომ ჩვენ დავიცავით ჩვენი ეროვნული ინტერესი, ვდგავართ ჩვენს პრინციპებზე“- განაცხადა დეპუტატმა და განმარტა, რომ სწორედ საქართველოს ეროვნულ ღირებულებებსა და პრინციპებს ეწინააღმდეგებიან უცხოური ძალები და მათ დაქვემდებარებაში მყოფი ქართული ოპოზიცია. მიხეილ ყაველაშვილის თქმით, მეგობარი ქვეყნის მხრიდან […]

რადიკალების მოთხოვნები რომ გაგვეთვალისწინებინა, ბაიდენი მოწვევას კი არ გაუუქმებდა ირაკლი კობახიძეს, მხრებზე შეისვამდნენ მას და ისე შეიყვანდნენ გაეროს სამიტზე

რადიკალების მოთხოვნები რომ გაგვეთვალისწინებინა, ბაიდენი მოწვევას კი არ გაუუქმებდა ირაკლი კობახიძეს, მხრებზე შეისვამდნენ მას და ისე შეიყვანდნენ გაეროს სამიტზე რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ომში ჩართვის მოთხოვნას დათანხმდებოდა – ამ თემაზე ისაუბრა დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოში, უკრაინის მსგავსად, იქნებოდა ნგრევა და მსხვერპლი. ყაველაშვილის თქმით, სამწუხაროდ, უკრაინამ ვერ გაითვალისწინა […]

„მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვეცნობი თქვენი ქვეყნის გამოცდილებას“ – გვატემალას ტურიზმის მინისტრი

მსოფლიო ტურიზმის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში საქართველოს უკვე ეწვია 40 ქვეყნის მაღალი რანგის წარმომადგენელი, მინისტრი და 300 დელეგატი. სტუმრებს შორისაა გვატემალას ტურიზმის მინისტრი ჰარის ვიზბეკი, რომელიც საქართველოში გაეროს მსოფლიო ორგანიზაციის ღონისძიების ჩატარებას აფასებს. საქართველოში პირველად ვარ, ჩემი ქვეყნიდან თქვენამდე საკმაოდ დიდი გზაა, მაგრამ ბევრი საერთო გვაქვს. ჩვენ გვაქვს უძველესი ისტორია, ორივე ქვეყანა ცნობილია კერძებით, ტრადიციებით, […]

ე.წ. მსხვილ ბიზნესს კარგს არაფერს ვპირდები… სასათბურე პირობები დამთავრდება – ზურაბ ჯაფარიძე

კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის აზრით, ე.წ. მსხვილი ბიზნესისთვის სასათბურე პირობები უნდა დასრულდეს. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა, სადაც კოალიციის ეკონომიკურ ხედვებზე ისაუბრა. მოგების გადასახადის 15%-დან 10%-მდე შემცირება, ხოლო საშემოსავლო გადასახადის 20%-დან 15-მდე კლება კოალიციის ეკონომიკური ხედვის ერთ-ერთი პუნქტია. 4 ნომრის ქვეშ გაერთიანებული პარტიები იმპორტის გადასახადის შემცირებაზეც თანხმდებიან და ზურა ჯაფარიძეს […]

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვაჟთა გუნდებმა ქვიშის ფრენბურთის ეროვნული ჩემპიონატი უპირობო გამარჯვებით – ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლებით დაასრულეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვაჟ ფრენბურთელთა გუნდებმა ქვიშის ფრენბურთში 2024 წლის საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე უპირობო გამარჯვება და შესაბამისად, ჩემპიონის ტიტული, ასევე, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. სტუ-ის ცნობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ქვიშის ფრენბურთში წლევანდელ ეროვნულ ჩემპიონატზე სამი გუნდით წარსდგა, რომლებმაც სამივე საპრიზო ადგილი გაინაწილეს. საუნივერსიტეტო გუნდმა – „სტუ 1“ […]

ცესკო – მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ჩართული მხარე ცდილობდა საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნის საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანას, ამომრჩევლებს 42 ქვეყანაში 60 უბანი მოემსახურება

საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბერს საზღვარგარეთ მყოფ ამომრჩევლებს 60 საარჩევნო უბანი მოემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პარლამენტის არჩევნებისათვის საარჩევნო უბნები 42 ქვეყანაში შეიქმნა. “მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ჩართული მხარე აქტიურად ცდილობდა საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნის საკითხის სამართლებრივიდან პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კანონის შესაბამისად […]

PACE-ის დელეგაცია შეშფოთებულია, რომ საქართველოში პოლარიზაციამ „უპრეცედენტო დონეს“ მიაღწია

PACE-ის დელეგაცია შეშფოთებულია, რომ საქართველოში პოლიტიკური სივრცის პოლარიზაციამ „უპრეცედენტო დონეს“ მიაღწია. ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) წინასაარჩევნო დელეგაციის მეთაურმა, იულიან ბულაიმ საქართველოში 2-დღიანი ვიზიტის დასასრულს განაცხადა. დელეგაციის ხელმძღვანელი მოუწოდებს დაინტერესებულ ყველა პირს, თავი შეიკავონ რიტორიკისგან, რომლის მიზანიც პოლიტიკური პლურალიზმისთვის ძირის გამოთხრაა, ამის მაგალითად მას მოჰყავს ოპოზიციის აკრძალვისკენ მოწოდებები. “ჩვენი დელეგაცია შეშფოთებულია, რომ პოლიტიკური […]

სახალხო დამცველის აჭარის რეგიონულ ოფისს ახალი შენობა აქვს

საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა აჭარის რეგიონული ოფისის ახალი შენობა გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, ღონისძიებას აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი, ასევე, სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტებისა და რეგიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „ახალი შენობა აჭარის მთავრობამ გადმოგვცა და დღეიდან საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ კომფორტულ გარემოში მიაწვდინონ ხმა სახალხო დამცველს ადამიანის უფლებების […]