ენმ: ვარკეთილში პარტიის ოფისი დაარბიეს

ნაციონალური მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ სავარაუდოდ გამთენიისას ვარკეთილის მე-3 მიკრორაიონში მდებარე პარტიის ოფისი დაარბიეს. ისინი პასუხისმგებლობა მმართველ, “ქართულ ოცნებას” აკისრებენ. პარტიის წევრის, ირაკლი ნადირაძის ინფორმაციით, ოფისში “ჩამტვრეულია შუშები, შემოყარეს საღებავები, ბოთლები”. პარტიის ცნობით, დარბეული ოფისის წინ მდებარეობს სკვერი, სადაც დამონტაჟებულია ვიდეო-კამერები. შესაბამისად სურვილის შემთხვევაში პოლიციას ამ საქმის გამოძიება მარტივად შეუძლია. მიმდინარე წლის გაზაფხულისა და ზაფხულის […]
კამალა ჰარისი სამედიცინო ისტორიას ასაჯაროებს და დონალდ ტრამპს სამედიცინო ისტორიის გამოუქვეყნებლობის გამო არასათანადო გამჭვირვალობაში ადანაშაულებს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა და „დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, კამალა ჰარისმა სამედიცინო ისტორია გამოაქვეყნა, რომელიც ასკვნის, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შესანიშნავია და ის საპრეზიდენტო პოსტისთვის შესაფერისია. დოკუმენტის გასაჯაროების შემდეგ ჰარისმა დონალდ ტრამპი საკუთარი სამედიცინო ისტორიის გამოუქვეყნებლობის გამო არასათანადო გამჭვირვალობაში დაადანაშაულა. ვიცე-პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მის „რესპუბლიკელ“ კონკურენტს “არ სურს, ამერიკელმა ხალხმა დაინახოს, არის თუ არა ის პრეზიდენტის […]
უკრაინული მედია – რუსებმა კურსკში ცხრა უკრაინელი ტყვე დახვრიტეს

რუსებმა კურსკის ოლქში ტყვედ ჩავარდნილი ცხრა უკრაინელი სამხედრო დახვრიტეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია პროექტ Deepstate-სა და ქვეყნის ომბუდსმენზე, დიმიტრი ლუბინეცზე დაყრდნობით ავრცელებს. Deepstate-ს ცნობით, უკრაინელი ტყვეები დასახლება ზელიონი შლიახის ტერიტორიაზე დახვრიტეს. ინფორმაციას უკრაინის ომბუდსმენი, დიმიტრი ლუბინეციც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ასეთი ქმედებები არის სამხედრო ტყვეების მოპყრობასთან დაკავშირებით ჟენევის კონვენციის უხეში დარღვევა. „კიდევ ერთხელ გავუგზავნე წერილები […]
საბა ბუაძე – მხოლოდ „ქართული ოცნების“ დამარცხების შემდეგ მიგვაჩნია მიზანშეწონილად ნებისმიერი დისკუსიის გამართვა პრემიერობის კანდიდატთან დაკავშირებით

მხოლოდ „ქართული ოცნების“ დამარცხების შემდეგ მიგვაჩნია მიზანშეწონილად ნებისმიერი დისკუსიის გამართვა პრემიერობის კანდიდატთან დაკავშირებით, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც პრეზიდენტის ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ის საპარლამენტო არჩევნებამდე ტექნიკურ მთავრობას წარადგენს. საბა ბუაძის თქმით, არჩევნებამდე მთავარი ამოცანა „ქართული ოცნების“ დამარცხებაა. „ვაფასებთ მნიშვნელოვან და პოზიტიურ როლს, რომელსაც პრეზიდენტი თამაშობს […]
ნაძალადევის რაიონში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი კონცერტი გაიმართა

რეგიონების შემდეგ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი საკონცერტო საღამო თბილისში, ნაძალადევის რაიონში ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს. რაიონის მოსახლეობასთან ერთად ღონისძიებას ესწრებოდნენ მმართველი პარტიის ნაძალადევის რაიონის დელეგატი ირაკლი ხელაძე და შტაბის ხელმძღვანელი დავით ჭელიძე. „მადლობა მინდა გადავუხადო ნაძალადევის რაიონში მცხოვრებ თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს. დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ გუნდი დამაჯერებლად გაიმარჯვებს და განვაგრძობთ […]
ლევან ხაბეიშვილი – ენმ-ის ვარკეთილის ოფისი დაარბიეს

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ პარტიის ვარკეთილის ოფისი დაარბიეს. როგორც ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, „ვარკეთილის ენმ -ის ოფისი სუს-ის და მილიციის ნასედკებმა დაარბიეს”. მისი თქმით, მათ ხალხი საკადრის პასუხს 26 ოქტომბერს გასცემს. ამასთან, ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს ოფისის ფოტოებს, სადაც ჩანს კედლები და ინვენტარი, რომელიც სავარაუდოდ, საღებავით არის შეღებილი.
უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის ძალებმა კურსკის ოლქში ცხრა უკრაინელი სამხედრო ტყვე დახვრიტეს

უკრაინის ომბუდსმენი დმიტრი ლუბინეცი გაერო-ს და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს მიმართავს თხოვნით, გამოიძიონ კურსკის ოლქში უკრაინელი სამხედრო ტყვეების დახვრეტის შესახებ მორიგი ცნობები. უკრაინული მედიაპროექტის, DeepState-ის ინფორმაციით, 10 ოქტომბერს რუსმა სამხედროებმა დახვრიტეს კურსკის ოლქში ტყვედ ჩავარდნილი ცხრა უკრაინელი ჯარისკაცი. ანალიტიკოსების მონაცემებით, შემთხვევა მოხდა დასახლება ზელიონი შლიახის რაიონში, სადაც რუსეთის სამხედრო დანაყოფები იმ დღით შევიდნენ. „სამხედრო ტყვეებთან […]
არანაირი შეტყობინება არაა დაგზავნილი, მოქალაქეებს მოვუწოდებთ არ შევიდნენ შეცდომაში – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უწყებას არაფერი აკავშირებს შეტყობინებებთან, რომელიც მოქალაქეებმა ბოლო პერიოდში მათი სახელით მიიღეს. “შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე არაერთი შეტყობინება შემოვიდა, სადაც მოქალაქეები მიუთითებენ, რომ უწყების სახელით გაურკვეველი შინაარსის შეტყობინება მიიღეს. მოქალაქეების ინფორმირების მიზნით გვსურს განვმარტოთ, რომ არანაირი შეტყობინება არ არის დაგზავნილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან და მოქალაქეებს მოვუწოდებთ არ შევიდნენ შეცდომაში. ასევე, […]
რუსმა სამხედროებმა ცხრა ტყვედ ჩავარდნილი უკრაინელი მებრძოლი დახვრიტეს-Deepstate

უკრაინის საგამოძიებო პროექტის Deepstate-ის თანახმად, კურსკის რეგიონში რუსმა სამხედროებმა დახვრიტეს ცხრა უკრაინელი ჯარისკაცი, რომლებიც ტყვედ ჩაბარდნენ. ანალიტიკოსების აზრით, ეს მოხდა 10 ოქტომბერს სოფელ ზელენი შლიახთან. პროექტი ეყრდნობა უკრაინელ სამხედროებს და ასევე აქვეყნებს სურათებს, სავარაუდო მკვლელობის ადგილიდან. პროექტის თანახმად, უკრაინელ სამხედროები დარწმუნებული იყვნენ, რომ ისინი ზურგში იმყოფებოდნენ და და არ მოელოდნენ რუსი ჯარისკაცების გამოჩენას, რომლებსაც ცეცხლი […]
“ფორმულა” გახარიას საარჩევნო რგოლის გამო დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია “ფორმულა” 5000 ლარით დააჯარიმა და, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის შუამდგომლობის თანახმად, სარეკლამო ბადიდან გიორგი გახარიას პარტიის უფასო პოლიტიკური რეკლამის ამოღება მოითხოვა. კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიამ ტელეკომპანიას გიორგი გახარიას პარტიის საარჩევნო რგოლის ეთერში გაშვებისთვის უჩივლა. დავა პარტიისთვის კვალიფიციური სუბიექტის სტატუსის მინიჭებას შეეხებოდა, რის შედეგადაც “ფორმულამ” პარტიას უფასო სარეკლამო დრო დაუთმო. რეგულაციის თანახმად მაუწყებელი უფლებამოსილია […]