აბუ-დაბის გრანდ სლემზე ზაურ დვალაშვილმა ვერცხლის, ხოლო დიმიტრი გოჩილაიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

აბუ-დაბიში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე ზაურ დვალაშვილი (81 კგ) ფინალში ტურნირზე პირველ ნომრად განთესილ აზერბაიჯანელ ზელიმ ცკაევთან დამარცხდა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ამავე წონაში დიმიტრი გოჩილაიძემ (81 კგ) არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელით მოჭიდავე ნუგზარ ტატალაშვილი დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. დღეს აბუ-დაბის გრანდ სლემზე ორი ქართველი – ლუკა ბაბუციძე (90 კგ) და მიხეილ ჯაფარიძე […]

ComCom-მა იმედი და რუსთავი2 ფასიანი პოლიტრეკლამის განუთავსებლობისთვის კანონდამრღვევებად ცნო

კომუნიკაციების კომისიამ რუსთავი 2 ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განუთავსებლობისთვის, ხოლო ტელეკომპანია იმედი ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განუთავსებლობისა და საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების კანონდარღვევით გავრცელებისთვის საქართველოს საარჩევნო კოდექსის დამრღვევებად ცნო და მათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა. კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, რუსთავი 2-ის შემთხვევაში, კომისიაში შევიდა პოლიტიკური გაერთიანება ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის საჩივარი, რომლის თანახმადაც, მიუხედავად ფასიანი პოლიტიკური […]

კამალა ჰარისი სამედიცინო ისტორიას ასაჯაროვებს და დონალდ ტრამპს, ამ მხრივ, არასათანდო გამჭვირვალობაში ადანაშაულებს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა და „დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, კამალა ჰარისმა სამედიცინო ისტორია გამოაქვეყნდა, რომელიც ასკვნის, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შესანიშნავია და ის საპრეზიდენტო პოსტისთვის შესაფერისია. დოკუმენტის გასაჯაროვების შემდეგ ჰარისმა დონალდ ტრამპი საკუთარი სამედიცინო ისტორიის გამოუქვეყნებლობის გამო არასათანდო გამჭვირვალობაში დაადანაშაულა. ვიცე-პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მის „რესპუბლიკელ“ კონკურენტს “არ სურს, ამერიკელმა ხალხმა დაინახოს, არის თუ არა ის პრეზიდენტის […]

საბერძნეთის ელექტრომომარაგებაში განახლებადი რესურსების წილი 82%-მდე გაიზრდება – გეგმა

საბერძნეთმა 2030 წლისთვის მზისა და ქარის ენერგიის გაფართოებისა და სათბურის აირების ემისიის შემცირების უფრო მასშტაბური გეგმა წარადგინა – ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება. განახლებული გეგმით, ათენი მიზნად ისახავს, ქვეყნის ელექტრომომარაგებაში განახლებადი რესურსების წილი 82%-მდე გაიზარდოს, ნაცვლად 66%-ისა, რომელიც საბერძნეთმა 2019 წლის გეგმაში გაწერა. ახალი სამიზნე მაჩვენებლები ევროპულ კომისიას დასადასტურებლად უკვე გადაეგზავანა. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების […]

მდინარე ტიბრი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი გახდება

მდინარე ტიბრის ნაწილი, რომელიც რომის ისტორიულ ცენტრში გადის, აღიარებულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად. ამის შესახებ იტალიის დედაქალაქის მრჩეველმა გარემოსდაცვით საკითხებში საბრინა ალფონსიმ განაცხადა. ტიბრის ისტორია მჭიდრო კავშირშია ძველი რომაული ცივილიზაციის განვითარებასთან. ლეგენდების თანახმად, ჩვილები რომულუსი და რემუსი, რომლებიც რომის დამაარსებლები გახდნენ, ტიბრის წყლებში კალათაში ჩაყარეს. მდინარე იყო საზღვარი ეტრუსკების, საბინებისა და რომაელების მიწებს შორის და […]

ნათია თურნავამ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია გამართა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა, ეროვნული ბანკის წარმომადგენლებთან ერთად, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს ესტუმრა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ნათია თურნავამ უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია გამართა. „ლექციაზე, სახელწოდებით – „საქართველოს მაკროეკონომიკური მიმოხილვა და ეროვნული ბანკის როლი ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებაში”, ნათია თურნავამ სტუდენტებს სებ-ის ფუნქციები, მიმდინარე პროექტები და ფინანსური ტექნოლოგიების მიმართულებით […]

ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ვარკეთილის ოფისი დაარბიეს

ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ვარკეთილის ოფისი დაარბიეს. კოალიციის წევრის, ირაკლი ნადირაძის თქმით, ოფისში ჩამსხვრეულია შუშები, ოთახში კი საღებავებით სავსე ბოთლები შეაგდეს. ნადირაძის თქმითვე, შემთხვევა, სავარაუდოდ, გამთენიისას მოხდა. “ჩანს, ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი როგორი შეშინებულია. დღეს დილით ვარკეთილში, სადაც არის ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ოფისი, დაგვხვდა დარბეული. ჩამტვრეულია შუშები, შემოყარეს საღებავები ბოთლებით. შემთხვევა მოხდა როგორც ჩანს, გამთენიისას. […]

დათუნაშვილი ტექნიკურ მთავრობაზე: ოცნების დამარცხების მერე ვისაუბროთ – ქარტიის ერთგულნი ვართ

ძლიერი საქართველოს წევრი თაზო დათუნაშვილი პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც ის ტექნიკურ მთავრობას არჩევნებამდე წარადგენს და აღნიშნავს, რომ მთავრობის ფორმირებაზე ქართული ოცნების დამარცხების შემდეგ უნდა ისაუბრონ. ამასთან, დათუნაშვილი ამბობს, რომ ძლიერი საქართველო პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი ქართული ქარტიის ერთგულია. “ძლიერ საქართველოში ძალიან დიდ პატივს ვცემთ იმ ძალისხმევას, რომელსაც პრეზიდენტი იღებს ახლა, იმისთვის რომ ოპოზიცია გააერთიანოს და […]

ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ვარკეთილის ოფისი დაარბიეს

ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ვარკეთილის ოფისი დაარბიეს. კოალიციის წევრის, ირაკლი ნადირაძის თქმით, ოფისში ჩამსხვრეულია შუშები, ოთახში კი საღებავებით სავსე ბოთლები შეაგდეს. ნადირაძის თქმითვე, შემთხვევა, სავარაუდოდ, გამთენიისას მოხდა. “ჩანს, ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი როგორი შეშინებულია. დღეს დილით ვარკეთილში, სადაც არის ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ოფისი, დაგვხვდა დარბეული. ჩამტვრეულია შუშები, შემოყარეს საღებავები ბოთლებით. შემთხვევა მოხდა როგორც ჩანს, გამთენიისას. […]

კამალა ჰარისი სამედიცინო ისტორიას ასაჯაროვებს და დონალდ ტრამპს სამედიცინო ისტორიის გამოუქვეყნებლობის გამო არასათანდო გამჭვირვალობაში ადანაშაულებს