“ესე იგი რა გამოდის?! აღა მაჰმად ხანმა თბილისი რომ გადაწვა ერეკლეს ბრალი ყოფილა?!” – ლევან შენგელია

ესე იგი რა გამოდის?! აღა მაჰმად ხანმა თბილისი რომ გადაწვა ერეკლეს ბრალი ყოფილა?! არ უნდა შეებრუნებინა ხელი, არ უნდა ეომა, კაპიტულაცია უნდა გამოეცხადებინა?! არადა რომ ჰკითხო, მაგრად უყვართ და პატივს სცემენ! სულელად გამოიყვანეს ამ მართლა კრეტინებმა!
“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სია ცნობილია

კოალიცია “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სია ცნობილია. პირველ და მე-2 ადგილებს კოალიციაში შემავალი ორი დიდი პარტიის, “ნაციონალური მოძრაობისა” და “კი ევროპას – სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარეები, თინა ბოკუჩავა და გიორგი ვაშაძე ინაწილებენ. 22-კაციანი სიის შემადგენლობა ასეთია: 1. თინა ბოკუჩავა 2. გიორგი ვაშაძე 3. სოფო ჯაფარიძე 4. კობა ნაყოფია 5. გია ჯაფარიძე 6. პეტრე ცისკარიშვილი 7. […]
ევროკავშირმა, მეორე კვარტალში, ენერგორესურსების იმპორტი შეამცირა

ევროკავშირმა 2024 წლის მეორე კვარტალში 94,9 მილიარდი ევროს ღირებულების 177,9 მილიონი ტონა ენერგორესურსების იმპორტი განახორციელა რაც მოცულობით 9,7%-ით და ღირებულებით 10,7%-ით ნაკლებია 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ბუნებრივი აირის იმპორტი ღირებულებით 31,4%-ით, მიწოდების მოცულობით კი 9,5%-ით შემცირდა. მსგავსი მაჩვენებლები ფიქსირდება თხევად ბუნებრივ აირზე (LNG), სადაც იმპორტი ფულადი თვალსაზრისით 41,2%-ით, მოცულობით კი 20,2%-ით შემცირდა. 2024 წლის […]
გოგოები ტექში ანუ გზა ციფრული მომავლისკენ – „თეგეტას“ და „სქილვილის“ ერთობლივი პროექტი გრძელდება

უკვე ხუთი თვეა, საქველმოქმედო ფონდ „ჩართეს“ ბენეფიციარი 10 სტუდენტი გოგო „თეგეტა ჰოლდინგის“ დაფინანსებით ნეო უნივერსიტეტ „სქილვილში“ ციფრულ პროფესიებს ეუფლება. პროგრამირების, კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების 7-თვიან კურსებს შორის, სტუდენტებმა არჩევანი თავიანთი ინტერესისა და ოცნების მიხედვით გააკეთეს. პროექტი, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას, შესაძლებლობას აძლევს მათ მაღალანაზღაურებად პროფესიებს დაეუფლონ. პროექტის მიმდინარეობის ხუთი თვის თავზე, „თეგეტას“ […]
ბაიდენმა უკრაინას $8-მილიარდიანი დახმარება გამოუყო

26 სექტემბერს, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი უკრაინას რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ “ამ ომის მოსაგებად”, $8 მილიარდზე მეტ სამხედრო დახმარებას გაუწევს. განცხადება სულ რამდენიმე საათით უსწრებს წინ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტს თეთრი სახლის ოვალურ ოფისში, სადაც მას პრეზიდენტთან ერთად, ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისიც უმასპინძლებს. დახმარება მოიცავს ზუსტი დამიზნების მართვადი ბომბის პირველ ტვირთს, რომლის […]
INMerge Innovation Summit – პაშა ბანკის სპეციალური შეთავაზება

2024 წლის 10-11 ოქტომბერს “პაშა ჰოლდინგის” მიერ ორგანიზებული INMerge Innovation Summit აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ბრუნდება. სამიტი ყოველწლიურია და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს რეგიონში ინოვაციების ეკოსისტემის განვითარებას, სტარტაპებისა და ინვესტორების კოლაბორაციას, დაინტერესებულ მხარეებს შორის იდეებისა და გამოცდილებების გაცვლას. სამიტი აერთიანებს ინოვატორებს, ინვესტორებს, ფინტექის, ტელეკომუნიკაციების, ელექტრონული კომერციისა და სხვა მრავალი ინდუსტრიის გავლენიან ლიდერებს. ეს არის სტრატეგიული ჰაბი, […]
ქართული ოცნების სრული საარჩევნო სია ცნობილია
„ქართულმა ოცნებამ“ ცესკოში საარჩევნო სია წარადგინა. სია ცესკოში პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ დაარეგისტრირა. როგორც მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „ქართული ოცნების“ სია 170 წევრიანია. 93 წევრის შემდეგ ყველა ახალი სახეა. 1. ბიძინა ივანიშვილი 2. ირაკლი კობახიძე 3. ირაკლი ღარიბაშვილი 4. შალვა პაპუაშვილი 5. მამუკა მდინარაძე 6. თეა წულუკიანი 7. ლაშა ტალახაძე 8. ვახტანგი თურნავა 9. […]
საერთაშორისო ჯილდო “ვინ ვინ არის” პრიმა ბალერინა – ირმა ნიორაძეს გადაეცა

საბერძნეთის დედაქალაქ ათენში, პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდო “ვინ ვინ არის” მსოფლიო საბალეტო სფეროსა და კულტურულ-შემოქმედებითი მემკვიდრეობის შენარჩუნებაში ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის, როგორც ქალ ლიდერს, პრიმა ბალერინა – ირმა ნიორაძეს გადაეცა. ირმა ნიორაძე 35 წელია წარმატებულ საბალეტო კარიერას აგრძელებს, მან ბალეტის საერთაშორისო ფესტივალი დააარსა. ეს საერთაშორისო ჯილდო სხვა ცნობილ პიროვნებებთან ერთად მიღებული აქვთ ბარაკ ობამას და ჰენრი კისინჯერს.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა და ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული სარჩელით მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია სოციალურ ქსელში აქვეყნებს. როგორც ინფორმაციაში წერია, ორგანიზაციამ სარჩელში ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის, რაჟდენ კუპრაშვილის მიერ გამოცემული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა. ამასთან, ორგანიზაცია სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს, რითაც ითხოვს დავის საბოლოო გადაწყვეტამდე, ანტიკორუფციული ბიუროს მიერ გამოცემული გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერებას. “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” ადმინისტრაციული […]
“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” აჭარის ორგანიზაციის ლიდერი – გამარჯვების სიას ხვალ წარვადგენთ და მასში არიან როგორც ძველი, ასევე ახალი სახეები

ხვალ დილით გვაქვს წარდგენა და ყველა ის ადამიანი, რომელიც არის ამ გამარჯვების სიაში, ცნობილი იქნება საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” აჭარის ორგანიზაციის ლიდერმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ელგუჯა ბაგრატიონმა განაცხადა. მისი თქმით, სიაში არიან როგორც ძველი, ისევე, ახალი სახეები. “ხვალ დილით გვაქვს წარდგენა და ყველა ის ადამიანი, რომელიც […]