ინდუისტური ფესტივალის აღნიშვნისას 43 ადამიანი დაიხრჩო, მათგან 37 ბავშვია – ინდოეთი

ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, 26 სექტემბერს ინდოეთის ბიჰარის შტატში ინდუისტური ფესტივალის აღნიშვნისას, სულ მცირე, 43 ადამიანი დაიხრჩო, რომელთაგანაც, სულ მცირე, 37 ბავშვია.
შემთხვევები ბიჰარის შტატის სხვადასხვა ნაწილში მაშინ მოხდა, როდესაც ხალხი ჯიტია პარვის ინდუისტურ ფესტივალს აღნიშნავდა. ამ დღესასწაულში დედები მონაწილეობას, მათი რწმენით, შვილების კეთილდღეობისთვის იღებენ.
“ხალხმა ბანაობისას ყურადღება არ მიაქცია სახიფათო წყლის დონეს როგორც მდინარეებში, ასევე ტბებში”. – განაცხადა ადგილობრივმა მაღალჩინოსანმა გამოცემა AFP-სთან საუბრისას. გავრცელებული ცნობით, დაღუპულთა ოჯახებს სახელმწიფო ფულადი კომპენსაციის სახით დახმარებას გაუწევს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე მამუკა მდინარაძის ახალ პოსტზე წარდგენაზე – მიხვდი შე დალოცვილო, არ არის შენი ადგილი, „საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს“ – რაც შეეხება ოპოზიციას, ყიფიანს და ყველას მოვუწოდებ, სიტყვა „გაერთიანებასთან“, ფრთხილად ვიყოთ