საქართველო-ალბანეთი მატჩის გამო, ტრანსპორტი ღამის 02:00 საათამდე იმუშავებს

თბილისის მერიის ინფორმაციით, 14 ოქტომბერს საქართველო-ალბანეთის მატჩის გამო, რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა შეიზღუდება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაწილი კი გვიანობამდე იმუშავებს. ღია ჩვენების გამო,13 ოქტომბრის 12:00 საათიდან 15 ოქტომბრის 14:00 საათამდე, რესპუბლიკის მოედნის ტერიტორიაზე ტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალება. თბილისის მეტრო და ავტობუსების ნაწილი კი 15 ოქტომბრის 02:00 საათამდე იმოძრავებენ. “ქართველი გულშემატკივრებისთვის 14 ოქტომბერს, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, თბილისის მერიისა და […]

სოციალური მომსახურების სააგენტოს ლენტეხის სერვის ცენტრის რეაბილიტაცია დასრულდა

სოციალური მომსახურების სააგენტოს ლენტეხის სერვის ცენტრის რეაბილიტაცია დასრულდა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ახლად გახსნილი ცენტრი ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორთან პაპუნა მარგველიძესთან და სააგენტოს დირექტორთან გიორგი ჭანტურიასთან ერთად დაათვალიერა. „დაწესებულებაში დაინერგა „ერთი ფანჯრის პრინციპით“ მომსახურება, რაც არამხოლოდ სოციალური, არამედ დასაქმების ხელშეწყობის, ბავშვზე ზრუნვისა და ჯანდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი არაერთი სერვისის ერთ სივრცეში მიღებას გულისხმობს. […]

შალვა პაპუაშვილი გურჯაანის ღვინის ფესტივალს დაესწრო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პირველ ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ, ლევან დავითაშვილთან და პარლამენტის წევრებთან ერთად გურჯაანში ღვინის ფესტივალს დაესწრო. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, სტუმრები ქართველ მეწარმეთა და მეღვინეთა სივრცეებს ესტუმრნენ და ქართული ღვინოების და კახური ტკბილეულობის გამოფენა დაათვალიერეს. „ეს დღეები კახეთში განსაკუთრებულია და მოსავლის დაბინავებასთან ერთად შემოდგომის ამ დღეებს არა […]

კლიმატის ცვლილების შესახებ ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა

კატასტროფების რისკის შემცირების დღესთან დაკავშირებით, ახალგაზრდული ფორუმი გარემოსდაცვითი და აგრარული საკითხებით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ფორუმი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ საქართველოში, ნილს ქრისტენსენსმა გახსნეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, […]

საქპატენტის მხარდაჭერით, გურჯაანში ყოველწლიური, ტრადიციული ღვინის ფესტივალი გაიმართა

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტი“ მხარდაჭერით, გურჯაანში ყოველწლიური ღვინის ფესტივალი გაიმართა. ინფორმაციას საქპატენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, ფესტივალი წელს მერვედ ჩატარდა და ჯამში 424 მონაწილე გააერთიანა. ღონისძიება ახტალას პარკში გაიმართა და მასში მონაწილეობა 30 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო. „ფესტივალს სტუმრობდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების […]

შუქრუთელების ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება – პროტესტს ქალებიც შეუერთდნენ

შიმშილობის მე-13 დღეს შუქრულეთელებს ხელისუფლება ისევ აიგნორებს. პარლამენტის წინ უწყვეტი აქციის მონაწილეები, რომლებმაც პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს და პირები ამოიკერეს, დახმარებას უშედეგოდ ითხოვენ. პროტესტის 43-ე დღეს მათთან არც სახალხო დამცველი გამოჩენილა. შუქრუთელების ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. ადგილზე 24 საათის განმავლობაში სასწრაფო სამედიცინო დახმარებაა მობილიზებული, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, პროტესტის მონაწილეებს დახმარებას უწევს. მოშიმშილეებს შეუერთდნენ მათი ოჯახის […]

„რა ტექნიკურ მთავრობას აყალიბებს ის ქალი და რა ხბოს აღტკინებით ჭყლოპინებს პოლიტიკური სპექტრიც?.. რაიმე კანონი გვაქვს ამის?“ – გიორგი ფოფხაძე

ჟურნალისტი, გიორგი ფოფხაძე სოციალურ ქსელში წერს: „ახლა მთელი სერიოზულობით ვკითხულობ, რა ტექნიკურ მთავრობას აყალიბებს ის ქალი და რა ხბოს აღტკინებით ჭყლოპინებს პოლიტიკური სპექტრიც?.. რაიმე კანონი გვაქვს ამის? კონსტიტუციაში ასე წერია თუუუ რა ხდება გამაგრბინეთ ვინმემ ნორმალურმა და არა “ტაბელნი მპოსტავების” საზელისუფლეფო და ოპოზიციურმა სასტავმა.. იურიდიულად რამე მექანიზმი არსებობს თუუუ, იმ დონეზე დავედით უკვე -“ზმეია ნაშა, […]

შლამის მდგრადი მართვისა და ხელახალი გამოყენების სტრატეგიის შემუშავება იწყება

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, აზიის განვითარების ბანკთან (ADB) ერთად, საქართველოში შლამის მდგრადი მართვისა და ხელახალი გამოყენების სტრატეგიის შემუშავებას იწყებს. პროექტს იტალიური კომპანია „IDROSTUDI SRL” განახორციელებს და მასში საერთაშორისო ექსპერტები იქნებიან ჩართულები, – ამის შესახებ “კომერსანტს” გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს. უწყების განმარტებით, აღნიშნული მიმართულებით არსებული გამოწვევები და პროექტის ძირითადი საკითხები […]

მსოფლიო მედიამ ალექსეი ნავალნის მემუარების ფრაგმენტები გამოაქვეყნა

რამდენიმე მსოფლიო გამოცემამ: „ნიუ-იორკერმა“, „შპიგელმა“, „ელ პაისმა“ და „ტაიმსმა“ გამოაქვეყნეს ნაწყვეტები ალექსეი ნავალნის პირადი დღიურებიდან. მემუარები სათაურით “პატრიოტი”, გამოქვეყნებისთვის მზადდება. წიგნი 22 ოქტომბერს 26 ენაზე გამოვა და გაყიდვაში იქნება 36 ქვეყანაში. ინგლისური ვერსიის საწყისი ტირაჟი 500 ათასი ეგზემპლარია. თავის დღიურებში ნავალნი წერს ციხეში ცხოვრების სირთულეებსა და ოპოზიციური პოლიტიკის გაგრძელებაზე. მისი ქვრივი იულიას თქმით, პოლიტიკოსმა წერა […]

ქარიშხალმა „მილტონმა“ ფლორიდას, დაახლოებით, 50 მილიარდი აშშ დოლარის ზარალი მიაყენა

ქარიშხალმა “მილტონმა”, რომლის გამოც აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი იძულებული გახდა ევროპაში ვიზიტი გაეუქმებინა, დაახლოებით, 50 მილიარდი დოლარის ზარალი გამოიწვია, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა. მისი თქმით, ეს არის მესამე ძლიერი ქარიშხალი, რომელიც ფლორიდას სამი თვის განმავლობაში დაატყდა თავს.„ექსპერტების შეფასებით, და ეს არის წინასწარი შეფასებით, მხოლოდ ქარიშხალმა „მილტონმა“, დაახლოებით. 50 მილიარდი აშშ დოლარის […]