საზღვარგარეთ მყოფ ამომრჩევლებს 42 ქვეყანაში 60 საარჩევნო უბანი მოემსახურება

საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბერს საზღვარგარეთ მყოფ ამომრჩევლებს 60 საარჩევნო უბანი მოემსახურება. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ჩართული მხარე აქტიურად ცდილობდა საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნის საკითხის სამართლებრივიდან პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კანონის შესაბამისად საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებული ოფიციალური მონაცემების საფუძველზე, პარლამენტის არჩევნებისათვის საარჩევნო უბნები 42 ქვეყანაში შექმნა. აღსანიშნავია, რომ […]

30-ზე მეტმა ქვეყანამ და ევროკავშირმა უკრაინის აღდგენის მხარდაჭერის დეკლარაცია მიიღო

30-ზე მეტი ქვეყანა და ევროკავშირი შეთანხმდა, შეუერთდეს უკრაინის აღდგენისა და რეკონსტრუქციის მხარდაჭერის ერთობლივ დეკლარაციას, – ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. დეკლარაციის ძირითადი პუნქტები ითვალისწინებს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე უკრაინის აღდგენაში ყოვლისმომცველი დახმარების გაწევას, მხარდაჭერის კოორდინაციას უკრაინული დონორთა პლატფორმის მეშვეობით, დამატებითი ფინანსური მხარდაჭერის უზრუნველყოფას წლის ბოლომდე დაახლოებით 50 მილიარდი დოლარის ოდენობით გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლიდან, რომლის ნაწილი […]

საზღვარგარეთ მყოფ ამომრჩევლებს 42 ქვეყანაში 60 საარჩევნო უბანი

საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბერს საზღვარგარეთ მყოფ ამომრჩევლებს 60საარჩევნო უბანი მოემსახურება. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ჩართული მხარე აქტიურად ცდილობდა საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნის საკითხის სამართლებრივიდან პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კანონის შესაბამისად საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებული ოფიციალური მონაცემების საფუძველზე, პარლამენტის არჩევნებისათვის საარჩევნო უბნები 42 ქვეყანაში შექმნა. აღსანიშნავია, რომ 26 […]

ჯოვანი ვეფხვაძის ნახატები ხელოვნების სასახლეში

ჯოვანი ვეფხვაძე წარმოადგენდა ვეფხვაძეების მხატვართა დინასტიის მესამე თაობას, რომლის შემოქმედება და ცხოვრება გაჯერებული იყო ძველი თბილისისა და იტალიის სიყვარულით. 1973 წლიდან იღებს მონაწილეობას როგორც რესპუბლიკურ, ასევე საკავშირო და საერთაშორისო გამოფენებში. ჯოვანი ვეფხვაძე წლების განმავლოაბაში ასწავლიდა იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში. მხატვრის ნამუშევრები დაცულია სხვადასხვა მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში: საქართველოში, გერმანიაში, რუსეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ინგლისში, […]

“ძლიერი სვლა იქნებოდა გარდამავალი მთავრობის ზე-პარტიული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელება” – ხუხაშვილი

ვუსმენდი პარტიების ლიდერების პოზიციებს ქართული ქარტიის მიზნების ირგვლივ კონსოლიდაციის აუცილებლობასთან დაკავშირებით და გამიჩნდა ფრთხილი ოპტიმიზმის შეგრძნება. მოგახსენებთ ჩემს მოსაზრებას, თუ ამ მიმართულებით კიდევ რისი გაკეთებაა შესაძლებელი საარჩევნო სინერგიის შესაქმნელად, რაც პრაქტიკულად გარდაუვალს გახდის ხელისუფლების დამარცხებას. ვფიქრობ, რომ ძლიერი სვლა იქნებოდა უკვე ამ ეტაპზე პრეზიდენტის მხრიდან პარტიებთან წინასწარი კონსულტაციების შემდეგ გარდამავალი მთავრობის ზე-პარტიული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელება. […]

უკრაინის საგარეო უწყება – ვგმობთ და დაუშვებლად მიგვაჩნია პოლიტიკურ რეკლამაში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დაუნდობელი ომის შედეგების სურათების გამოყენება

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს და დაუშვებლად მიაჩნია პოლიტიკურ რეკლამაში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დაუნდობელი ომის შედეგების სურათების გამოყენება. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. უკრაინული მხარე მოუწოდებს “ქართულ ოცნებას” და ყველა დაინტერესებულ მხარეს, რომ თავი შეიკავონ უკრაინისა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ აგრესიული ომის თემის საქართველოს შიდა პოლიტიკურ ბრძოლაში გამოყენებისგან. „უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო […]

“ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ” აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის სია წარადგინა – სიის პირველი ნომერი ელგუჯა ბაგრატიონია

“ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის სია წარადგინა. როგორც კოალიციის აჭარის ორგანიზაციის ლიდერმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ელგუჯა ბაგრატიონმა განაცხადა, “გამარჯვების სიაში” არიან როგორც ძველი, ისევე ახალი სახეები, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია იმ პროგრამის განხორციელება, რომელიც წარდგენილი იყო “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” მიერ”. სია ასე გამოიყურება: 1. ელგუჯა ბაგრატიონი […]

წალენჯიხის ტაძრიდან გატაცებული ხატები

უნიკალური ქართული საგანძურის კიდევ ერთ უცნობ ისტორიას წალენჯიხის ტაძრიდან გატაცებული ხატების შესახებ ისტორიკოსი გიორგი კალანდია გვიზიარებს: “თქვენს წინაშეა უნიკალური ფოტოები, პირადად მე პირველად ვნახე. ეს არის წალენჯიხის ტაძრის ძვირფასი ხატები, რომლებიც 1920-იან წლებში ეკლესიიდან გაიტაცეს და სამუდამოდ დაიკარგა. ფოტოები ექვთიმე თაყაიშვილის წყალობით შემორჩა. ერთ-ერთი ხატის ზურგის წარწერაში დედოფალი თუხარანი მოიხსენიება. დანარჩენი ჩვენს ექვსტომეულში სამეგრელო. ტომი […]

„საქართველო ევროპაზე, გზა მიზნიდან – გამარჯვებამდე“ – კროკოს დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია გაიმართება

30 სექტემბერს კავეა სითი მოლში კომპანია კროკოს მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმის – „საქართველო ევროპაზე, გზა მიზნიდან – გამარჯვებამდე“ პრემიერა შედგება. 2024 წლის 26 მარტს საბერძნეთთან პენალტების სერიაში გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიულ შედეგს მიაღწია და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. ჩვენმა გუნდმა ისტორიაში პირველად ევროპის უდიდეს ტურნირზე იასპარეზა და სწორედ ამ მოვლენასთან დაკავშირებით კროკომ […]

საქართველო – ალბანეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

უეფას ერთა ლიგის 2024-25 წლის სეზონის მეოთხე შეხვედრას საქართველოს ნაკრები ალბანეთის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 14 ოქტომბერს, 20:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. ერთა ლიგის ბ1 ჯგუფის მეოთხე მატჩზე დასასწრები ბილეთები მხოლოდ ონლაინ რეჟიმში გაიყიდება და მის რეალიზაციას TKT.GE უზრუნველყოფს. საქართველო – ალბანეთის თამაშის ბილეთის ფასი 10, 30 და 50 ლარი იქნება. თითოეულ მომხმარებელს მატჩზე […]