მცხეთის მერია, სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

მცხეთის მერია, სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს: ქალაქი მცხეთა, თეატრონი: 10:00 -13:00 სთ – საზეიმო წირვა-ლოცვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში. 10:00-18:00 სთ – გამოფენა-გაყიდვები: · საქართველოში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია · ბრენდირებული ნაწარმი · ხალხური რეწვა · სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები · ხელნაკეთი ნივთები · ქართული ტრადიციული სამზარეულოს სადეგუსტაციო კუთხეები · საშემოდგომო ნობათი. 10:00- […]
2024 წელს ინგლისში ფერმერთა მოსავლიანობა შემცირდა – მიზეზები

ცივი, ტენიანი ზამთრის შემდეგ ინგლისმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 2024 წლის მოსავალი ერთ-ერთი ყველაზე მცირეა ქვეყნის ისტორიაში. ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ზამთარში მოსულმა უხვმა ნალექმა ძირითადი აგროპროდუქტის, მათ შორის ხორბლისა და შვრიის მოსავლიანობა მნიშვნელოვნად შეამცირა – ამის შესახებ Euronews წერს. მედიის ინფორმაციით, ხორბალთან და შვრიასთან ერთად, ქერისა და ზეთოვანი რაფსის მოსავლიანობა 40-წლიან მინიმუმზეა, თუ არ ჩავთვლით […]
რუსეთის სასამართლო ამერიკელ „დაქირავებულს“ განაჩენს გამოუტანს

რუსეთის სასამართლო ამერიკელ „დაქირავებულს“ განაჩენს გამოუტანს ორ წელზე მეტხნიანი დაკავების შემდეგ, რუსეთის სასამართლომ, ორშაბათს, 7 ოქტომბერს, განაჩენი უნდა გამოაცხადოს აშშ-ს 72 წლის მოქალაქის დახურულ საქმეზე, რომელიც დაქირავებულის სტატუსით უკრაინის მხარეს ბრძოლაშია ბრალდებული. რუსეთმა ცოტა ხნის წინ აშშ-ს რამდენიმე მოქალაქე დააკავა და გაასამართლა, ახლახან კი დაასრულა პატიმრების დიდი გაცვლა (მათ შორის იყო „უოლ სტრი ჯორნალის“ რეპორტიორი, […]
ლიეტუვამ ხელმძღვანელის პოზიციებზე გენდერული ბალანსის დაცვის ვალდებულება აიღო

ლიეტუვას პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, 2026 წლის ივლისისთვის, საჯაროდ რეგისტრირებულ კომპანიებში, ხელმძღვანელის თანამდებობების მინიმუმ მესამედი ქალებმა უნდა დაიკავონ. „ქალთა და მამაკაცთა თანაბარი შესაძლებლობების შესახებ“ კანონში ცვლილებები 67-მა დეპუტატმა მოიწონა, ცხრამ თავი შეიკავა, წინააღმდეგი არავინ იყო. 2026 წლის ივლისისთვის, რეგისტრირებულმა კომპანიებმა და დიდმა საწარმოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ქალებს თანამდებობების მინიმუმ 33 პროცენტი ეკავოთ უფროს მენეჯმენტში, […]
ComCom-მა იმედი და რუსთავი2 ფასიანი პოლიტრეკლამის განუთავსებლობისთვის კანონდამრღვევებად ცნო

კომუნიკაციების კომისიამ რუსთავი 2 ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განუთავსებლობისთვის, ხოლო ტელეკომპანია იმედი ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განუთავსებლობისა და საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების კანონდარღვევით გავრცელებისთვის საქართველოს საარჩევნო კოდექსის დამრღვევებად ცნო და მათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა. კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, რუსთავი 2-ის შემთხვევაში, კომისიაში შევიდა პოლიტიკური გაერთიანება ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის საჩივარი, რომლის თანახმადაც, მიუხედავად ფასიანი პოლიტიკური […]
სასამართლომ ფორმულა ამჯერად გიორგი გახარიას საარჩევნო რგოლის გამო დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია ფორმულა 5 000 ლარით დააჯარიმა. სასამართლომ ასევე დაკმაყოფილდა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის შუამდგომლობა, რომელიც სარეკლამო ბადიდან გიორგი გახარიას პარტიის უფასო პოლიტიკური რეკლამის ამოღებას გულისხმობს. კერძოდ, დავის საწყების საბაბი გახარიას პარტიისთვის კვალიფიციური სუბიექტის სტატუსის მინიჭება გახდა, რის შედეგადაც, ფორმულამ გიორგი გახარიას პარტიას უფასო სარეკლამო დრო დაუთმო. ეს გადაწყვეტილება Edison Research-ის კვლევებს ეფუძნება. იურისტების […]
„არ გრცხვენიათ ? რას დაგამსგავსათ ამ გარეწარმა კაცმა, ფულის სიყვარულმა…“ – ვის მიმართავს ლევან ხაბეიშვილი?

„ნაცმოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ვარკეთლში ენმ-ს ოფისის დარბევას სოციალურ ქსელში ეხმაურება: „სუსის და მილიციის ნასედკებმა ვარკეთილის ენმ – ს ოფისი დაარბიეს … მოგნიშნოთ სამგორელო “ბიძინისტებო” ? არ გრცხვენიათ ? რას დაგამსგავსათ ამ გარეწარმა კაცმა, ფულის სიყვარულმა … არც უბანთან, არც კაცობასთან, არც პოლიტიკასთან “ჩანავლელიც” არ ხართ … საკადრის პასუხს ხალხი გაგცემთ 26 ოქტომბერს. არ […]
EU განვითარებად ქვეყნებს კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლისთვის ყოველ წელს $100 მილიარდს გამოუყოფს

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა პირობა დადეს, რომ განვითარებადი ქვეყნებისთვის კლიმატის ცვლილების შედეგებთან გამკლავებაში დასახმარებლად, ყოველწლიურად $100-მილიარდიან ფონდს შეავსებენ. ამის შესახებ ლუქსემბურგში გამართული ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე გახდა ცნობილი. მინისტრებმა შეხვედრზე გასული წლის მონაცემებზე იმსჯელეს და აღნიშნეს, რომ 2023 რეკორდულად ცხელი იყო, გლობალური საშუალო ტემპერატურა კი პრე-ინდუსტრიულ დონესთან შედარებით, 1.45°C გრადუსით მაღალი იყო. პარიზის შეთანხმების ფარგლებში, […]
რთველის პოლიტეკონომია – Gnomon Wise

კვლევითი ინსტიტუტის Gnomon Wise-ს პუბლიკაციაში, რომელიც რთველის სუბსიდირებას ეხება, მიმოხილულია რთველის ეკონომიკა. სახელწოდებაც ასეთი აქვს: “რთველის პოლიტეკონომია”. დოკუმენტის მიხედვით, სუბსიდიები და განსაკუთრებით, სოფლის მეურნეობაში სამთავრობო დახმარება ის საკითხია, რომლისგანაც თავის დაღწევა, მაღალი პოლიტიკური ინტერესიდან გამომდინარე, არცთუ ისე მარტივია. აქვე ვკითხულობთ, რომ ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკოსები, სუბსიდიებისა და ტრანსფერების საშუალებით, ამომრჩეველთა ხმების ყიდვას ცდილობენ. ძალაუფლებაში მყოფ პოლიტიკურ […]
ლევან ხაბეიშვილი – ენმ-ის ვარკეთილის ოფისი დაარბიეს

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ პარტიის ვარკეთილის ოფისი დაარბიეს. როგორც ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, „ვარკეთილის ენმ -ის ოფისი სუს-ის და მილიციის ნასედკებმა დაარბიეს”. მისი თქმით, მათ ხალხი საკადრის პასუხს 26 ოქტომბერს გასცემს. ამასთან, ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს ოფისის ფოტოებს, სადაც ჩანს კედლები და ინვენტარი, რომელიც სავარაუდოდ, საღებავით არის შეღებილი.