სახალხო დამცველის აჭარის რეგიონულ ოფისს ახალი შენობა აქვს

საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა აჭარის რეგიონული ოფისის ახალი შენობა გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, ღონისძიებას აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი, ასევე, სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტებისა და რეგიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„ახალი შენობა აჭარის მთავრობამ გადმოგვცა და დღეიდან საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ კომფორტულ გარემოში მიაწვდინონ ხმა სახალხო დამცველს ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ და მიიღონ იურიდიული კონსულტაცია“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
გახსნის ღონისძიებაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ სახალხო დამცველის აპარატს ახალ შენობაში გადასვლა მიულოცა და შემდგომ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
ამ ეტაპზე სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული ოფისები 9 სხვადასხვა ქალაქში მდებარეობს. აჭარის რეგიონის ახალი ოფისი ბათუმში, ფიროსმანის #1ა-შია განთავსებული.
რეგიონული ოფისების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ სახალხო დამცველის ოფიციალურ ვებგვერდზე www.ombudsman.ge

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)